ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც. აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სჭირდება თანხა, ვინაიდან „კრიზისი“ მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, ვიღაც პიროვნებებთან საკუთარ სახელმწიფოზე ასე ლაპარაკი სირცხვილია

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები.ამასთან, ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ უჩა ნანუაშვილი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა თავისი გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს.„სირცხვილია, რომ ქართული გვარის მქონე ადამიანები ასე ლაპარაკობენ საკუთარ სახელმწიფოზე ვიღაც პიროვნებებთან, რომლებიც დაზუსტებულად არც იციან, არიან თუ არა ის პიროვნებები. თავისი სიმსუბუქით, უინტელექტობით, თანხაზე თუ შემოთავაზებაზე დახარბებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ქართული გვარის ადამიანები რომ მოტყუვდნენ და ამას ლაპარაკობენ, ეს რომ სირცხვილია, ერთი საკითხია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან პრეზიდენტის დროშა მოიპარა, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან ეს დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება. აქედან გამომდინარე, ითხოვს თანხას, რაც უნდა გამოიყენოს არამშვიდობიანი პროცესების გასავითარებლად. ისეთის, როგორიც უკრანაში მოხდა, რადგან ე.წ. პოროშენკოა მასთან მოსაუბრე, ის სწორედ რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას პირდაპირ ადებს ხელს, რომ სწორედაც ამიტომ ერიცხებოდა თანხა. შესაბამისად, დღეს მთელი საქართველოს წინაშე, მხარდამჭერების თუ მოწინააღმდეგეების წინაშე გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა, საქართველოში ქართველებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარონ და მოხდეს ის უბედურება, რაც უკრაინაში მოხდა. ეს ტრაგედიაა. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტია, იგი დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან ქვეყანაში აღიარებულია, როგორც ოპოზიციის ლიდერი. აქ უკვე მეორე თემაც იხსნება. ანუ დასავლეთს, ევრობიუროკრატიასაც ხელს ადებს, რომ ის სწორედ ის ადამიანია, ვისაც უნდა დაეხმარონ, რადგან საქართველოში პირდაპირ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ამას გვპორდება და აღიარებს, რომ ეს არის მისი პოლიტიკური კრედო და ამოცანა. ეს ძალიან მძიმე სურათია. არ ვიცი, უჩა ნანუაშვილის კრედო თუ პოლიტიკური ხედვა რა არის და რას აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რასაც ხელს შეუწყობს თანხა, რომელსაც კასპაროვი მისცემს. კიდევ კასპაროვს ეძებს, რომ იქნებ ფული გადაურიცხონ, რომ მოამარაგოს და ამ თანხით მისი ავადმყოფური გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.რაც შეეხება ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია, – ვოლსკის თქმით, გამოძიება აუცილებელია.„ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია, უთქვამს თუ არ უთქვამს, როგორც თავად ამბობს, მე ვთქვი, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლების მხრიდან არიან ჩართული ამ პროცესებში და არა ჩვენი მხრიდანო. გასაგებია, რომ თავი ასე უნდა იმართლოს, მაგრამ ხომ დავინახეთ ფაქტი, ქუჩაში რაც ხდებოდა. ვინ იყვნენ მობილიზებული უჩა ნანუაშვილის ტიპაჟების გარშემო, რას ისროდნენ, რას აკეთებდნენ, ცეცხლს სად აჩენდნენ და აგრესია რომელი მხრიდან მოდიოდა. სად ამზადებდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ვისი თანხებით ხდებოდა პიროტექნიკის შეძენა. ეს ყველაფერი ვიხილეთ. ეს არის აღიარება და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსის წარმოჩენა, არა „ქართული ოცნების“ ან სხვა მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მხრიდან, არამედ უშუალოდ ამ ადამიანების მხრიდან. ამ ადამიანების მხრიდან აღიარებაა, საქართველოში რა დანაშაულებრივი სქემების განვითარებას აპირებდნენ, ხოლო ვინ იგულისხმა შტურმის განმხორციელებელ ჯგუფებში, ამაზე წარმოდგენას გვაძლევს ის პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად ხდებოდა ბრუტალური შეტევა სახელმწიფო სტრუქტურებზეც და პოლიციელებზე პიროტექნიკის, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით. ის ამ ჯგუფს ახასიათებს და უნდა, კასპაროვმა მათ დასაფინანსებლად ნახევარი მილიონი დოლარი მისცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.

სალომე ზურაბიშვილი – საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად

საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია არალეგიტიმური ხელისუფლების, მმართველი გუნდის გამო.„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ, არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი დამოუკიდებლობის ზეიმი ამ ქვეყნისა. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე. ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოიძებნა

საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოიძებნა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა პოზიტიურად ვითარდება, ხელისუფლება კი გააგრძელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.„რაც გუშინ ვიხილეთ, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოძებნეს. სწორედ ამიტომ იყო საჭირო „გამჭვირვალობის კანონი“, კანონი „გრანტების შესახებ“. ასევე საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი. ის, რაც ვიხილეთ, ესეც მორიგი აღიარებაა. აქ უკვე ახალი არაფერია. სახეები უკვე ცნობადია და მათი მიზანიც უკვე საზოგადოებისთვის, დიდი ხანია, ნაცნობია. ისინი გაშიფრულები არიან, მაგრამ მათთვის ძალიან ბევრი მეხი გავარდა. მაგალითად ის, რომ საქართველოს წარმომადგენლობა, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს; ის, რომ ეუთო-ს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა და ქართულ მხარესთან პოზიტიური ურთიერთობისთვის გამოხატა მადლიერება. პოზიტიურად ვითარდება ქართული პოლიტიკა. ყველაფერი კარგად იქნება და მიდის სიმშვიდისკენ. ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და მისი მუდმივი განვითარება და ეს პოზიტივი საქართველოს თითოეულ მოსახლეზე რაც შეიძლება, სწრაფად აისახოს.მათი გეგმა ნაცნობია, მაგრამ მათი ზოგი ქმედება იატაკქვეშეთში მიმდინარეობს. ისინი ამას ბოლომდე ვერ ინახავენ, შეუძლებელია, და გზადაგზა უკვე იშიფრებიან. ხან ერთი აღიარებაა, ხან მეორე. საზოგადოებისთვის ეს უკვე უცხო არ არის და შედეგიც არის. ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება, საერთაშორისო ასპარეზზეც ურთიერთობები სტაბილიზაციისკენ მიდის, ქუჩაში დესტრუქციული ოპოზიციის რაოდენობა, თავის მომხრეებთან ერთად, კლებადია. რამდენიმე ათეული ადამიანი მუდმივად აპროტესტებს და მათ შედეგი ვერ ექნებათ. ისინი ქვეყანას გარკვეულ ზიანს მაინც აყენებენ, მაგრამ ეს მილევადია. ამას საზოგადოებამ ჯანსაღი თვალით უნდა შეხედოს. ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენებებია, აქ გასაშიფრიც არაფერია, უბრალოდ სწორი ქმედებებია საჭირო, რასაც ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ატარებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.

გია ბარამიძე – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, როგორი უნდა იყოს პარტია

მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენს პარტიას შესთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი არის პარტიის ბევრად უფრო მეტად დაახლოება საზოგადოებასთან, ხალხთან, ჩვენს წევრებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.ბარამიძის თქმით, აღნიშნული რეფორმის მიზანია, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს პარტიის მიერ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.„„ნაციონალური მოძრაობა“, უკვე დიდი ხანია, ცდილობს, რომ სწორედ უშუალოდ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე, მივიღეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგალითად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ამ სისტემის გამოყენებით ჩვენმა საზოგადოებამ, პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად, წელიწადში რამდენჯერმე მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის. ასევე, როდესაც ამის დრო დადგება და იქნება მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ჩვენმა წევრებმა პარტიული სიების დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღონ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ნაცმოს“ მხრიდან იმისა, რომ მაგალითი ვაჩვენოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, როგორი უნდა იყოს პარტია, უშუალოდ როგორ იმართებოდეს არა მარტო პარტიული წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელობის მიერ, არამედ მისი ნამდვილი წევრებისგან. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორი უნდა იყოს პარტია. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც ისტორიულად ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი ძალა“, – განაცხადა ბარამიძემ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული წინადადებები 15 აპრილს გამოაქვეყნა: „კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით“.

კიტ კელოგი – ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა, დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას, დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.„ლონდონში ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა. დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, – წერს კელოგი.შეგახსენებთ, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. დაგეგმილი იყო აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, თუმცა გადაიდო. 

ბოლო სიახლეები