ისრაელის საელჩო საქართველოში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„მათ ჰქონდათ ოცნებები. იმედები. მეგობრები. ოჯახი.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ხსოვნის დღეს (Yom HaZikaron/იომ ჰაზიქარონ), ჩვენ მათ ისტორიებს გაგიზიარებთ.
ედენ იერუშალმი იყო პილატესის ინსტრუქტორი და ბარმენი. 7 ოქტომბერს მას უბრალოდ უნდოდა ცეკვა. ის ნოვას ფესტივალიდან გაიტაცეს, და 11 თვის შემდეგ ორისთან, კარმელთან, ალექსთან, ჰერშთან და ალმოგთან ერთად ღაზას ბნელ გვირაბში სასტიკად მოკლეს.
ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ.
კურთხეულ იყოს მისი ხსოვნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.