ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას მოყვაა შემდეგ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციას… – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას, მოყვაა შემდეგ  ვიზა ლიბერალიზაციას…  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს – შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს.„ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს… დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, – წერს პაპუაშვილი.ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.

სოზარ სუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და...

მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას.„ეს აგენტურული ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ახლაც ატყუებს თავის ამომრჩეველს და როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლოს უკან წაიღებენ თავის სიტყვას. რით და რატომ გაამართლებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმ 1 თვე დარჩა, როცა მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, შემოვლენ საქართველოს პარლამენტში. რას დააბრალებენ ამას - ამომრჩევლის მოთხოვნას, გარედან ზეწოლას, რომ თითქოს, კომისიაზე მოსვლამ ახალი სარკმელი გახსნა, მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა ფარული მზადება უკვე დაიწყეს - ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.

ცნობილია, როდის დაისვენებენ მაისში სკოლები და ბაღები

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასვენების დღედაა გამოცხადებული 9 მაისი; 12 მაისი; 26 მაისი.რაც შეეხება მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობას, იგი განსხვავებულია პირველი, მეთორმეტე და მეორე-მეთერთმეტე კლასელებისთვის; II-XI კლასებისთვის 96 სასწავლო დღეა განსაზღვრული (სწავლის დასასრული – 13 ივნისი); I კლასის მოსწავლეებისთვის 83 დღე; (სწავლის დასასრული – 27 მაისი); XII კლასის მოსწავლეებისთვის 79 დღე (სწავლის დასასრული – 20 მაისი).

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აცხადებს.„30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე უკრაინის მთავრობა მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას, როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესანტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“,- წერს სვირიდენკო.მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია – „1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში.  2. აშშ-სა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით. 3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. 4. არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით“.ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“,- აღნიშნა სვირიდენკომ.შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს უმაღლესი რადას მიერ.

დონალდ ტრამპი – მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გაგვძარცვა, მაგრამ ჩინეთი არის წამყვანი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე

სავაჭრო ომის შედეგი უარესი იქნება ჩინელებისთვის, რომლებიც აშშ-ზე არიან დამოკიდებულები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„მათ ბაიდენთან ერთი ტრილიონი დოლარი გააკეთეს, მეტიც, 1,1 ტრილიონი დოლარი. იცით, ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ თაროები ცარიელი იქნება. კი, შესაძლოა, ბავშვებს 30 თოჯინის ნაცვლად ორი თოჯინა ჰქონდეთ და შესაძლოა, ეს ორი თოჯინა ჩვეულებრივზე რამდენიმე დოლარით მეტი ღირდეს“,- განაცხადა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ტრამპმა უპასუხა: „ეს მოხდება“.ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს არ სჭირდებათ ბევრი საქონელი, რომელიც ჩინეთიდან შემოდის.„მათ აქვთ გემები, რომლებიც დატვირთულია ნივთებით, რომელთა უმეტესობაც, არა ყველა, მაგრამ უმეტესობა, ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ უნდა დავდოთ სამართლიანი გარიგება. ჩვენ გაგვძარცვა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ. მაგრამ ჩინეთი, ვიტყოდი, რომ არის წამყვანი, წამყვანი და მთავარი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე“,- განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები