გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მოკლული გიორგი ცაციაშვილია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
„დაუჯერებელია გიო, როგორ მენანები…“
„გიო უკარგესი ადამიანი უკარგესი მამის შვილი როგორ მტკივა გული“,- წერენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
[ფოტო: ქართლის ამბები]