ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025

კიტ კელოგი – ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა, დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას, დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„ლონდონში ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა. დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, – წერს კელოგი.

შეგახსენებთ, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. დაგეგმილი იყო აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, თუმცა გადაიდო.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი – საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად

საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია არალეგიტიმური ხელისუფლების, მმართველი გუნდის გამო.„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ, არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი დამოუკიდებლობის ზეიმი ამ ქვეყნისა. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე. ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოიძებნა

საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოიძებნა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა პოზიტიურად ვითარდება, ხელისუფლება კი გააგრძელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.„რაც გუშინ ვიხილეთ, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოძებნეს. სწორედ ამიტომ იყო საჭირო „გამჭვირვალობის კანონი“, კანონი „გრანტების შესახებ“. ასევე საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი. ის, რაც ვიხილეთ, ესეც მორიგი აღიარებაა. აქ უკვე ახალი არაფერია. სახეები უკვე ცნობადია და მათი მიზანიც უკვე საზოგადოებისთვის, დიდი ხანია, ნაცნობია. ისინი გაშიფრულები არიან, მაგრამ მათთვის ძალიან ბევრი მეხი გავარდა. მაგალითად ის, რომ საქართველოს წარმომადგენლობა, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს; ის, რომ ეუთო-ს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა და ქართულ მხარესთან პოზიტიური ურთიერთობისთვის გამოხატა მადლიერება. პოზიტიურად ვითარდება ქართული პოლიტიკა. ყველაფერი კარგად იქნება და მიდის სიმშვიდისკენ. ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და მისი მუდმივი განვითარება და ეს პოზიტივი საქართველოს თითოეულ მოსახლეზე რაც შეიძლება, სწრაფად აისახოს.მათი გეგმა ნაცნობია, მაგრამ მათი ზოგი ქმედება იატაკქვეშეთში მიმდინარეობს. ისინი ამას ბოლომდე ვერ ინახავენ, შეუძლებელია, და გზადაგზა უკვე იშიფრებიან. ხან ერთი აღიარებაა, ხან მეორე. საზოგადოებისთვის ეს უკვე უცხო არ არის და შედეგიც არის. ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება, საერთაშორისო ასპარეზზეც ურთიერთობები სტაბილიზაციისკენ მიდის, ქუჩაში დესტრუქციული ოპოზიციის რაოდენობა, თავის მომხრეებთან ერთად, კლებადია. რამდენიმე ათეული ადამიანი მუდმივად აპროტესტებს და მათ შედეგი ვერ ექნებათ. ისინი ქვეყანას გარკვეულ ზიანს მაინც აყენებენ, მაგრამ ეს მილევადია. ამას საზოგადოებამ ჯანსაღი თვალით უნდა შეხედოს. ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენებებია, აქ გასაშიფრიც არაფერია, უბრალოდ სწორი ქმედებებია საჭირო, რასაც ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ატარებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.

გია ბარამიძე – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, როგორი უნდა იყოს პარტია

მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენს პარტიას შესთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი არის პარტიის ბევრად უფრო მეტად დაახლოება საზოგადოებასთან, ხალხთან, ჩვენს წევრებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.ბარამიძის თქმით, აღნიშნული რეფორმის მიზანია, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს პარტიის მიერ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.„„ნაციონალური მოძრაობა“, უკვე დიდი ხანია, ცდილობს, რომ სწორედ უშუალოდ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე, მივიღეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგალითად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ამ სისტემის გამოყენებით ჩვენმა საზოგადოებამ, პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად, წელიწადში რამდენჯერმე მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის. ასევე, როდესაც ამის დრო დადგება და იქნება მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ჩვენმა წევრებმა პარტიული სიების დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღონ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ნაცმოს“ მხრიდან იმისა, რომ მაგალითი ვაჩვენოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, როგორი უნდა იყოს პარტია, უშუალოდ როგორ იმართებოდეს არა მარტო პარტიული წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელობის მიერ, არამედ მისი ნამდვილი წევრებისგან. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორი უნდა იყოს პარტია. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც ისტორიულად ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი ძალა“, – განაცხადა ბარამიძემ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული წინადადებები 15 აპრილს გამოაქვეყნა: „კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით“.

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც. აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„იერუსალიმში სალოცავად ჩადიოდა, ბინა კი ხატებით ჰქონდა სავსე…“ – ვინ იყო, კაცი რომელმაც ქალიშვილები გააუპატიურა და მათივე ხელით მოკვდა

ვინ იყო მიხაილ ხაჩატურიანი - კაცი, რომელიც ქალიშვილებზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა და რომელიც ქალიშვილების ხელითვე მოკვდა.ბიოგრაფიახაჩატურიანის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ის ბაქოში დაიბადა, 80-იანი წლების ბოლოს კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდობაში მიხაილ სერგეევიჩი მსახურობდა ავღანეთში.ოფიციალური სამსახურის გარეშე მან იყიდა ორი ბინა ერთი კორპუსის სხვადასხვა სართულზე და გააერთიანა.მეზობლებს იგი ერთგვარ ადგილობრივ „კრიმინალურ ავტორიტეტად“ მიაჩნდათ. მიხეილ ხაჩატურიანი კონფლიქტური პიროვნება იყო, მან ერთ-ერთ მეზობელს ფეხებში ესროლა.ინტერნეტში მრავლადაა ფოტოები, სადაც მიხეილი საეკლესიო სამოსშია გამოწყობილი. მისი ნაცნობები ჰყვებიან, რომ ის წელიწადში რამდენჯერმე იერუსალიმში სალოცავად ჩადიოდა, სახლში ხშირად მასპინძლობდა სასულიერო პირებს სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად. ბინა კი ხატებით ჰქონდა სავსე.პირადი ცხოვრებახაჩატურიანმა ცოლი, ეროვნებით მოლდოველი აურელია დუნდუკი სახლიდან დიდი ხნის წინ გააძევა და ქალიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. ხოლო თავისი ვაჟი სერგეი სახლიდან 2013 წელს გააგდო. მეზობლების თქმით, მამა ქალიშვილებს სწავლის საშუალებას არ აძლევდა და ხშირად სცემდა მათ.ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ დებმა მამა გააგიჟეს, არ უვლიდნენ, როდესაც ავად იყო. სასამართლოში წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები, სადაც მიხაილი ყვიროდა და ბავშვებს ემუქრებოდა გოგონებმა განზრახ ჩაიწერეს.მიხაილ სერგეევიჩის დედა ხშირად სტუმრობდა სახლს მისი არყოფნისას, ამოწმებდა, რას აკეთებდნენ შვილიშვილები, მიაჩნდა, რომ ისინი შეუსაბამოდ იქცეოდნენ და თუ რამე არ მოეწონებოდა — მაშინვე შვილს ურეკავდა. დაბრუნების შემდეგ ხაჩატურიანი სახლში სკანდალს აწყობდა — არ არკვევდა, ვინ იყო მართალი და ვინ — დამნაშავე. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეზობელი ღიად ამბობდა, რომ ოჯახის თავმა თვითონ მოაწერა ხელს საკუთარ განაჩენზე.მკვლელობასაქმის მასალების მიხედვით, ხაჩატუროვს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა ყელისა და გულ-მკერდის არეში. მის სხეულზე 36-დან 45-მდე დანით მიყენებული ჭრილობაა აღმოჩენილი. მკვლელობის შემდეგ უფროსმა დამ თავად დარეკა პოლიციაში და მომხდარი აცნობა. დები ყველაფერს აღიარებენ.არსებობს ვერსიით, რომ ხაჩატურიანი ლიფტისკენ მიიწევდა და გაქცევას ცდილობდა რა დროსაც, ერთ-ერთმა ქალიშვილმა სახე ჩაქუჩით ჩაუმტვრია.მიხეილ სერგეევიჩის საბანკო ანგარიშებიდან თანხა გაუჩინარდა. ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, ხაჩატურიანი შვილების ისრაელში გადაყვანას გეგმავდა, რათა მათ დიდი ქალაქის ცდუნებებისგან დაეცვა, და უკვე დაგროვებული ჰქონდა სოლიდური თანხა ბინის შესაძენად სხვა ქვეყანაში. თითქოს დებმა ამის შესახებ იცოდნენ და წასვლა არ სურდათ, შიშობდნენ, რომ იქ მამის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდებოდა.

ბოლო სიახლეები