მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას.
„ეს აგენტურული ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ახლაც ატყუებს თავის ამომრჩეველს და როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლოს უკან წაიღებენ თავის სიტყვას. რით და რატომ გაამართლებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმ 1 თვე დარჩა, როცა მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, შემოვლენ საქართველოს პარლამენტში. რას დააბრალებენ ამას – ამომრჩევლის მოთხოვნას, გარედან ზეწოლას, რომ თითქოს, კომისიაზე მოსვლამ ახალი სარკმელი გახსნა, მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა ფარული მზადება უკვე დაიწყეს – ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.