სამშაბათი, დეკემბერი 23, 2025

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სააღდგომოდ საქველმოქმედო ღონისძიებები დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველ დღესასწაულზე ატარებს საქველმოქმედო აქციებს და რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

„გვიახლოვდება სინათლის, იმედისა და განახლების დღესასწაული – ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო საქველმოქმედო აქციათა ციკლი. პირველი ღონისძიება უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონში გავმართეთ, სადაც სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადავეცით. ქველმოქმედება მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის. უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი კავშირისა და ერთობის გამოხატულება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი დიდი დღესასწაულის დროს, როგორიცაა აღდგომა, რომელიც მორწმუნეებისთვის სინათლის ბნელზე გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ მხრივ, ვცდილობთ სინათლე სხვის ცხოვრებაშიც შევიტანოთ – გავუზიაროთ სიკეთე და სითბო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხარებინა უსინათლო ბავშვები, რომლებიც გვაგრძნობინებენ, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სულიერებას და რაოდენ მშვენიერია მათი გულებით დანახული სამყარო“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის – „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე, წეროვანში, სოციალურად დაუცველ ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტი, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ. ღონისძიებათა ციკლი სააღდგომოდ განახლდა და თვის ბოლომდე გასტანს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ხარისხით, მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებით არ იზომება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და გვეამაყება, რომ წლების განმავლობაში ვზრუნავთ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე. ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ მხარდაჭერას, სითბოსა და მათ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ეს არის გზავნილი, რომ თითოეული ბენეფიციარი იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომ ისინი მარტონი არ არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მენეჯერს, რატი გურგენიძეს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოხალისეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც უშურველი შემოწირულობით, შრომითა და სიყვარულით ამ საქმეს გვერდში დაუდგა. ეს სიკეთეა აღდგომის ჭეშმარიტი არსის გამოხატულებაა“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს – მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქვეყნის სპორტული შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.„ჩვენმა სპორტსმენებმა გვასახელეს 2025 წელს მათი თავდაუზოგავი შრომით, მათი ძალისხმევით კიდევ ერთხელ აჟღერდა ჩვენი ჰიმნი და ასახელეს მთელი ერი, მადლობა მათ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც დაეხმარა ამ წარმატებაში. წლიდან წლამდე უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია ის სტატისტიკა, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია ქვეყანამ. ეს ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ რომ არა ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების, ეს შედეგები ვერ იქნებოდა. ამითაც განებივრებული ვარ, რომ გვყავს პრემიერი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის, ესეც ფუფუნებაა, ქალაქის მერი გვყავს სპორტსმენი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარული მოტანა შეუძლია სპორტს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა რეგიონებში ხელმისაწვდომი იყოს.„დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში გაკეთდება მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ყველას ექნება შესაძლებლობა, დაკავდეს სპორტით. ჩვენ ამბიციური ერი ვართ, პატარა, მაგრამ ნიჭიერი. არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. განათლების რეფორმა დაორგანიზდა და აქაც განსაკუთრებული როლი ექნება სასკოლო ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები დაკავებულები იქნებიან სპორტით. გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს შესაბამისი გარემო, დაკავდეს სპორტით. გვინდა, სამოყვარულო სპორტი იყოს მაღალ დონეზე. ამას უნდა მივცეთ სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და აუცილებლად მივაღწევთ. ვიცი, სპორტი რა არის და რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი: ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში – ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და...

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელთა მიზანი სპორტის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის სპორტული აქტივობის შესაძლებლობის შექმნაა.„ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც სპორტის მინისტრმა ბრძანა, დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გაკეთდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს მოგვცემს იმას, რომ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნება შესაძლებლობა, რომ დაკავდნენ სპორტით. ჩვენ ამბიციური ერი ვართ - პატარა, მაგრამ ნიჭიერები. არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელშიც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს და წარმატება არ გვქონდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მოემსახურება”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ფარგლებში სასკოლო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის როლზეც, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები სპორტით იქნებიან დაკავებული.„ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაბამისი გარემო, რომ დაკავდეს სპორტით. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სახეობაში გვყავს მაგარი სპორტსმენები, ჩვენ გვინდა, რომ სამოყვარულო სპორტი მაღალ დონეზე იყოს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გეგმა და ამბიცია. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამის სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენს ფედერაციებს, სასპორტო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა შეუქცევადი იყოს. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ.მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს. ვამაყობ, რა თქმა უნდა, მეც ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი, სპორტის ფასი რა არის და ვიცი, როგორც მოქალაქემ და გულშემატკივარმა, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს. ჩემო ძვირფასებო, ყველა ვემსახუროთ სპორტს. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში. მინდა, წარმატება ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ეთერ ლიპარტელიანი – ვეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია

სპორტის სამინისტორს ორგანიზებით გამართულ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქალ სპორტმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს, რომელიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემიონის ტიტული მოიპოვა.„საქართველოს წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელება დიდი პატივია, რამდენიმე დღის წინ იგივე ჯილდო ოლიმპიურმა კომიტეტმაც გადმომცა. ეს აღიარებები ჩემთვის დიდი მოტივაციაა და შევეცდები, მომავალში შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესო – იმედია, ახალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.ძალიან სასიხარულოა, რომ 2025 წელს საქართველოს ნაკრები ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მადლობა მთელ გუნდს ამისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონობა და შევეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანი.

სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტორს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინიაციაში გამოვლინდნენ.სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები:წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (პარაძიუდო)წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებიწლის საუკეთესო გუნდი – საქართველოს ძიუდოს ნაკრებიწლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტმენი –  სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

უკრაინული მედია: ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც აღადგინა ავტომატიზებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის - „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ ფუნქციონირება ამომრჩევლებთან ურთიერთქმედების ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.აღინიშნება, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემთა ბაზის მთლიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილებით რეესტრის წარმოება დროებით შეაჩერა.ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს, სრულმასშტაბური შემოჭრის დაწყების შემდეგ პირველად, ცესკოს დადგენილებით „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ მუშაობა აღდგა.„ამომრჩეველთა რეესტრის განახლება ნებისმიერი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი საბაზისო პირობაა. ომმა ძლიერი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს. ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები