ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

თეონა აქუბარდია – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ბრძოლას შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ თავად დაეტოვებინა ევროპული ოჯახი, მათ შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და მას შემდეგ ევროპაში არ არის არცერთი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ EPP-ს წევრები არ გახლავართ, ვხედავთ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის გამეორებას, რომელიც საერთო სახალხო პროტესტის მთავარი გზავნილია – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნება, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და რაც იმეორებს მათ შორის PACE-ს რეზოლუციებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ მთლიანად ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარზე

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის, ქალისა და მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი ხდება, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.როგორც tiflisnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს

“საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება, რადგან რეჟიმი ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას ისეთ მოცემულობაში, როდესაც პარლამენტი გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, ქმედუუნაროა”, -სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება, რადგან რეჟიმი ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას ისეთ მოცემულობაში, როდესაც პარლამენტი გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, ქმედუუნაროა , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი განაცხადა.„საქართველო არ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მაგრამ EPP-ს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ევროპის პოლიტიკაზე. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიას წარმოადგენს გერმანიის კანცლერი, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნის მეთაური, ცხადია, მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ევროკავშირში მყარად არის შემდგარი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას. ახალი არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გარეშე საქართველო წინ არაფერი კარგი ელოდება, გარდა თანამშრომლობის ფორმატების გაუქმებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან. ყველაზე კარგი ასახვა ამ საერთო ევროპული სულისკვეთების, რწმენის არის ფაქტი, რომ ევროსაბჭომ არ აღიარა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების მანდატები. ამით ყველაფერია ნათქვამია. ამ ხელისუფლებასთან არავინ აპირებს ურთიერთობას. ამიტომ ჩვენ სწრაფად გვჭირდება საპარლამენტო არჩევნები, რადგან დრო მიდის და საქართველო კარგავს უნიკალურ შესაძლებლობებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია...

„ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რაზე იქნება ორიენტირებული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.დავით მათიკაშვილის თქმით, ხელისუფლების ორიენტირი და მიზანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.„ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, 2012 წლიდან, თუმცა გამორჩეულად ბოლო ეს რამდენიმე წელიწადია მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო და არის სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. უნდათ ქვეყანა პროქსი მოცემულობად გამოიყენონ, პირდაპირ დავარქვათ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველი ხალხი იმისთვის, რომ გლობალურმა „დიფ სთეითმა“ თავის მავნებლურ მიზნებს მიაღწიოს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.მისივე თქმით, ბუნებრივია, ორიენტირიც შესაბამისად აქვს ხელისუფლებას გაცხადებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც ერთი მხრივ წინ აღუდგება ამ ბოროტი განზრახვების შესრულებას და მეორე მხრივ გააგრძელებს ქვეყნის მყარ, მდგრად განვითარებას.„ეს არის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ 9,3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.მისივე განცხადებით, ეს არის ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და რომლის მიღწევაც აბსოლუტურად შესაძლებელია.

ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ხანძარზე – ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ხანძარი იყო.ანა დოლიძის თქმით, მსგავსი ხანძარი ყოველ წელს ხდება და დღემდე არც ერთია გამოძიებული.,,ეს წუხილი რაც აქ არის და რაც იყო, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან არის ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა თვითონ გამდიდრდნენ და დანარჩენი მოსახლეობა გავღარიბდეთ. ეს მაფიოზური ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება. ამიტომაც არ უნდათ ამათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი აგებულია სოციალურ დაცვაზე. წლებია დავდივარ მსგავს შემთხვევებზე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი სამგორში, როდესაც იქ ხანძარი გაჩნდა. იმის წინ ვიყავი ლილოში, თუმცა დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდგომ გამოძიება ჩატარდა და ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. არ არსებობს ეგ ერთი საქმე, მითხარით რომელიც გამოიძიეს. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ხანძარი გამოძიებულიყო. რა გახდა ის, რომ აქ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი სოციალური დაცვა, ადამიანი არ იყოს დაუცველი ასეთი უბედურებებისგან?”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები