პარასკევი, მაისი 2, 2025

დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ

„ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რაზე იქნება ორიენტირებული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ხელისუფლების ორიენტირი და მიზანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, 2012 წლიდან, თუმცა გამორჩეულად ბოლო ეს რამდენიმე წელიწადია მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო და არის სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. უნდათ ქვეყანა პროქსი მოცემულობად გამოიყენონ, პირდაპირ დავარქვათ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველი ხალხი იმისთვის, რომ გლობალურმა „დიფ სთეითმა“ თავის მავნებლურ მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, ორიენტირიც შესაბამისად აქვს ხელისუფლებას გაცხადებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც ერთი მხრივ წინ აღუდგება ამ ბოროტი განზრახვების შესრულებას და მეორე მხრივ გააგრძელებს ქვეყნის მყარ, მდგრად განვითარებას.

„ეს არის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ 9,3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო რამდენიმე თვეში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეს არის ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და რომლის მიღწევაც აბსოლუტურად შესაძლებელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სააკაშვილი – მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ ბრალდებას მიყენებენ, მაგრამ მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართვისას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, კომისიაზე „ქურდების, ყაჩაღების სრული რეაბილიტაცია მოახდინეს“.„რა არის ეგრეთ წოდებული კომისია? დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო, არ გამოუვიდათ არაფერი, რადგან ეს ჰააგაა და არა სასამართლო კლანი. ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ასე შემდეგ. აფრასიძეებზე ჩაატარეს მოსმენები, მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანებს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ აფრასიძეებზე ახლა ამბობენ, თურმე ისინი რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ეს არ არის კომისია, ეს არის კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების, პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, ის მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს წარმატებისა და საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება.„ხედავთ, ხალხო, როგორ დაგცინიან, მაინც არაფერი გამოუვათ. გასაგებია, მე რასაც მიკეთებენ. მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ აბსურდულ ბრალდებას მიყენებთ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის მე მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი...

„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს,“ - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ, უკვე, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი, საერთოდ არ იქნება საინტერესო, ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით.ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში, ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ, მართლა, მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ღაზის სექტორისკენ მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემი შესაძლოა, ჩაიძიროს, მასში 30 აქტივისტი იმყოფება – „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაცია“

მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემში იმყოფებიან აქტივისტებიც, – ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაციაში“ განაცხადეს.შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთ გემზე გაჩენილი ხანძარი, თუმცა არ არის მითითებული, ვინ შეიძლება, ყოფილიყო თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ასევე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.„დრონით თავდასხმა, როგორც ჩანს, კონკრეტულად გემის გენერატორისკენ იყო მიმართული და ახლა გემი შესაძლოა, ჩაიძიროს. გემზე 30 საერთაშორისო უფლებადამცველი აქტივისტი იმყოფება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

თეა წულუკიანი “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლული მარად ართმელაძის მამას: სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ, ეს ვერ გამოასწორებს ზიანს, რაც მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად თქვენი შვილი აღიარებულ იქნა...

"თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში", - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" შედეგად მოკლული მარად ართმელაძის მამასთან საუბრისას აღნიშნა.მისი თქმით, ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია. წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, სამივე ინსტანციის განაჩენი, ვინაიდან დადგინდა სიმართლე, რომ მოკლული მარად ართმელაძე უდანაშაულო იყო."უშიშროების სამსახური რომ ებარა იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შველი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჯეი დი ვენსი: ილონ მასკი არსად მიდის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი არსად მიდის.მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოსტს არ დატოვებს, თუმცა უწყებაში ნაკლებ დროს გაატარებს, რადგანაც მას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს.ვენსმა აღნიშნა, რომ პოსტს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც შეინარჩუნებს, რომელიც ე.წ. სიგნალ-სასაუბროს სკანდალში ფიგურირებს.ცნობისათვის, ერთი თვის წინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა დახურულ სასაუბრო ჯგუფში შეცდომით გამოცემა „ატლანტიკსის“ მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა. სასაუბრო ჯგუფში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, თავდაცვის მდივანი, იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ.

ბოლო სიახლეები