სამშაბათი, აპრილი 29, 2025

შალვა პაპუაშვილი – თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ

განცხადებებს რაც შეეხება, იქნება ეს თავისუფალ ვაჭრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა იყო მათ შორის იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობით ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟის ენით საუბარს.

„ამას ვამბობ, რომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა, თუ სურს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. საჭიროა, გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები, თუ პრეტენზია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ. მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. ქართველ ხალხს აქვს თავისი გამოცდილება სხვადასხვა დიდ დედაქალაქთან ისტორიიდან გამომდინარე და თავისი ისტორიული, გარკვეული ტკივილები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ინტერვიუდან გამომდინარე, ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი.

„ზუსტად ეს არის ევროპულობა. არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებებზე კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება. ერთი საკითხია მხოლოდ, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე, ეს ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა გაფართოების ევროკომისარმა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. ოფიციალურად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლება“ დაფუძნებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი და ასე პროპაგანდისტულ იარაღადაც ხდებოდა გამოყენება. ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მათ შორის მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. იცით, რომ გადახედვის პროცესში არის და ცოტა არ იყოს, სახიფათოა და კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ახლა ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია. ვინაიდან საუბარი იყო იმაზე და მათ შორის სურვილი, მოიძიონ საშუალებები, რომ ეს პროპაგანდისტული მედია დაფინანსდეს ევროპული წყაროებიდან.

მათ შორის შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლებამ“ სულ ახლახან, არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ, ფაქტობრივად, ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა „მონას“ გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია ზუსტად იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც აშშ-ში არსებობდა, „მონა“ სიტყვას იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში და მათ შორის იმ კონტექსტში და დატვირთვით, რომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მიმართონ. ანუ ისაუბრონ სხვა ადამიანზე, როგორც ღირსების არმქონე, ადამიანის უფლებების არმქონე ნივთზე. ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას, ესეც თავისთავად ბევრი რამის მთქმელია. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ გარკვეული მცდელობები, თუ სურვილებია, რომ CIA-ის მიერ შექმნილი მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და დაიწყოს მისი დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ალეკო ცქიტიშვილი სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ,...

შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, გადაცემაში „ახალი ფორმულა“.ცქიტიშვილის განცხადებით, სახლში ასევე იყო მისი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი, რომელიც მისი თხოვნის შემდეგ არ წაიღეს და მხოლოდ ადგილზე დაათვალიერეს მასში არსებული ინფორმაცია.„ერთადერთი, რომ ჩემს მეუღლეს აუკრძალეს ვიდეო გადაღება, ანუ არა ლაივში ჩართვა, არამედ ვიდეო გადაღება იმ პროცესის და მე ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ შეზღუდვის უფლება, ნუ ეს შეიძლება საკამათო იყოს. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მეუღლეს ჰქონდა გადაღების უფლება, თუმცა, შემდეგ იყო რომ ძალით მოჰკიდეს ხელი და გადაუგრიხეს. ამ შემთხვევაში მე თვითონაც ჩავერიე და დავაწყნარე სიტუაცია. მე მერჩია, რომ წყნარ სიტუაციაში ჩატარებულიყო ეს ჩხრეკა.ერთი ფაქტორი რაც იყო, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და არ მინდოდა, რომ ამ კომპიუტერისთვის ასე მოეკიდათ ხელი და წაეღოთ ეს ჩემი გარდაცვლილი შვილის არქივი ასე დაკარგულიყო, ამიტომ მერჩია, რომ წყნარად ჩატარებულიყო. ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი და დარწმუნდნენ, რომ ცენტრის და „ ადამიანის უფლებათა სახლის“ საქმიანობის ამსახველი ფაილები იქ არ იყო, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ. ერთადერთი კიდევ რაც მოვითხოვე ადვოკატის თანდასწრება, თუმცა, ადვოკატს არ დაელოდნენ, მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ ჩემი ორგანიზაციის იურისტები ნესტან ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი ესწრებოდნენ სახლის ჩხრეკას და შესაბამისად რაიმე პროვოკაციულ ქმედებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება.როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.„მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

შუქრუთის მაღაროს დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა – მასზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში პოლიციამ 4 პირი დააკავა

შუქრუთის მაღაროს დირექტორი, სამედიცინო დაწესებულებიდან ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დაახლოებით 17:00 საათზე გადაიყვანეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში განაგრძობს.თავდასხმიდან რამდენიმე საათში, იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.პროტესტის საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები კობერიძეს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება დაიწყეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მანქანას 30 პირმა გზა გადაუკეტა, ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს და ქვები ესროლეს. პიკეტირების ორგანიზატორები მიღებული კომპენსაციების მიუხედავად, პროტესტს და მუქარას ამ დრომდე განაგრძობენ.მომხდარ ინციდენტთან და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომენტარი ჭიათურის საწარმოების ახალმა მენეჯერმა გააკეთა. მიხაილ სოცკიმ ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამმხრივი კომისიის შეთანხმება ძალაშია და ჭიათურის მაღაროებში მუშაობა დაგეგმილ ვადებში აღდგება.დამსაქმებლის, პროფკავშირებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, უკვე შედგა მენუგეშება. ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცებულია. ჭიათურის მაღაროებში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა.სამმხრივი კომისიის ჯგუფთან შეთანხმებით, კომპანია სამუშაო პროცესის განახლებას 15-20 მაისიდან გეგმავს.

ქართველების მიერ ცემით მოკლული ქართველი აშშ-ში – რა სურათი დახვდა FBI-ის მოკლულის სახლში და ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული სამი ქართველი

დე ლა ოსას ქუჩაზე "ეფ ბი აის" თანამშრომლები დღის 13:00 საათზე გამოჩნდნენ. ოფიცრებთან ერთად ქართველი ბიზნესმენის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც შევიდა. ექიმებს 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლული დახვდათ.გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის პაატა ყოჩიაშვილმა, 46 წლის ზაზა ოთარაშვილმა და 52 წლის ბესიკ ხუციშვილმა მოდებაძის დაყაჩაღება ერთობლივად დაგეგმეს. სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, მძარცველებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი მსხვერპლის წამების მეთოდიც. მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ სიკვდილის მიზეზი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა გახდა.მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვუდლენდ ჰილზი დღეს ამერიკული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. დე ლა ოსას ქუჩის მცხოვრებლები რეპორტიორებთან მოკლული მეზობლის შესახებ ჰყვებიან.ლოს-ანჯელესის პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ალექსანდრე მოდებაძის სახლი ნაძარცვით დატოვეს. FBI-ის აგენტებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი მკვლელობიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. სამივე მათგანი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. სასამართლო პროცესების დასრულებამდე თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მოდებაძე აშშ-ის მოქალაქე იყო და წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მოდებაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებს ბიზნესმენის ვალი ჰქონდათ,რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

🎥ნესლიჰანის და ქადირის პირველი ვიდეო კადრები პატარა აზიზთან ერთად

ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ, წყვილს ვაჟი ეყოლა. https://www.youtube.com/shorts/Ybl2sLSFfqA?feature=share 

ბოლო სიახლეები