კვირა, აპრილი 27, 2025

ემანუელ მაკრონი – უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა

უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა.

„უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს მე ეს დამიდასტურა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან მუშაობა ამის შესასრულებლად. ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონთან განიხილა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისკენ გზა და ამის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისში 4 თვით გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება – დეტალები

თბილისის მერია გზის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდებაკრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს.პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - წერია მერიის ინფორმაციაში.

საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ცოცხლად წვავდნენ. არც ერთ დიპლომატს არ დაუგმია ეს ფაქტი – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ცოცხლად წვავდნენ. არც ერთ დიპლომატს არ დაუგმია ეს ფაქტი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.„საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ცოცხლად წვავდნენ. არც ერთ დიპლომატს არ დაუგმია ეს ფაქტი, პირიქით, ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ლამის გმირად გამოგვიცხადეს“, - წერს პაპუაშვილი.

„ეს მაფიქრებინებს, პუტინს შესაძლოა არ სურს ომის შეჩერება…“ – რუსეთის პრეზიდენტის რომელმა საქციელმა დააფიქრა დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქები დაებომბა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, უკრაინაზე რუსეთის ბოლო დროინდელი თავდასხმები აფიქრებინებს, რომ შესაძლოა პუტინს ომის დასრულება არ სურს, რის გამოც რუსეთისთვის საბანკო ან მეორადი სანქციების დაწესება გახდება საჭირო.„პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვიქცეთ საბანკო თუ მეორადი სანქციების მეშვეობით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ისტორიაში პირველად, ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის კბილი გაზარდეს

შესაძლოა, მომავალში კბილები ლაბორატორიულ პირობებში გავზარდოთ. ეს ყველაფერი კი ჩვენივე უჯრედების გამოყენებით.ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერებმა ლაბორატორიაში კბილების გაზრდის გზას მიაგნეს, რაც სტომატოლოგიაში გარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ.მკვლევრებმა წარმოადგინეს სპეციალიზებული მასალა, რომელიც უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ამით ერთი უჯრედი მეორეს კბილის უჯრედად გარდაქმნის სიგნალს უგზავნის.კბილების ადრეული განვითარების ბუნებრივი პირობების იმიტაციით, ეს ინოვაცია მეცნიერებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სწორედ ასე, მომავალში, შესაძლოა, კბილები ლაბორატორიაში გავზარდოთ.ბიოინჟინერიით შექმნილმა კბილებმა შეიძლება ჩაანაცვლოს ბჟენები და იმპლანტები, რაც დღევანდელი სტომატოლოგიური პროცედურის უფრო ბუნებრივი და გამძლე ალტერნატივა იქნება.ბჟენი კბილების აღსადგენად იდეალური გადაწყვეტა არ არის, რადგან ის დროთა განმავლობაში ასუსტებს კბილის სტრუქტურას, აქვს შეზღუდული ეფექტი და შეიძლება გამოიწვიოს კარიესის განვითარება.რაც შეეხება იმპლანტებს, ისინი ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს და ალვეოლურ ძვალთან სწორ დაკავშირებას.როგორც ბჟენები, ასევე იმპლანტები ხელოვნურია და სრულად არ აღადგენს კბილების ბუნებრივ ფუნქციას. ამან, შესაძლოა, გრძელვადიანი გართულებები გამოიწვიოს."ეს ალტერნატივა ბუნებრივი კბილის ლაბორატორიულ პირობებში გაზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ ვაიძულეთ უჯრედები გაეგზავნათ ისეთი სიგნალები, რომლებიც კბილის გაზრდისთვისაა საჭირო", — განაცხადა ლონდონის კინგს კოლეჯის სტომატოლოგიის, პირის ღრუსა და კრანიოფაციალური მეცნიერებების ფაკულტეტის წარმომადგენელმა, სიუეჩენ ჟანგმა.მკვლევრების თქმით, აქამდე ეს ვერავინ შეძლო და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კბილი ლაბორატორიულ პირობებში გაზარდეს.სირთულეების დაძლევა ლაბორატორიაში კბილების გაზრდის შემდეგ, მეცნიერები ახლა მათი პაციენტების პირის ღრუში გადატანის გამოწვევის წინაშე დგანან. სიუეჩენის თქმით, გუნდი ამ გამოწვევის დასაძლევად სხვადასხვა მიდგომას იკვლევს."ჩვენ რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ. შეგვიძლია 'ახალგაზრდა' კბილის უჯრედები გადავიტანოთ დაკარგული კბილის ადგილას და მივცეთ მათ პირის ღრუში ზრდის საშუალება. მეორე მხრივ, შეგვიძლია მთელი კბილი ლაბორატორიაში შევქმნათ, სანამ პაციენტის პირის ღრუში მოვათავსებთ. ორივე ვარიანტის შემთხვევაში, კბილის ადრეული განვითარების პროცესი ლაბორატორიაში უნდა დავიწყოთ", — ამბობენ მკვლევრები.ეს კვლევა რეგენერაციული მედიცინის ნაწილია, რომელიც დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად და ჩასანაცვლებლად ორგანიზმის ბიოლოგიის გამოყენებას ცდილობს."დარგის განვითარებასთან ერთად, ასეთ ინოვაციას აქვს პოტენციალი რევოლუცია მოახდინოს სტომატოლოგიაში", — აღნიშნულია კვლევაში.

საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდია დაამარცხა

ახალ ზელანდიაში დაიწყო ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 გაიმარჯვა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ნიკიტა ბუკიას ანგარიშზეა, თითო შაიბა ტიმურ ბეშაროვმა და კონსტანტინ გავრილენკომ მიითვალეს.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკიტა ბუკია დასახელდა.საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 28 აპრილს ახალი ზელანდიასთან გამართავს.დარჩენილი თამაშების განრიგი:28 აპრილი | საქართველო – ახალი ზელანდია(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 წაგება)30 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი(ურთიერთშეხვედრები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება)2 მაისი | საქართველო – ტაივანი(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)3 მაისი | საქართველო – ტაილანდი(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.

ბოლო სიახლეები