სამშაბათი, აპრილი 29, 2025

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკით და მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ესპანეთში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებმაც თავად მოითხოვეს ეს.„ბიბისი“ წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ დროისთვის მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ მოითხოვეს.ამასთან, ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს აღუდგა.შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.

გია ვოლსკი – საქართველოს აქვს პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით

საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი შეაფასა.მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება ხელისუფლების საგანგებო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.„ზოგადად, მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლიზმს, რომელიც ამ ვიზიტს თან ახლავს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ჩამოვიდა ერევანში, დელეგაციასთან ერთად გარკვეულ საკითზებზე საუბარია, მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარებით, ურთიერთობების მოგვარებით.ვფიქრობ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც გამოხატავს ამ დამოკიდებულებას, იგივე დამოკიდებულებას რომელიც სულ ახლახანს თბილისში ყოფნის დროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ამ დამოკიდებულების. სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან, არის ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდება.

გედევან ფოფხაძე – ოპოზიციამ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მზად არის არა მარტო საპყრობილისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც – თუ ჩვენ ვეტყვით ხალხს: „მოდით, დავამხოთ რეჟიმი“, ეს...

ოპოზიციამ მორალური ფუნქცია შეასრულოს - თვითონ წავიდეს იმ ზღვარზე, რა ზღვარიც აქვს გადასალახი და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის მზად არის, არა მარტო საპყრობილისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“განაცხადა.მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ხალხით აპელირებას არ უნდა ცდილობდეს, რადგან ხალხის მიერ ოპოზიციის გვერდით დგომა, არანაირ ეფექტს არ მოიტანს.როგორც ფოფხაძე ფიქრობს, „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიანი აქციების არ ეშინია, რადგან ხალხის დასარბევად საკმარისი პოლიციური რეჟიმი ჰყავს.„ქართულ ოცნებას შეეშინდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ სამხედრო იარაღს შემოვიტანთ და ამ ხალხს ქუჩაში ავტომატებს დავურიგებთ, ამისი შეეშინდებათ, მაგრამ მშვიდობიანი აქციების არ შეეშინდება. „ქართულ ოცნებას“ საკმარისი პოლიციური რეჟიმი ჰყავს იმისათვის, რომ ეს ხალხი დაარბიოს. ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსთაველზე ყოფილა და იქნება, იქნება დარბეული ხელისუფლების მხრიდან.არის კიდევ მღვდელი გაპონის მისია, მე შემიძლია ვუთხრა - შენობაში შევიჭრათ ან ზღვარს გადავიყვან ამ ხალხს, გაისვრიან და ისევ მე გამოვალ მტყუანი. მგონია, რომ ოპოზიცია ხალხით აპელირებას არ უნდა ცდილობს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ხალხი ჩვენ მხარეს არის, ეს არანაირი ეფექტს არ მოიტანს. თუ ჩვენ ვეტყვით ხალხს - „მოდით დავამხოთ ეს რეჟიმი“, ეს უკვე „მღვდელი გაპონის“ ფუნქციაა.მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ მორალური ფუნქცია შეასრულოს - თვითონ წავიდეს იმ ზღვარზე, რა ზღვარიც აქვს გადასალახი და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის მზად არის არა მარტო საპყრობილისთვის , არამედ სიკვდილისთვისაც“, - განაცხადა ფოფხაძემ.ფოფხაძის თქმით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ წავიდეს ციხეში.„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვცნოთ მათი სამართლებრივი არსებობა. თუ სასამართლო ნიკა მელიას იჭერს, მარტო ნიკა მელია არ უნდა დაიჭირონ, უნდა დაგვიჭირონ ყველა. ამისი წინაპირობები ჩვენ უკვე უნდა შევქმნათ. ოპოზიცია უნდა წავიდეს ციხეში - ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ! ჩვენი მასობრივი პროტესტი, მასობრივი დაუმორჩილებლობა რეჟიმის მიმართ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ ჩვენ დავიკავოთ ის ადგილები, რომელსაც ხვალ მათ დავუთმობთ. ივანიშვილის ვაძლევ გარანტიას, რომ თუ ის მე საკანში ადგილს მომიძებნის, იმ საკანში თავად ჩემზე უფრო დიდი ხანი იქნება.არ უნდა გადაიხადო გირაო, მათი არანაირი დოკუმენტი არ უნდა ჩაიბარო. არ უნდა ცნო მათი არანაირი მოქმედება, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ამ რეჟიმს და მათ ჩინოვნიკებს. მათი სამართლებრივი გადაწყვეტილებები უნდა ჩავთვალოთ ფარატინა ქაღალდებად. უნდა ვუთხართ, რომ ეს ქაღალდები სხვა ფუნქციით მოიხმარონ, ჩვენ ამ ქაღალდებით ნუ გველაპარაკებიან. ციხეში არის ივანიშვილის, კობახიძის ადგილი, ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები და კრიმინალები“, - განაცხადა ფოფხაძემ.მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ რამე ფორმით თანამშრომლობა ნიშნავს ღალატს.„ჩვენ გუნდში ბევრია ისეთი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი მსხვერპლი გაიღონ თუ სამშობლოს დასჭირდება. ვინც ხალხის ნებას ბოლომდე შეასრულებს, ის დარჩება პოლიტიკურ ველზე. ვინც დაიწყებს პოლიტიკურ კეკლუცობას, თამაშს და ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას ის ხალხის მიერ ავტომატურად ჩამოიშლება პოლიტიკიდან.ვინც რეჟიმთან რამე ფორმით ითანამშრომლებს ის არის კოლაბორაციონისტი. ან თამასას ბოლომდე ავწევთ და ყველა წავალთ იმაზე, რომ გავანულებთ ამათ სამართლებრივ სისტემას. რეჟიმთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა არის ღალატი“,- განაცხადა ფოფხაძემ.

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.კრემლის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში იქნება 8 მაისის დილიდან 11 მაისამდე, რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავ დღესასწაულს ემთხვევა.განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა "ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე".აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

5 საგანგაშო ნიშანი, რომ თქვენი მენტალური ჯანმრთელობა საფრთხის წინაშეა

ძილის რეჟიმის ცვლილებაძილის მოულოდნელი პრობლემები პირველი საგანგაშო ნიშანია. თუ თქვენ გიჭირთ დაძინება, ვერ აჩერებთ ფიქრებს, ხშირად იღვიძებთ ღამით ან პირიქით – ძალიან ბევრს გძინავთ, მაგრამ მაინც დაღლილად გრძნობთ თავს, ეს შეიძლება მენტალური დაძაბულობის შედეგი იყოს.ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართთუ ადრე საყვარელი ჰობი, მეგობრებთან შეხვედრა ან ყოველდღიური აქტივობები სიხარულს განიჭებდათ, მაგრამ ახლა გულგრილი ხართ, ეს შეიძლება მენტალური გადაღლილობის სიგნალი იყოს.ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც „ანგედონია“ – როცა ადამიანს უჭირს სიამოვნების მიღება ჩვეულებრივი აქტივობებით.გაღიზიანება და განწყობის უეცარი ცვლილებებითუ მცირე დეტალები უფრო მეტად გაღიზიანებთ, ვიდრე ადრე, ან ხშირად განიცდით უეცარ გაბრაზებას, ნერვიულობას ან ტირილის სურვილს, შესაძლოა ეს მენტალური გადატვირთვის ნიშანია.ეს სიმპტომი ხშირად შიდა დაძაბულობაზე მეტყველებს, რაც შესაძლოა სტრესის ან ემოციური დაღლილობის შედეგი იყოს.კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემებიფიზიკური სიმპტომები, რომელთაც მიზეზი ვერ უპოვეთმუდმივი თავის ტკივილი კუჭ-ნაწლავის პრობლემები კუნთების დაძაბულობა ქრონიკული დაღლილობა, მიუხედავად საკმარისი დასვენებისა

ბოლო სიახლეები