თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიების – „ახლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ყურაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„4000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. თავს დამნაშავედ მაინც არ ვთვლი, რა ფაქტსაც მედავებიან, ის ფაქტი არ ჩამიდენია. ფიზიკურად არ ვყოფილვარ იმ წამს იქ. რეჟიმი ისე იქცევა, რომ აქტიური ადამიანების დასჯა უნდა, მაგრამ დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ და ასმაგად ვიბრძოლებ“, – განაცხადა ანა ყურაშვილმა.
მირანდა ბაღათურიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო.
„პირდაპირ ცრუ მოწმის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო ეს. აი, აქ დგას, პროცესის მიმდინარეობისას ეზოში მანქანაში. მოიყვანა თავისი მონა მომწეები და აკონტროლებდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვერცერთმა ვერ დამადო ხელი. ძალიან უნდოდათ პატიმრობა, მაგრამ მიხვდნენ, რაც ხდებოდა გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო პროცესზე და არ ქნეს, თუმცა შსს-ს ძალიან უნდოდა მე და ანა ყურაშვილი გავეშვი პატიმრობაში“, – განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.