ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში დილის შემდეგ, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 10 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა ქალაქ რაფაჰს ვერტმფრენებიდან გაუხსნეს ცეცხლი, ქალაქი აბასან ალ-კაბირა კი არტილერიით დაბომბეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ამ ეტაპზე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ აღდგება. ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა 10 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა.