ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

დონალდ ტრამპი – მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია, ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის შესახებ მედიაში გავრცელებული გამოკითხვების შედეგებს ყალბად მიიჩნევს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია! ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ გამოკითხვაზე საუბრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტელეარხმა „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა მისი მეორე ვადის 100 დღის მოახლოებასთან ერთად უფრო დაბალია, ვიდრე მისი ყველა წინამორბედის ბოლო 70 წლის განმავლობაში.

მანამდე გამოქვეყნდა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„როგორ გავუძლო უშენობას? მიყვარხარ, მენატრები…“ – თამუნა მდივანი

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.„როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?!როგორ გავუძლო უშენობას?!როგორ გავუძლო შენს მონატრებას?!“,- წერს თამუნა მდივანი.„ჩემო გიორგი მიყვარხარ და მენატრები შემოგევლე გულში და სულში, ჩემო ვაჟკაცო“,- წერს გარდაცვლილი ბიჭის მამა.ცნობისთვის, გიორგი მდივანი, ცნობილი „ტიკ-ტოკერისა“ და მსახიობის თამუნა მდივანის ვაჟი იყო.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული 3 ქართველი დააკავეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული 3 ქართველი დააკავეს.ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოდებაძის სახლში გამოძახებაზე შაბათს მივიდა პოლიცია, რომელსაც მამაკაცი თავის არეში მიღებული ტრავმით გარდაცვლილი გახდა.ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები არიან 38 წლის პაატა კოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკი ხუციშვილი. ისინი შაბათს, გვიან ღამით დააკავეს.ციხის ჩანაწერების თანახმად, ისინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 2 მილიონი დოლარის გირაო შეუფარდეს.„ძალიან ბევრი შემიძლია შენზე ვილაპარაკო, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ერთ წუთში გაირბინა, ეს ამბავი რომ გავიგე. ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები, იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან. მადლობა ყველაფრისთვის“, „R.I.P.„ჩუნჩო“... როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახალე ტყვია შუბლში, როგორ ენდე? როგორ? რატომ?“,„როგორ მატკინე გული ალეკო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაემეტებინე შენ. ყველას ტკივილი გტკიოდა და გულთან მიგქონდა. ყველას გვერდში ედექი და ხელგაშლილი ეხმარებოდი ქართველებს, მაგრამ ისევ მოძმემ გაგიმეტა... ეს როგორ შეიძლებოდა... ალეკო, მე სანამ ცოცხალი ვიქნები, არასოდეს დამავიწყდება შენი ადამიანობა, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში. როგორ მიხაროდა, ასეთი რეალური და ზღვა სიკეთით სავსე ადამიანი რომ გაგიცანი. შენ ნამდვილი კაცური კაცი იყავი და ასეთი კაცური სახელით იცოცხლებ ყველას გულში“, - წერენ მოკლულის ახლობლები სოციალურ ქსელში.

პსჟ კვარას ინტერვიუს ავრცელებს

პსჟ კვარას ინტერვიუს ავრცელებს.  - ხვიჩა, შენ პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედი. ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?- ვფიქრობ, ყველაზე რთული ისაა, რომ ახალი ფეხბურთელის გადმოსვლა შეიძლება ასევე მწვრთნელისთვისაც არ იყოს იოლი, რადგან გუნდს შუა სეზონში უერთდები. გარემოსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ მქონდა, თუმცა მგონია, პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ეს პრეზიდენტის, პერსონალის, მწვრთნელის, კლუბის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დახმარებით მოხდა, რომლებმაც თბილად მიმიღეს. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა უკეთ თამაშში მეხმარება.- გულშემატკივრებმა უკვე მიგიღეს...- იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს, თავი მართლაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა. ეს ძალიან მეხმარება და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ამით მაქსიმალურად ვისარგებლო. ქომაგების მხრიდან პირველივე წუთებიდან ძლიერი თანადგომა ვიგრძენი. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე მიმიღეს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და როგორც ფეხბურთელის როლი შევიცანი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო - თავი მაღალი კლასის მოთამაშედ მეგრძნო, რომელიც დიად კლუბს შუერთდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, თუ როგორ კომფორტულად გაგრძნობინებს კლუბი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.- ქალაქზე რას იტყვი?- ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია. მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ.  მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები მნიშვნელოვანია. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ.- საფრანგეთის ჩემპიონი გახდი. ეს როგორი გრძნობაა?- ცხადია, ტიტულის მოგებამ ძალიან გამახარა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიზანი გვაქვს. ჯერ კიდევ შეგვიძლია ორი ტურნირის მოგება და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.  თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმის მისაღებად, რასაც ვიმსახურებთ. თავს არ ვზოგავთ. მობილიზება მაქსიმალურია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მთელი ძალების დახარჯვა მოგვიწევს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი “ტვ პირველის” ეთერში საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაზე საუბრობს.ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აქციები უფრო ხმამაღალი უნდა იყოს და დროა, ყველამ ერთად ხელისუფლების გადადგომა მოითხოვოს.„აქციები უნდა იყოს გაცილებით უფრო ხმამაღალი და დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა და მე ვარ დარწმუნებული, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აქციები დაიგეგმება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ალეკო ცქიტიშვილი სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ,...

შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, გადაცემაში „ახალი ფორმულა“.ცქიტიშვილის განცხადებით, სახლში ასევე იყო მისი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი, რომელიც მისი თხოვნის შემდეგ არ წაიღეს და მხოლოდ ადგილზე დაათვალიერეს მასში არსებული ინფორმაცია.„ერთადერთი, რომ ჩემს მეუღლეს აუკრძალეს ვიდეო გადაღება, ანუ არა ლაივში ჩართვა, არამედ ვიდეო გადაღება იმ პროცესის და მე ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ შეზღუდვის უფლება, ნუ ეს შეიძლება საკამათო იყოს. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მეუღლეს ჰქონდა გადაღების უფლება, თუმცა, შემდეგ იყო რომ ძალით მოჰკიდეს ხელი და გადაუგრიხეს. ამ შემთხვევაში მე თვითონაც ჩავერიე და დავაწყნარე სიტუაცია. მე მერჩია, რომ წყნარ სიტუაციაში ჩატარებულიყო ეს ჩხრეკა.ერთი ფაქტორი რაც იყო, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და არ მინდოდა, რომ ამ კომპიუტერისთვის ასე მოეკიდათ ხელი და წაეღოთ ეს ჩემი გარდაცვლილი შვილის არქივი ასე დაკარგულიყო, ამიტომ მერჩია, რომ წყნარად ჩატარებულიყო. ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი და დარწმუნდნენ, რომ ცენტრის და „ ადამიანის უფლებათა სახლის“ საქმიანობის ამსახველი ფაილები იქ არ იყო, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ. ერთადერთი კიდევ რაც მოვითხოვე ადვოკატის თანდასწრება, თუმცა, ადვოკატს არ დაელოდნენ, მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ ჩემი ორგანიზაციის იურისტები ნესტან ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი ესწრებოდნენ სახლის ჩხრეკას და შესაბამისად რაიმე პროვოკაციულ ქმედებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ბოლო სიახლეები