ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

რა მოხდა შარდენის 10 ნომერში – ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შარდენის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბი, გამთენიისას სპეცოპერაციის ეპიცენტრი გახდა. გასართობი ობიექტიდან სამართალდამცველებმა 6 პირი ხელბორკილებით გამოიყვანეს.

სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. ექვსივე პირი ღამის კლუბის პერსონალია და პოლიციამ ისინი დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჯგუფის წევრები კლიენტებს რეალურზე მეტის გადახდას სთხოვდნენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს ღამის კლუბის მეპატრონე, თეკლე ახალაძე ხელმძღვანელობდა. ის რუსეთის მოქალაქეა. 30 წლის ქალი პერსონალთან ერთად მოქმედებდა. კლიენტებთან მიმტანებს გაყალბებული ქვითრები მიჰქონდათ. უკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში უკვე სხვა თანამშრომლები ერეოდნენ და სტუმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

გეგმის სისრულეში მოყვანა 6 კაციანმა ჯგუფმა ვერ მოასწრო. ირკვევა რომ კლუბში მისული სტუმრები, არარეალურად გაზრდილი თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ. “კურიერის” ინფორმაციით, თაღლითურ სქემას, 10-მდე დაზარალებული ჰყავს. ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს.

დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. .ღამის კლუბის მეპატრონე ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ სხვა დაკავებულებიც.

შარდენის 10 ნომერში, ამ ღამის კლუბში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავების ღონისძიება სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით ჩაატარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-ვე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამაზ მოლაშვილი – სულხანს მეგობრები ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ, მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა, როდესაც გაწამებდნენო, საშინელ წამებაში ჰყავდათ

სულხან მოლაშვილს სამ-თვიანი პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ, რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის ორ საათზე, საკნის წინ, როდესაც ეძინა, პროკურორისა და მოსამართლის მონაწილეობით შეუფარდეს მესამე პატიმრობა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილის თქმით, „სულხან მოლაშვილს საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს“.„სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ. თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, ორ საათზე მივიდნენ, სულხანს ეძინა, პროკურორი, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ შეუფარდეს პატიმრობა. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს“,  – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.ამასთან, როგორც კომისიის სხდომაზე თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, სულხან მოლაშვილი საშინელ წამებაში ჰყავდათ.„სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ, მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, იქ ძალიან დააავადეს სულხანი“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ – გურამ მაჭარაშვილი

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ, – ამის შესახებ ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავარია, რომ ახალგაზრდებმა მოისმინონ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლები და ამაზე ჰქონდეთ რეაგირება.„რთულია გახსენება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ კომისიისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, რომლებიც დღეს, მაგალითად, აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას „წამებას“, რომელიც ღიმილით გამოდის საპატიმროდან მეორე დღეს და სააკაშვილის „წამებას“, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, ოროთახიან ლუქსში არის წამოკოტრიალებული.მინდა, კიდევ ერთხელ ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მივმართო, რომლებიც გვიწუნებენ ხოლმე ხშირად დემოკრატიას და სხვათა შორის, არაერთხელ რეზოლუციასა და კომენტარში ახსენეს, რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. აი, ამ სხდომებს ხომ უყურებენ, უკვე ორ თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქონება დაკარგა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ სხვა, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე. აი, ამიტომ მაქვს სურვილი, რომ გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი ამ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს ფაქტებით და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით. რაც მთავარია, საზოგადოებით. ამიტომ მინდოდა, გამეკეთებინა ეს განცხადება, რომ მესამე თვე სრულდება და აი ამ მართლაც წამებებზე და უბედურებებზე გამოხმაურება რა არის ზოგიერთი ელჩისგან, ჯერჯერობით არავინ არ იცის. მთავარია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც იმ ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ ვითომ დემოკრატიის უკუსვლას, აი, ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თამაზ მოლაშვილი – სულხან მოლაშვილი როგორ კამერაშიც შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ ნახევარი საათით, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, ეყოთ ამდენი მოფერება

დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილი იხსენებს, რომ სულხან მოლაშვილის ციხეში წამებასთან დაკავშირებით მოგვიანებით იტყობდა ხოლმე, როცა მოლაშვილის თქმით, „ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა“.„სულხანს როდესაც აწამებდნენ, თავადაც იძახდა, თავზე წამოცმული მქონდა რაღაცო, ამის შესახებ ერთი-ორი თვის შემდეგ ვიგებდით რაღაცნაირად, ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა. თუნდაც C ჰეპატიტზე. ერთი თვე როგორ გავიდა, რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა. მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.თამაზ მოლაშვილს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა:„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით, მას არავინ აწამებს, აქვს ტელევიზორი, სრულფასოვანი პირობები. რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი? ალბათ გვისმენს, სააკაშვილი, სადაც არის, დღეს და ამდენი წლის შემდეგ, რა გაქვთ მისთვის სათქმელი?“, რაზეც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა:„სულხან მოლაშვილი უბედურ კამერაში შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ, შეაგდონ ნახევარი საათით, ხოლო რომ გამოვა, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას, აი, ასე ჰყავდათ შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი, კარგი იყო? ნეტა ასეთი რამ შეიძლებოდეს, რათა მასაც აგრძნობინონ, იქ რა არის, მაგრამ არა, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს, ამას ჰქვია დაპატიმრება? არა მგონია, ეგ დაპატიმრებული იყოს. კეთილი ინებონ და ჩვეულებრივ კამერაში გადაიყვანონ, ეყოთ ამდენი მოფერება“.აღნიშნულის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თამაზ მოლაშვილს ეთანხმება.

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა

აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა. ინფორმაციას ამის შეახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ში მანდამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, ახლა კი გაწეული ხარჯების შეფასება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ასევე განიხილავს, როგორც კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე დახარჯული მილიარდობით დოლარის დაბრუნების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება სესხის სახით გაცემული არ ყოფილა. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „პოზიტიურია“ და უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები.

ბოლო სიახლეები