ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა სამხედრო ოპერაციის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გააცნო.

ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და...

მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას.„ეს აგენტურული ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ახლაც ატყუებს თავის ამომრჩეველს და როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლოს უკან წაიღებენ თავის სიტყვას. რით და რატომ გაამართლებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმ 1 თვე დარჩა, როცა მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, შემოვლენ საქართველოს პარლამენტში. რას დააბრალებენ ამას - ამომრჩევლის მოთხოვნას, გარედან ზეწოლას, რომ თითქოს, კომისიაზე მოსვლამ ახალი სარკმელი გახსნა, მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა ფარული მზადება უკვე დაიწყეს - ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.

ცნობილია, როდის დაისვენებენ მაისში სკოლები და ბაღები

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასვენების დღედაა გამოცხადებული 9 მაისი; 12 მაისი; 26 მაისი.რაც შეეხება მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობას, იგი განსხვავებულია პირველი, მეთორმეტე და მეორე-მეთერთმეტე კლასელებისთვის; II-XI კლასებისთვის 96 სასწავლო დღეა განსაზღვრული (სწავლის დასასრული – 13 ივნისი); I კლასის მოსწავლეებისთვის 83 დღე; (სწავლის დასასრული – 27 მაისი); XII კლასის მოსწავლეებისთვის 79 დღე (სწავლის დასასრული – 20 მაისი).

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აცხადებს.„30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე უკრაინის მთავრობა მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას, როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესანტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“,- წერს სვირიდენკო.მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია – „1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში.  2. აშშ-სა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით. 3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. 4. არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით“.ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“,- აღნიშნა სვირიდენკომ.შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს უმაღლესი რადას მიერ.

დონალდ ტრამპი – მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გაგვძარცვა, მაგრამ ჩინეთი არის წამყვანი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე

სავაჭრო ომის შედეგი უარესი იქნება ჩინელებისთვის, რომლებიც აშშ-ზე არიან დამოკიდებულები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„მათ ბაიდენთან ერთი ტრილიონი დოლარი გააკეთეს, მეტიც, 1,1 ტრილიონი დოლარი. იცით, ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ თაროები ცარიელი იქნება. კი, შესაძლოა, ბავშვებს 30 თოჯინის ნაცვლად ორი თოჯინა ჰქონდეთ და შესაძლოა, ეს ორი თოჯინა ჩვეულებრივზე რამდენიმე დოლარით მეტი ღირდეს“,- განაცხადა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ტრამპმა უპასუხა: „ეს მოხდება“.ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს არ სჭირდებათ ბევრი საქონელი, რომელიც ჩინეთიდან შემოდის.„მათ აქვთ გემები, რომლებიც დატვირთულია ნივთებით, რომელთა უმეტესობაც, არა ყველა, მაგრამ უმეტესობა, ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ უნდა დავდოთ სამართლიანი გარიგება. ჩვენ გაგვძარცვა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ. მაგრამ ჩინეთი, ვიტყოდი, რომ არის წამყვანი, წამყვანი და მთავარი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე“,- განაცხადა ტრამპმა.

ტარიელ მიქაცაძე – მიწისქვეშა და ზედაპირული სამუშაოები უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ მაღარო არჩევნების შემდეგ ისევ არ გაჩერდება, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ...

ყველას უნდა, მიწისქვეშა სამუშაოები და ზედაპირული სამუშაოები აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ 5-6 თვეში არჩევნები რომ ჩაივლის, ისევ არ გაჩერდება მაღარო, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„აი, ამ გარანტიებს ითხოვენ მაღაროელები და არა იმას, რომ მხოლოდ ერთი ინვესტორის მეორეთი ჩანაცვლებით, რეალურად, არაფერი შეიცვალოს. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ, რომ ერთი ინვესტორი, უფრო სწორად, ერთი მმართველი, ვინც სპეციალისტს უწოდებს თავის თავს, უნდა ჩანაცვლდეს მეორეთი და არსებითად არაფერი არ იცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ. ასევე, აქვთ გეგმა, რომ 3 600-კაციანი სამუშაო ადგილები უნდა შემცირდეს 1 500-მდე, რაც გამოიწვევს ძალიან დიდ შიმშილს და სამუშაოების დაკარგვას თანამშრომლებში. ამას მოწმობს ის განცხადება, რა განცხადებაზეც ცდილობენ, ხელი მოაწერიონ ყველას. ხელის მოწერა ხდება ძალდატანებით, დაშინებით და ამ დაშინებასა და ძალდატანებაში მოქმედებს როგორც ადგილობრივი მერია, ასევე ჩართული არიან სოფლის გამგებლები, ადგილობრივი კომპანიის დირექტორები და ა.შ.“ – განაცხადა მიქაცაძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იწვევს მაღაროელთა პროტესტს და არის თუ არა ახლა მთავარი პრობლემა უნდობლობა „ჭიათურ მენეჯმენტ კომპანისთან“ მიმართებაში, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ დიახ, მთავარი პრობლემა არის უნდობლობა.„უნდობლობაა მთავარი პრობლემა. ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო საუბარი, შეთანხმება, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ამ მაღაროების შემოწმება და დასკვნა ამის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება, არასწორი დასკვნა დადონ. მაგალითად, „იმედის“ ტელევიზია იყო შესული შუქრუთის მაღაროში, გადაიღო ისეთი უბნები, სადაც საერთოდ არ ყოფილა წლების განმავლობაში მოპოვება, გაუქმებულია ის უბნები და თქვა, აქ, უბრალოდ, მუშაობა აღარ შეიძლება, იმდენად არის დაზიანებულიო. ამიტომ, იქ ვინც შედის, არ ვენდობით იმ ადამიანებს და გვინდა, ჩვენი თვალით, ჩვენი გადაღებით დავაფიქსიროთ, რომ არ არის ისე კატასტროფულად საქმე. როგორც კომისიის პროცესში ვითხოვდით ჩართვას, ასევე ვითხოვთ შემოწმებების პროცესში ჩართვას. თითქოს ამ 62 დღის განმავლობაში ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ ქუჩაში, ასე ჩვენ გარეშე, ჩვენი გვერდის ავლით აკეთებენ ყველაფერს“, – განაცხადა მიქაცაძემ. 

ბოლო სიახლეები