შაბათი, მაისი 3, 2025

„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ” – ილია თოფურია

28 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, ესპანური ტელეკომპანია „ტელემადრიდის“ ეთერით, მიმართვას ავრცელებს.

„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ”, – აცხადებს UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი.

28 ივნისს, ლას-ვეგასში, UFC 317-ია დაგეგმილი. ჯერ უცნობია, ვინ იქნება თოფურიას მეტოქე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია.თუკი სააპლიკაციო ფორმა შევსებული გაქვთ, ინფორმაციის გადამოწმება მითითებულ ლინკზე.https://dvprogram.state.gov/ESC/CheckStatus.aspx

ევროკავშირის პრესსპიკერი: ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ფრენები ოკუპირებულ სოხუმში, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.თარგმანი: პირველიარხი

კახა კალაძე – ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში

ალექსანდრე ჩივაძეს უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.„ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მაშინ, როდესაც „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე, სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის“ – ტატა ხვედელიანი

5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში."ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია."საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება."ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ანუ რაიმე სახით მიპარვით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის ვიძახდით, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით.ჩვენზე არ მოქმედებს არც "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა, არც "ქართული ოცნების" მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად. მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება."ლელო - ძლიერი საქართველო" მუდმივად არის ფორმაში და მზადყოფნაში არჩევნებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.ცხადია, ხუთი თვით ადრე არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას და საუბარს თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა ლანა გალდავამ.

“ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში” – გია ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას."ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები