კვირა, აპრილი 27, 2025

„ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს აქციებს, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხალხის შეცდომაში შეყვანაა:

“ამ აქციების მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკური კრიზისი შექმნან, იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ დეზინფორმაციაზე არიან გადასულები. გამოდიან და ჭორიკანა ადამიანებივით ტყუილებს იგონებენ, რომელიც ძალიან მალე გაბათილდება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით. გარდა იმისა, რომ უკვე იდეაც აღარ გააჩნია, მატერიალურადაც უკვე აღარ არიან უზრუნველყოფილები და ეს ემჩნევა უკვე მიმდინარე აქციებს,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა – აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდია დაამარცხა

ახალ ზელანდიაში დაიწყო ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 გაიმარჯვა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ნიკიტა ბუკიას ანგარიშზეა, თითო შაიბა ტიმურ ბეშაროვმა და კონსტანტინ გავრილენკომ მიითვალეს.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკიტა ბუკია დასახელდა.საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 28 აპრილს ახალი ზელანდიასთან გამართავს.დარჩენილი თამაშების განრიგი:28 აპრილი | საქართველო – ახალი ზელანდია(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 წაგება)30 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი(ურთიერთშეხვედრები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება)2 მაისი | საქართველო – ტაივანი(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)3 მაისი | საქართველო – ტაილანდი(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის ხელისუფლება მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე

რუსეთის ხელისუფლება მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.მისი თქმით, ეს პოზიცია ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მოსკოვში 25 აპრილს გამართული მოლაპარაკებებისას გააცნო. კრემლი ასევე იტყობინება, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.„შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა.ცნობისთვის, 26 აპრილს, ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უკრაინა მზადაა ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის“.​​​​​​​​​​​​​​​​

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად. სენატორი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ საბანკო ან მეორადი სანქციების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით.როგორც ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, სენატში მომზადებული ორპარტიული კანონპროექტი მეორადი ტარიფების ამოქმედებას ითვალისწინებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთისგან ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტებს ყიდულობს.„ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის გულმოდგინე მუშაობას უკრაინაში პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის დაწყებული ომის დასასრულებლად პატიოსანი და სამართლიანი გზით. პუტინის რუსეთის დამატებითი სანქციების დასაწესებლად მაქვს ორპარტიული კანონმდებლობა 60-მდე თანასპონსორით, რომელიც დააწესებს მეორად ტარიფებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტს ყიდულობს. სენატი მზად არის, ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯი და ამას აბსოლუტური უმრავლესობით გააკეთებს, თუ რუსეთი არ მიიღებს პატიოსან, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ლინდსი გრემი.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალრ ქსელში დაწერა, რომ პუტინის ბოლო იერიშები უკრაინის დასახლებებზე აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურსომის დასრულება და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით. 

16 წლის მარიამზე, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა ახალი ინფორმაცია ვრცელდება

16 წლის მარიამზე, რომელსაც თურქეთში პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„ულამაზესია, აქვე მინდა მოკლედ გითხრათ, სახეზე დაახლოებით სამოცამდე კუნთია, მხოლოდ გაღიმებისთვის ოცი კუნთის მუშაობაა საჭირო, იმისთვის რომ წარბები შევკრათ, დაახლოებით ორმოცი კუნთის მუშაობა.ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციას დრო და მუშაობა სჭირდება, მარიამის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც მთავარია მარიამი ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მე კი ძალიან მენატრება ჩემი დახატულობა გოგო“, - წერს მედეა იობაშვილი.

გიორგი მამარდაშვილის და მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილის და ნინიკო მიმართვას ავრცელებს.„ბოლო დღეებია საშინლად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ, რადგან მთელი დღის განმავლობაში ნომერი მაქვს გამორთული. გარეთ რომ გავდივარ და ნომერს ვრთავ, ტელეფონს მართლა ვერ ვიყენებ. ტელეფონს ვრთავ ღამის 1 საათის შემდეგ იმის იმედით, რომ არავინ არ დამირეკავს. ვგიჟდები ხოლმე, ღამის სამ საათამდე ბავშვები მირეკავენ...“, - ამბობს ნინიკო მამარდაშვილი ვიდეოში.

ბოლო სიახლეები