ევროკომისია, ევროპის თავდაცვითი ფონდის პროგრამების ფარგლებში, 910 მილიონ ევროს დახარჯავს 62 პროექტზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად შეეძლება ნორვეგიას და უკრაინას, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინვესტიციები მიზნად ევროპულ თავდაცვით პოტენციალში ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს, მაგალითისთვის, მობილური სამხედრო ძალებისა და უპილოტოებისგან თავდაცვის სფეროში. სულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 300 განაცხადი შევიდა. მათ შორის არის უკრაინული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული უახლესი აეროსისტემის განვითარებას.
თავდაცვით პროექტებს შორისაა ახალი თაობის ევროპული შვეულმფრენის შექმნა, ასევე მასობრივი განადგურებისა და ჰიპერბგერითი საფრენი აპარატებისგან თავდაცვისა და წყალქვეშა ომის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარება.
„ეს წინადადებები მხარს უჭერს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციალის განვითარებას, მაგალითისთვის, საჰაერო, ანტისარაკეტო და უპილოტო აპარატებისგან თავდაცვითი სისტემების შექმნას, რაც მისცემს საშუალებას ევროპის შეიარაღებულ ძალებს, რეაგირება მოახდინონ წარმოქმნილ საფრთხეებზე და დაიცვან ჩვენი მოქალაქეები როგორც კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების, ასევე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გზით, ისეთის, როგორიცაა უკრაინა, მათ ძალისხმევაში, თავი დაიცვან უცხოური აგრესიისგან“, – განაცხადა თავდაცვის და კოსმოსის სფეროებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.