ორშაბათი, აპრილი 28, 2025

გია ვოლსკი – პრობლემა ის უსამართლობაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ, ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი

სანქციები უსამართლოა და რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც კახიშვილი ამბობს: „ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და სანქციებს გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის – კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ „ქართულ ოცნებას“, მოდი, წამოდი აქედან“.

ვოლსკის თქმით, სანქციები არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პრობლემა ის არ არის, რასაც კახიშვილი ამბობს.

„არ ვიცი, ამას რატომ და რა მოტივით აკეთებს. პრობლემა ის უსამართლობა და ბნელი კონსპირაციაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ადამიანებისა და ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ეს კლუბი ისე გაგრძნობინებს თავს და ისე გექცევა, რომ უკვე ხვდები, – ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ” – ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ პსჟ-ის ოფიციალურ გვერდთან

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, "პარი სენ ჟერმენის" ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვიდეო ინტერვიუ გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელი ჰყვება, თუ როგორ გრძნობს თავს პარიზში და თავის ახალ გუნდში - "პარი სენ ჟერმენში"."პარიზი, როგორც ყველა მოეხსენება, ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ქალაქში, ასეთ კლუბში მომიწია მოხვედრა. ფანებისგანაც ძალიან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი პირველივე წუთებიდან. როდესაც მოედანზე გავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და უფრო დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი თავი, რადგან ეს კლუბი ისე გაგრძნობინებს თავს და ისე გექცევა, რომ უკვე ხვდები, ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ.პსჟ-ს ისეთი შემტევები ჰყავს, ალბათ, დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდია. "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან სურს, მაგრამ ძალიან რთულია, აქამდე მოსვლაც ძალიან რთული იყო ყველა გუნდისთვის, სახელიც გვეუბნება - ჩემპიონთა ლიგა, რომ ჩემპიონები თამაშობენ ამ ტურნირს.მთავარია, შენი ოცნებებისკენ სწრაფვა გააგრძელო, არასდროს გაჩერდე და დანარჩენი უკვე დროის საკითხია," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს.მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა.გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.„ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომეტებულია ახალი დანაშაულის საფრთხე, შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს”,- აღნიშნა მოსამართლემ.პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ითხოვა.სხდომაზე სიტყვით ისარგებლა მზია ამაღლობელმა.“ახალი დანაშაულის ჩადენა - პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ეს რა ნიშნავს?! თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, ეს საპატიმროშიც შეიძლება, იქაც მაქვს ძალოვნებთან კომუნიკაცია. ყველაფერს გავაკეთებ, ევროინტეგრაციისთვის და თავისუფალი სიტყვის გამოხატვის დასაცავად. მე ბოდიში უნდა მომეხადა? “ - განაცხადა მზია ამაღლობელმა.მზია ამაღლობელის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად პროკურორმა განაცხადა:“ბოდიშის მოხდაზე აქ საუბარი არ არის, ბრალდების მხარე ამას არ ითხოვს”.მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართეს.“წამება და არაადამიანური მოპყრობის ნაწილშიც წავა სარჩელი, ეს საჩივარი ქალბატონო მოსამართლევ, ძირითადად ეფუძნება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და გარემოებებს”,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმადღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმის სახით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. მომდევნო სხდომაზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსო ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება.სასამართლო სხდომის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, პერიოდულად ისმოდა შეძახილები “თავისუფლება უკანონო პატიმარს”.

თეა წულუკიანი – ჩვენს კომისიას უკვე 17 სხდომა აქვს ჩატარებული, გამოკითხულია 55 პირი, აქედან 30-მდე ადამიანი იყო დაზარალებული – ამ რიცხვში არ იგულისხმებიან ის...

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ბიუროს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიამ პლენარულ სხდომაზე უნდა წარადგინოს ანგარიში, მისი საქმიანობის შესახებ დღევანდელი დღის ჩათვლით.„უკვე დადგა დრო, 10 აპრილის სხდომის შესაბამისად, მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს თხოვნით, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად განიხილოს საკითხი, ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. ამისათვის, რეგლამენტის 66-ე მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტს, კოლეგებს პლენარული სხდომის ფარგლებში უნდა ვუთხრათ სტატისტიკურად, რამდენი სხდომა ჩავატარეთ. გარკვეული ანგარიში უნდა წარვადგინოთ, რას ვსაქმიანობდით. ეს ანგარიში თავისი ციფრებით შედგა. ჩვენ ანგარიშში ვამბობთ იმას, თუ როდის შევიკრიბეთ პირველად, როგორი იყო თავდაპირველი შემადგენლობა, შემდეგ შემოგვემატა ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, რამდენი ცვლილება შევიდა დებულებაში, როდის, რამდენი სხდომა ჩატარდა. დღევანდელი დღის ჩათვლით, 13 თებერვლიდან, ჩვენს კომისიას 17 სხდომა აქვს ჩატარებული. ეს პატარა რიცხვი არ არის. ვამბობთ იმასაც, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულია 55 პირი, დღევანდელი დღის ჩათვლით, რაც ასევე არ არის ცოტა. აქედან, 30-მდე პირი იყო დაზარალებული. ამ რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, ვინც უარი თქვა გამოცხადებაზე. ჩვენ ანგარიშში შეგვაქვს მათი გვარ-სახელები, ის ფაქტიც, რომ შემდგომი რეაგირებისთვის მათი საქმეები პროკურატურას გადაეგზავნა“, - აღნიშნა წულუკიანმა.წულუკიანის თქმითვე, „კომისიის დასკვნის პროექტის წერა ამჟამად უკვე მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია, პირველ რიგში, წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება.ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკით და მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.

გიორგი ნემსაძე – სააკაშვილმა მითხრა, სასწრაფოდ გამოაცხადე ფედერაციის ახალი ყრილობა, მაქვს შიდა დაპირისპირება და თავზე დამენგრევა ყველაფერიო, დიდი დარტყმა მივიღე, მუშაობის საშუალება არ მომეცა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ნემსაძემ ისაუბრა, 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რა მიზეზით მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.როგორც გიორგი ნემსაძემ განაცხადა, მასთან მივიდა დავით კირკიტაძე და დაალაპარაკა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სთხოვა, დაეტოვებინა თანამდებობა.„გავიმარჯვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. ყრილობა დამთავრდა გამარჯვებით, მილოცვებია, პრესა, ინტერვიუები. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დათო კირკიტაძე არის მოსული, თქვენთან უნდა გასაუბრებაო. მე და დათო კირკიტაძე ფეხბურთიდან ვმეგობრობთ, ის მხარს მიჭერდა და ძალიან მედგა გვერდით. ყველაფერს აკეთებდა, რათა დიდი დახმარება გაეწია რეგიონებში, საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან გამიკვირდა, რადგან ყრილობაზე პოლიტიკური სახე, პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო, ეს ერთგვარად ირიბ ჩარევას ნიშნავდა. კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, ახლავე გადიო. ბოდიში მოვიხადე, ყრილობა გადავდეთ ნახევარი საათით, შესვენება გამოვაცხადე. გავედი ოთახში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, დათო ნამგალაურთან ერთად, რომელიც სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო დათო ნამგალაური. მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ უნდა შენთან დაკავშირებაო, დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარაო. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე. შენთან უნდა აუცილებლად გასაუბრება და ლაპარაკიო. ამ საუბარში ვართ, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და რეკავს ტელეფონი. დათო ელაპარაკება, გისმენთ ბატონო პრეზიდენტოო, გიორგისთან ვარ და ახლავე დაგალაპარაკებთო. ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და ვციტირებ: „ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა, ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწრო და უკვე მოხდეს თქვენი ამ განცხადების გაშვება“. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და თავზე დამენგრევა ყველაფერი, თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთით, გააკეთე ის, რაც გთხოვეო, ფეხბურთით ნუ დაიწყებ ქვეყნის ნგრევასო.ისეთი დილემის წინაშე დავდექი, ფაქტობრივად, ქვეყანაა და შემდეგ ვართ ჩვენ. სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ვუთხარი, არ არის პრობლემა, რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება, მზად ვარ ყველანაირად ვემსახურო ჩემს ქვეყანა, არ იქნება პრობლემა-მეთქი. გამიმეორა, ძალიან გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწროო. ჩამოვარდა ძალიან უხერხული სიტუაცია, გამოცხადებულია, მოგებულია არჩევნები, საიდან გავიდე, როგორ გავფრინდე, კარლსონი ხომ არ ვარ, ავფრინდე. ზღვა პრესა იყო, ჟურნალისტები, ბუნებრივია, მილოცვები მიღებულია, განცხადებები გაკეთებული. მაჩვენეს გზა, რაღაც სახანძრო ჩასასვლელი კიბე, იმით ჩავედით, სადღაც გავძვერით, რაღაც დამახვედრეს, ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ და იქ გავაკეთე განცხადება გადადგომაზე. მას შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მეუხერხულებოდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, როგორ გავაჟღერო, რის გამო გადავდექი-მეთქი. ერთი კვირით, ფაქტობრივად, იზოლირებული, სახლში ჩაკეტილი ვიყავი. დიდი დარტყმა მივიღე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება რასაც მივეცი, ფეხბურთს, იმ სფეროში არ მომეცა მუშაობის საშუალება“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ბოლო სიახლეები