პარასკევი, მაისი 2, 2025

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.დღეს აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგონლობა, რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე. დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხუთს კი მონაწილეობას ედავებიან.

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ყველა ცდილობს, მოაწონოს თავი დამფინანსებელს – შეჯიბრება მიმდინარეობს იმაზე, ვის მეტი დესტაბილიზაციის რესურსი გააჩნია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ოპოზიციაში კამათი იყოს, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა.„ყველა ცდილობს, მოაწონოს თავი დამფინანსებელს - მათ, ვინც არა მარტო აფინანსებს, არამედ რევოლუციურ გეგმებსაც უწერს და შემდეგ ამაზე პასუხს სთხოვს. ყველა ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც უფრო ხისტი, უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მქონე. ასე რომ, კამათი არსებობს, რასაკვირველია, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის დაზიანება, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია ამისათვის. ზოგნი ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, ვინაიდან პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. ზოგი ფიქრობს, რომ გამიჯნულები და ქუჩაში გამოსულები უფრო მეტი ზიანის მომტანები იქნებიან. შეჯიბრება მიმდინარეობს იმაზე, ვის მეტი დესტაბილიზაციის რესურსი გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.რადიკალურ ოპოზიციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე განხეთქილებაა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ნიკა გვარამია და ნიკა მელიაც დაუპირისპირდნენ. მელია უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას თავს არიდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ის და გვარამია დიდი ხანია პარტიულ საქმიანობას სხვადასხვა ოფისიდან ეწევიან.

რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა – დაკავებული 40 წლისაა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

ლონდონის სასამართლომ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებში გირაო შეუფარდა

ლონდონის მოსამართლემ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით გირაო შეუფარდა . 49 წლის ბრენდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში პარასკევს, 2 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9:30 საათზე მივიდა, მუქი ჯინსის პერანგით, მზის სათვალითა და ლურჯი ჯინსით. კომიკოსი და მსახიობი ნელა შევიდა ლონდონის ბრალდების სკამზე დილის 10:00 საათზე და მთავარ მაგისტრატ პოლ გოლდსპრინგს მხოლოდ საკუთარი სახელის, მისამართისა და დაბადების თარიღის დასადასტურებლად ესაუბრა, იტყობინება რამდენიმე გამოცემა, მათ შორის The Telegraph . 12-წუთიანი მოსმენის დასრულების შემდეგ გოლდსპრინგმა ბრენდს გირაო შეუფარდა და მისი შემდეგი სასამართლო სხდომა ლონდონის ცენტრალურ სისხლის სამართლის სასამართლოში (ადგილობრივად ცნობილი როგორც „ოლდ ბეილი“) 30 მაისს დანიშნა.რასელ ბრენდი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული და სასამართლოს წინაშე მაისში წარდგება, აცხადებს პოლიციაბრენდს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ თავდაპირველად 4 აპრილს წაუყენა ბრალდება ჩადენილ დანაშაულებში. ბრალდებები ოთხი ქალის ბრალდებებს ეფუძნება, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრენდმა მათზე სექსუალური ძალადობა 1999-დან 2005 წლამდე ინგლისში განახორციელა. ოთხი ქალიდან ერთი ამბობს, რომ 1999 წელს სამხრეთ ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გააუპატიურეს, მეორე კი აცხადებს, რომ ბრენდმა 2004 წელს ლონდონში მასზე ზეპირი და სექსუალური ძალადობა განახორციელა. „ქალები, რომლებმაც განაცხადები შეიტანეს, კვლავ იღებენ მხარდაჭერას სპეციალურად მომზადებული ოფიცრებისგან“, - განაცხადა დეტექტივმა სუპერინტენდანტმა ენდი ფურფიმ. „მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის გამოძიება კვლავ ღიად რჩება და დეტექტივები მოუწოდებენ ყველას, ვისაც ეს საქმე შეეხო ან ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოცხადდეს და პოლიციას ესაუბროს“.ბრენდს ადრე ხუთმა ქალმა, რომელთაგან ერთ-ერთი 16 წლის იყო, 2023 წელს The Sunday Times-ის , The Times-ისა და Channel 4-ის მიმდინარე მოვლენების გადაცემა Dispatches-ის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენა .

15 წლის ბიჭის ამბავი, რომელიც Netflix-ის სერიალს საფუძვლად დაედო

2010 წელს პენსილვანიის ერთ-ერთ სასწავლებელში 15 წლის ბლეიკ რობინს სხვა 2  ათას მოსწავლესთან ერთად სკოლამ ლეპტოპი გადასცა.  სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი იყო მოსწავლეებს სასწავლებლის რესურსებზე სრული ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. მაშინ ბლეიკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.ამ ამბიდან მალევე რობინს სკოლის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და ის ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ნივთმტკიცებად  მათ  რობინის ოთახში გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს, რომელიც ლეპტოპის კამერით იყო გადაღებული.ამ ამბის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ კომპიუტერებში სპეციალური პროგრამა იყო ჩაინსტალირებული, რომელიც მოსწავლეების ქმედებებს აკონტროლებდა, ასევე ამბობდნენ, რომ ლეპტოპი ყოველ 15 წუთში ფოტოებს იღებდა.რობინის ოჯახმა სკოლას უჩივლა. სკოლამ აღიარა, რომ ლეპტოპებში უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა იყო ჩაყენებული.სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით,  ლეპტოპებში არსებული პროგრამა, რომელიც ფოტოებს ყოველ 15 წუთში ერთხელ იღებდა, იმიტომ ჩააყენეს რომ კომპიუტერის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა გამარტივებულიყო.რობინის ოჯახმა კომპენსაცის სახით 610,000 დოლარი მიიღო.ეს ამბავი საფუძვლად დაედო ნეტლიქსის სერიალს, სახელწოდებით „Spy High". 

ბოლო სიახლეები