ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებას, ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს „ევროპის სახალხო პარტიამ“, ყველაზე გავლენიანმა ევროპულმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია საქართველოზე.
„„ევროპის სახალხო პარტიამ“ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის. ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას, რათა შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რომლის წინააღმდეგ მიხეილ ჯინჯოლიამ შექმნა პოლიტიკური პრეცედენტის გამოყენებით, ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.