ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში

ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში, – განაცხადა ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად ელოდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშიცაა.

„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა მანჯავიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აცხადებს.„30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე უკრაინის მთავრობა მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას, როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესანტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“,- წერს სვირიდენკო.მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია – „1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში.  2. აშშ-სა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით. 3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. 4. არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით“.ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“,- აღნიშნა სვირიდენკომ.შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს უმაღლესი რადას მიერ.

დონალდ ტრამპი – მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გაგვძარცვა, მაგრამ ჩინეთი არის წამყვანი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე

სავაჭრო ომის შედეგი უარესი იქნება ჩინელებისთვის, რომლებიც აშშ-ზე არიან დამოკიდებულები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„მათ ბაიდენთან ერთი ტრილიონი დოლარი გააკეთეს, მეტიც, 1,1 ტრილიონი დოლარი. იცით, ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ თაროები ცარიელი იქნება. კი, შესაძლოა, ბავშვებს 30 თოჯინის ნაცვლად ორი თოჯინა ჰქონდეთ და შესაძლოა, ეს ორი თოჯინა ჩვეულებრივზე რამდენიმე დოლარით მეტი ღირდეს“,- განაცხადა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ტრამპმა უპასუხა: „ეს მოხდება“.ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს არ სჭირდებათ ბევრი საქონელი, რომელიც ჩინეთიდან შემოდის.„მათ აქვთ გემები, რომლებიც დატვირთულია ნივთებით, რომელთა უმეტესობაც, არა ყველა, მაგრამ უმეტესობა, ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ უნდა დავდოთ სამართლიანი გარიგება. ჩვენ გაგვძარცვა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ. მაგრამ ჩინეთი, ვიტყოდი, რომ არის წამყვანი, წამყვანი და მთავარი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე“,- განაცხადა ტრამპმა.

ტარიელ მიქაცაძე – მიწისქვეშა და ზედაპირული სამუშაოები უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ მაღარო არჩევნების შემდეგ ისევ არ გაჩერდება, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ...

ყველას უნდა, მიწისქვეშა სამუშაოები და ზედაპირული სამუშაოები აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ 5-6 თვეში არჩევნები რომ ჩაივლის, ისევ არ გაჩერდება მაღარო, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„აი, ამ გარანტიებს ითხოვენ მაღაროელები და არა იმას, რომ მხოლოდ ერთი ინვესტორის მეორეთი ჩანაცვლებით, რეალურად, არაფერი შეიცვალოს. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ, რომ ერთი ინვესტორი, უფრო სწორად, ერთი მმართველი, ვინც სპეციალისტს უწოდებს თავის თავს, უნდა ჩანაცვლდეს მეორეთი და არსებითად არაფერი არ იცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ. ასევე, აქვთ გეგმა, რომ 3 600-კაციანი სამუშაო ადგილები უნდა შემცირდეს 1 500-მდე, რაც გამოიწვევს ძალიან დიდ შიმშილს და სამუშაოების დაკარგვას თანამშრომლებში. ამას მოწმობს ის განცხადება, რა განცხადებაზეც ცდილობენ, ხელი მოაწერიონ ყველას. ხელის მოწერა ხდება ძალდატანებით, დაშინებით და ამ დაშინებასა და ძალდატანებაში მოქმედებს როგორც ადგილობრივი მერია, ასევე ჩართული არიან სოფლის გამგებლები, ადგილობრივი კომპანიის დირექტორები და ა.შ.“ – განაცხადა მიქაცაძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იწვევს მაღაროელთა პროტესტს და არის თუ არა ახლა მთავარი პრობლემა უნდობლობა „ჭიათურ მენეჯმენტ კომპანისთან“ მიმართებაში, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ დიახ, მთავარი პრობლემა არის უნდობლობა.„უნდობლობაა მთავარი პრობლემა. ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო საუბარი, შეთანხმება, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ამ მაღაროების შემოწმება და დასკვნა ამის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება, არასწორი დასკვნა დადონ. მაგალითად, „იმედის“ ტელევიზია იყო შესული შუქრუთის მაღაროში, გადაიღო ისეთი უბნები, სადაც საერთოდ არ ყოფილა წლების განმავლობაში მოპოვება, გაუქმებულია ის უბნები და თქვა, აქ, უბრალოდ, მუშაობა აღარ შეიძლება, იმდენად არის დაზიანებულიო. ამიტომ, იქ ვინც შედის, არ ვენდობით იმ ადამიანებს და გვინდა, ჩვენი თვალით, ჩვენი გადაღებით დავაფიქსიროთ, რომ არ არის ისე კატასტროფულად საქმე. როგორც კომისიის პროცესში ვითხოვდით ჩართვას, ასევე ვითხოვთ შემოწმებების პროცესში ჩართვას. თითქოს ამ 62 დღის განმავლობაში ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ ქუჩაში, ასე ჩვენ გარეშე, ჩვენი გვერდის ავლით აკეთებენ ყველაფერს“, – განაცხადა მიქაცაძემ. 

„ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა მიმდინარე და სამომავლოდ შეთანხმებული პროექტების მიმართ“ – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეფასებით, შეერთებულ შტატებში საქართველოს ეკონომიკური გუნდის ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. როგორც მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, გაიმართა შეხვედრები მაღალ დონეზე, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებში, რომლებიც არიან საქართველოს პარტნიორები ძალიან ბევრი მიმართულებით."ვიზიტი ნამდვილად წარმატებული იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალ დონეზე გაიმართა შეხვედრები. ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებში, რომლებიც არიან საქართველოს პარტნიორები ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ასევე საგარეო დაფინანსების მოზიდვის მიმართულებით.მნიშვნელოვანი არის რამდენიმე ფაქტორი ჩვენს ურთიერთობაში. პირველ რიგში არის ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრის ფარგლებში ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა ყველა იმ მიმდინარე და სამომავლოდ შეთანხმებული პროექტების მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. ეს მოიცავს ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში, რომელიც არის მიმდინარე და რომელიც არის დაგეგმილი. ბუნებრივია, მხარდაჭერას აქვს თავისი მიზეზი და ეს არის ძირითადად ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საქართველოში ფიქსირდება და ის რეფორმები, რომელსაც ეკონომიკური მიმართულებით საქართველო ახორციელებს. ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან რამდენიმე ფაქტორი. კერძოდ, ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ბოლო 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 9.5%-ის ოდენობით ყოველწლიურად.ასევე, ის აღდგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელსაც ქვეყანამ რამდენიმე წელიწადში მიაღწია და ამით გამორჩეულია საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ამ მიმართულებით არის საქართველო ძალიან საიმედო და სანდო პარტნიორი საერთაშორისო და საფინანსო ინსტიტუტებისა. იქიდან გამომდინარე, რომ საბიუჯეტო დეფიციტი არის უსაფრთხო დონეზე, 2.4 %-ის ფარგლებში, ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ისტორიულად 40%-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა, რომელიც უკვე ჩამოცდა ამ ნიშნულსაც კი და 36%-ის ფარგლებშია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაციის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და დღევანდელი ამოცანა არის მხოლოდ აღნიშნული მიღწევის შენარჩუნება. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი უსაფრთხო ნიშნულზე ფიქსირდება", - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი „გეგმა B-ს“ ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან გავა

ევროკავშირი „გეგმა B“-ს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან გავა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.კალასის თქმით, ევროკავშირი ამზადებს „გეგმა B“-ს, თუ როგორ შეინარჩუნოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია უარს იტყვის უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და შეეცდება ურთიერთობების გაუმჯობესებას მოსკოვთან.„ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი განიხილავენ უკრაინის დატოვების შესაძლებლობას და რუსებთან გარიგებაზე უარის თქმას, რადგან ეს რთულია. არსებობს ასევე „გეგმა B“, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ „გეგმა A“-სთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ კონცენტრირდებით „გეგმა B“-ზე და მაშინ ეს მოხდება“, – განაცხადა კალასმა.ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვაშინგტონსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქციები ძალაში დარჩეს.​​​​​​​​​​​​​​​​

ბოლო სიახლეები