შაბათი, მაისი 3, 2025

თინა ბოკუჩავა – პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს ფუნდამენტური მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე, ქართველი ხალხისგან მძიმე განაჩენს მიიღებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პარტია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს ორი ფუნდამენტური მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე, ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს ქართველი ხალხისგან.

„დაპირისპირება რუსულ ოცნებაშია, ძალიან გრძელია იმ ადამიანების სია, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ ამ ბოროტებას, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილი, რის გამოც ისინი და მათი ოჯახის წევრები დგებიან საფრთხის ქვეშ, რომ ვეღარასოდეს შედგან ფეხი თავისუფალ სამყაროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის ქვეყნებში, არამცთუ ის, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ პენსილვანიის უნივერსიტეტში, კალიფორნიაში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არის ის საფრთხე, რომელიც მათ, რეალურად, ყველაზე მეტად აღელვებთ. ეს იწვევს ძალიან სერიოზულ განხეთქილებას რუსულ ოცნებაში და ამის ფონზე პროპაგანდა, რომელიც ყოველთვის ცდილობს ტყუილ-მართლის აღრევას და სიმართლის ინვერსიას, ანუ შემოტრიალებას და ტყუილის სიმართლედ გაყიდვას, ცდილობს, აქაც შეაბრუნოს სიმართლე და „ოცნებაში“ არსებული რღვევის ნაცვლად ისრები გადაიტანოს არარსებულ დაპირისპირებაზე ოპოზიციაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მჯერა, თუ ეს ასე არ იქნება, ნებისმიერი პარტიის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესის წინააღმდეგ და ფუნდამენტური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, როგორებიც არის ყველა პოლიტიპატიმრის გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, ამ ორი ფუნდამენტური მოთხოვნის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან მძიმე განაჩენი მოჰყვება ქართველი ხალხისგან, რომელიც, ამდენი თვეა, ასე თავდაუზოგავად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა

საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული, ამაშიც ჩივაძის და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილია.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ჩივაძეს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის და ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული.„მივულოცავ იუბილეს ბატონ ალექსანდრეს და მილოცვასთან ერთად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის გაქვთ გაკეთებული, როგორც ქართული ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდას. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საშუალება, უშუალოდ სტადიონზე მეყურებინა თქვენი თამაშებისთვის, თუმცა ალბათ ყველა ქართველ გულშემატკივარს რამდენჯერმეც კი გვაქვს ნანახი ის თამაშები, რომლებშიც ჩვენი დინამო იმარჯვებდა ბატონი ალექსანდრეს ლიდერობით – 1941 წლის ფინალი, ლივერპულის და ბევრი სხვა თამაში. შეუძლებელია, უბრალოდ ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთის და თბილისის დინამოს ნამდვილი ლიდერი.ზოგადად, როცა ფეხბურთის წარმატებაზეა საუბარი, ალბათ ყველამ ვიცით, რომ საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ ალექსანდრეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული და წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი ალექსანდრეს და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ალექსანდრე ჩივაძე მოედანზე იყო „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, შეეძლო ყველაფრის გაკეთება, მადლობას გადავუხდი მას იმ სიხარულისთვის, რაც ერს მიანიჭა

ალექსანდრე ჩივაძე იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მოედანზე იყო პირდაპირ ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა.„ბატონო ალექსანდრე, პირადად, მინდა, მოგილოცოთ იუბილე, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე, თქვენი არსებობით კიდევ გაახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რადგან მართლაც ენით აღუწერელია თქვენი შთამბეჭდავი კარიერა. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს და ჩემს კოლეგებს ვხედავ აქ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ და მისი თაობის ფეხბურთელებმა შეგვაყვარა ფეხბურთი, გაგვიჩინა სურვილი, დიდი ფეხბურთი გვეთამაშა. სწორედ ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი და ის დიდი ფეხბურთელები იყვნენ ჩვენი მაგალითები, რაზეც ვიზრდებოდით.ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინდელ „დინამოში“ ჩივაძესთან ერთად მომიწია ვარჯიში, დიდი სიხარული იყო, ღამე არ მეძინა და ეს შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყვება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვიყავით და ვგრძნობდით, რაოდენ დიდი განცდა იყო ამ ადამიანების არსებობა. შემდეგ, როცა უკვე ნაკრების ფეხბურთელები გავხდით, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი გახდა.  ძალიან მძიმე წლები იყო, მთელი ქვეყანა ლოდინის რეჟიმში იყო, როდის დაიწყებდა ჩვენი ნაკრები ოფიციალურ შეხვედრებს. გვიზიარებდა არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პიროვნულ, ადამიანურ გამოცდილებებს – რამდენად რთული იყო მისთვის იმ დროს, როცა იცოდა, რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, რა მოთხოვნები აქვს დიდ ფეხბურთს და იმ არსებულ რეალობაში, როგორი რთული იყო ამ ყველაფრის გადმოცემა და ჩვენი მოტივირება, რომ ჩვენ დიდი ფეხბურთი გვეთამაშა.ძალიან ბევრი მაგალითია, მაგრამ მე მინდა, აღვნიშნო დიდი სპეციალისტების მიერ მისი, როგორც ფეხბურთელის შეფასება. მე როცა მომიწია შვეიცარიაში ცხოვრება, „ფიფა“-ში ურთიერთობა, იქ დათო ყიფიანზე, ალექსანდრე ჩივაძეზე პირდაპირ ამბობდნენ, რომ პროფესორია. ასეთი ეპითეტი აქვს მას მსოფლიო ფეხბურთში და ეს ალბათ არ არის გასაკვირი. იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ მე დავამატებდი, როცა ის იყო მოედანზე, იყო ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი. მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა“, – განააცხადა ყაველაშვილმა.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რაც მან გულშემატკივარს და ერს მიანიჭა.„მე, როგორც ფეხბურთელს, ბევრი შემიძლია, ვისაუბრო მასზე, მაგრამ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას და ქართველი ხალხის სახელით, რადგან მე მქონდა შესაძლებლობა, დამენახა ქართველ ხალხის მისადმი სიყვარული, მადლობას გადაგიხდით ბატონო ალექსანდრე, იმ ემოციებისთვის, სიხარულისთვის, რაც თქვენ მიანიჭეთ ჩვენს გულშემატკივარს, ერს. იმ მძიმე წლებს მე და ჩემი კოლეგები ახლა ყოველთვის იუმორით ვიხსენებთ, „თელასში“ სირბილს „უელსის“ თამაშის წინ. ყოველ ნახევარ საათში მირბოდა, ჩაართვევინებდა სინათლეს, მერე ისევ მორბოდა, ოთხჯერ მოუწია მისვლა „თელასში“. ასეთ პირობებში გვიწევდა ჩვენ მომზადება და ამ დროს მოედანზე ვიმარჯვებდით. რომ არა ჩივაძის ეს მოტივირება, მისი გამოცდილება, როგორც არა მარტო მწვრთნელი, არამედ უფროსი მეგობარი ყველაფერს გვიზიარებდა და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მაქსიმუმი გაგვეღო. ბატონო ალექსანდრე, კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაიღეთ ჩვენი ერისთვის. ეს არის უდიდესი დამსახურება. ხელისუფლებაში ვართ არაერთი სპორტსმენი და ვიცით სპორტის, ადამიანის ფასი, ვინც გაიღებს ბევრს ქართული სპორტისთვის და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამას აფასებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაორმაგდება. დღეს ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება. სპორტსმენს მოკლე კარიერა აქვს და ძნელია შემდეგ სხვა ცხოვრებაში გადასვლა, სხვანაირად ჭირდება ხოლმე შეფასება და დაფასება, რის გაგებაც ზოგისთვის შეიძლება, რთულია, მაგრამ მე მგონი, ვართ უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ეს კარგად დავინახოთ და შევაფასოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია.თუკი სააპლიკაციო ფორმა შევსებული გაქვთ, ინფორმაციის გადამოწმება მითითებულ ლინკზე.https://dvprogram.state.gov/ESC/CheckStatus.aspx

ევროკავშირის პრესსპიკერი: ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ფრენები ოკუპირებულ სოხუმში, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.თარგმანი: პირველიარხი

კახა კალაძე – ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში

ალექსანდრე ჩივაძეს უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.„ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მაშინ, როდესაც „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე, სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები