პარასკევი, მაისი 2, 2025

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ გია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გია ხუბუა.

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზის სექტორისკენ მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემი შესაძლოა, ჩაიძიროს, მასში 30 აქტივისტი იმყოფება – „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაცია“

მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემში იმყოფებიან აქტივისტებიც, – ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაციაში“ განაცხადეს.შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთ გემზე გაჩენილი ხანძარი, თუმცა არ არის მითითებული, ვინ შეიძლება, ყოფილიყო თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ასევე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.„დრონით თავდასხმა, როგორც ჩანს, კონკრეტულად გემის გენერატორისკენ იყო მიმართული და ახლა გემი შესაძლოა, ჩაიძიროს. გემზე 30 საერთაშორისო უფლებადამცველი აქტივისტი იმყოფება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

თეა წულუკიანი “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლული მარად ართმელაძის მამას: სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ, ეს ვერ გამოასწორებს ზიანს, რაც მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად თქვენი შვილი აღიარებულ იქნა...

"თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში", - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" შედეგად მოკლული მარად ართმელაძის მამასთან საუბრისას აღნიშნა.მისი თქმით, ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია. წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, სამივე ინსტანციის განაჩენი, ვინაიდან დადგინდა სიმართლე, რომ მოკლული მარად ართმელაძე უდანაშაულო იყო."უშიშროების სამსახური რომ ებარა იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შველი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჯეი დი ვენსი: ილონ მასკი არსად მიდის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი არსად მიდის.მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოსტს არ დატოვებს, თუმცა უწყებაში ნაკლებ დროს გაატარებს, რადგანაც მას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს.ვენსმა აღნიშნა, რომ პოსტს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც შეინარჩუნებს, რომელიც ე.წ. სიგნალ-სასაუბროს სკანდალში ფიგურირებს.ცნობისათვის, ერთი თვის წინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა დახურულ სასაუბრო ჯგუფში შეცდომით გამოცემა „ატლანტიკსის“ მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა. სასაუბრო ჯგუფში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, თავდაცვის მდივანი, იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ.

გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჩემმა მეუღლემ ამას ვეღარ გაუძლო და სიმწრისგან გაითიშა – „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლულის მამა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.მიხეილ ართმელაძე იხსენებს თუ რა მდგომარეობაში დაიბრუნა გარდაცვლილი შვილი, მისი თქმით, გარდაცვლილს ამოღებული ჰქონდა ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია, გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით, რომ სისხლიანმა რეჟიმმა ცარიელი ფუტლარი დაუბრუნეს ოჯახს.„ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

სოზარ სუბარი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ...

აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, ასეთი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოებაში შიშის დანერგვას.„მურადი გორგოძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ ავტომატიდან მიუშვა ტყვია, საკონტროლო გასროლა. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ადამიანებზე, რომლებზეც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ოდესმე რაიმე დანაშაულში მონაწილეობა მიუღიათ“, - აღნიშნა სუბარმა.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.

ბოლო სიახლეები