შაბათი, მაისი 3, 2025

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ყველა ცდილობს, მოაწონოს თავი დამფინანსებელს – შეჯიბრება მიმდინარეობს იმაზე, ვის მეტი დესტაბილიზაციის რესურსი გააჩნია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ოპოზიციაში კამათი იყოს, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა.

„ყველა ცდილობს, მოაწონოს თავი დამფინანსებელს – მათ, ვინც არა მარტო აფინანსებს, არამედ რევოლუციურ გეგმებსაც უწერს და შემდეგ ამაზე პასუხს სთხოვს. ყველა ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც უფრო ხისტი, უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მქონე. ასე რომ, კამათი არსებობს, რასაკვირველია, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის დაზიანება, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია ამისათვის. ზოგნი ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, ვინაიდან პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. ზოგი ფიქრობს, რომ გამიჯნულები და ქუჩაში გამოსულები უფრო მეტი ზიანის მომტანები იქნებიან. შეჯიბრება მიმდინარეობს იმაზე, ვის მეტი დესტაბილიზაციის რესურსი გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რადიკალურ ოპოზიციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე განხეთქილებაა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ნიკა გვარამია და ნიკა მელიაც დაუპირისპირდნენ. მელია უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას თავს არიდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ის და გვარამია დიდი ხანია პარტიულ საქმიანობას სხვადასხვა ოფისიდან ეწევიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში” – გია ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას."ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სიგნალები, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ, მაგრამ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან იმ სიგნალებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე მიუთითებს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა.„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“, – დასძინა მან.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.

3 მაისი გია ბურჯანაძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, გია ბურჯანაძის, დაბადების დღეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს დაბადების დღეს გია ბურჯანაძეს და უსურვებს კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას. გია ბურჯანაძე, წლებია, წარმატებით საქმიანობს როგორც თეატრში, ისე კინოში. იგი სხვადასხვა პერიოდში იყო კინომსახიობთა (1980-1987 წწ.), კოტე მარჯანიშვილის სახელობის (1981 წ.); ფოთის ვ. გუნიას სახელობის (1984-1985 წწ.) თეატრების მსახიობი. 1985 წლიდან იგი კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობს. მონაწილეობდა და საინტერესო სახეები შექმნა სპექტაკლებში: „ოთარაანთ ქვრივი“, „ანა კარენინა“, „შენკენ სავალი გზები“, „გრაალის მცველნი“, „მეფე ლირი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მედეა“ და სხვ.; მონაწილეობს ფილმებში: „წიგნი ფიცისა“, „თეთრი ბაირაღები“, „დუბროვსკი“”, „პრემიერა“, „ცეცხლთან თამაში“, „დიმიტრი მეორე“ და სხვა. 1991 წელს მსახიობმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი – რაც მოხდა ჩემს სახლთან, ის დავწერე, დანარჩენი უნდა გაარკვიოს იმან, ვისაც უსაფრთხოება ეხება

უსაფრთხოება ვისაც ეხება, მათ უნდა გაიგონ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეიძლება, რომ შუა ქალაქში ღამით ასეთი რამ ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა განაცხადა.„მოხდა ის, რაც დავწერე. მეტი არაფერი არ ვიცი, მეტი ჩემი საქმე არ არის. უსაფრთხოება ვისაც ეხება, მათ უნდა გაიგონ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეიძლება, რომ შუა ქალაქში ღამით ასეთი რამ ხდებოდეს. ეს ახალგაზრდების მცირე დაპირისპირება არ იყო, მე რასაც ვუყურებდი, არც ისე ახალგაზრდები იყვნენ, იყო რაღაც სხვა კატეგორია, რომელსაც არ ვიცნობ და არ ვიცი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისი თქმით, მომხდარს უკავშირებს იმას, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა.„ქვეყანაში უსაფრთხოების არქონას და განუკითხაობას ვუკავშირებ. ჩემს თავს ძალიან კარგად ვიცავ. ამ დილით 8-9 ტყვია იყო ყველგან მიმოფენილი. პოლიციელები არ მოსულან, მოვიდა საგამოძიებო უწყება თუ რაღაც“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.მანამდე სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუდიაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი სახლის წინ დილის 04:20 საათზე „40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში) – ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“.გუდიაშვილის ბაღთან მომხდარზე შსს-ში განაცხადეს: „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია აქციის პარალელურად წარიმართა – მოსამართლეებმა შენობა ხმაურის ფონზე დატოვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია, გარეთ ხმაურის პარალელურად წარიმართა. შენობასთან შეკრებილები იყვნენ და აქცია გამართეს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა.კონფერენციის დასრულების შემდგომ მოსამართლეთა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვეს. ადგილზე მყოფები სკანდირებდნენ „მონებო, მონებო“.ასევე, აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.„გვინდოდა გვეკითხა, თვლებში ჩაგვეხედა, რაღაც შეკითხვები დაგვესვა, მაგრამ ეშინიათ. ხედავთ, რამდენი პოლიცია დგას, ე.ი ეშინიათ. ესენი ვერც კაფეში, ვერც მაღაზიაში შევლენ, თავისუფლად ვერც ქუჩაში გაივლიან იმიტომ, რომ იციან, დანაშაულს სჩადიან, იციან და ეს არის მთელი უბედურება. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. რომელი მოსამართლეც მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას, სასტიკად დაისჯება“, - განაცხადა დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.

ბოლო სიახლეები