ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025

სალომე ზურაბიშვილი – საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად

საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია არალეგიტიმური ხელისუფლების, მმართველი გუნდის გამო.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ, არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი დამოუკიდებლობის ზეიმი ამ ქვეყნისა. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე. ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება

ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ, ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე – „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს“.„დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, შეიძლება დავიბრუნოთ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს-ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება

ჩვენ გვინდა ეს ომი სწრაფად დავასრულოთ, უკვე ბევრი პროგრესი გვაქვს მიღწეული, შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ახორციელებთ უფრო დიდ ზეწოლას რუსეთზე, ტრამპმა უპასუხა:„თქვენ არ იცით, რა ზეწოლას ვახორციელებ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. ჩვენ ვახორციელებთ დიდ ზეწოლას რუსეთზე. რუსეთმა იცის ეს. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. მჯერა, რომ მათ სურთ შეთანხმების მიღწევა“.ჟურნალისტის კითხვაზე, „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს“, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა – „დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, შეიძლება დავიბრუნოთ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა ტრამპმა.

ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა  ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს შეერთებულ შტატებთან მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

რუსეთი განაგრძობს მუშაობას ამერიკულ მხარესთან, ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ და პრეზიდენტი პუტინი ვემხრობით მშვიდობის მიღწევას ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფით. ეს სავალდებულო პირობაა. ეს სამუშაო გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.​კრემლის სპიკერმა უარყო ის ფაქტიც, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა.„არა, ეს სიცრუეა. უკრაინული მხარე განაგრძობს პროპაგანდას. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, თავიანთი ამოცანების შესრულებას, რომლებიც მათ დაუსახა უმაღლესმა მთავარსარდალმა და ამ ჩარჩოებში ახორციელებენ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე“, – დასძინა პესკოვმა.ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ უკრაინამ ყირიმი დიდი ხნის წინ დაკარგა, მათ აზრს შეესაბამება.

ბოლო სიახლეები