პარასკევი, მაისი 2, 2025

იაგო ხვიჩია – სალომე ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას მეტად უბნევს თავგზას

სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„კოალიციური მთავრობის იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ჩადენილი ქმედებების, ათასნაირი კოალიციების, ქარტიების თუ რაღაც ჯანდაბების შემდეგ როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მისი მხრიდან არასერიოზული გამოდის, რაც არ უნდა სერიოზული იყოს კოალიციური მთავრობის იდეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება-დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყნის ტრაგედია ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია“.დღეს ზუსტად ის გვაქვს, რასაც ივანიშვილი საკუთარ გამოსვლებში ებრძოდა, ხოლო არაფერი გვაქვს იქიდან, რასაც ის ხალხს ჰპირდებოდა. მან პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება, რადგან მისი მომხრეები ახლა ყველაზე უფრო მეტად უღირს მდგომარეობაში არიან, რადგან ხედავენ ამ კადრებს და ერთმა ვერ ამოიღო ხმა. ერთმა ვერ გაბედა, ეთქვა, რა ნახა აქციაზე ძალადობის კადრებში. მთელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ბოლო ათწლეულების, ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია, ანუ ადამიანებად, რომლებსაც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების სურვილი არ უჩნდებათ და თვლიან, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხელისუფლებას ხომ ყველაფერი ეპატიება, ის ძალაა და ვინც საცემია, იმას სცემს, თუ მოსაკლავია, მოკლავს კიდევაც-აი, ამ ტიპის ზნეობრივ სტანდარტებამდე რომ დაიყვანა ადამიანი, ესაა საშინელება,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ - ლევან ხაბეიშვილი

დონალდ ტრამპი – მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც. დროებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ორი ცვლილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის

2025 წლის 1-ელი მაისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.ცვლილებები სესხის რეფინანსირების პროცესში„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ წესების დაცვა, ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მოუწევთ.ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.სებ-ის შეფასებით, ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში2025 წლის 1-ელი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.ამასთან, 2025 წლის 1-ელი მაისიდან საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.გარდა ამისა, 1-ელი მაისიდან დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ.კერძოდ, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.საპენსიო სააგენტო განმარტავს, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 1000 ლარით.საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის აღება სავალდებულო ხდება2025 წლის 1-ელი მაისიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის აღება სავალდებულო ხდება, ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.სააგენტოს ცნობითვე, აღნიშნული ნებართვის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.

ბოლო სიახლეები