ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

თეთრი სახლის პრესსპიკერი – ბურთი ჩინეთის მხარესაა, უნდა დადოს ჩვენთან შეთანხმება, მას სურს ის, რაც ჩვენ გვაქვს, ამერიკელი მომხმარებელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ ჩვენი ფული სჭირდებათ

როგორც ვიხილეთ, 75-ზე მეტმა ქვეყანამ მოგვმართა, გვჯერა, რომ შეგვიძლია ძალიან მალე გამოვაცხადოთ რამდენიმე შეთანხმება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტმა უპასუხა კითხვას, რომელი შეთანხმებები არის მზად ან ახლოს დასრულებასთან, რომელი ქვეყნები აღწევენ ტარიფებზე შეთანხმებას.

„არ მსურს, წინ გავუსწრო მოვლენებს, ყველა იმ შესანიშნავ ადამიანს, ვინც დაუღალავად მუშაობს ამ კარგი სავაჭრო გარიგებების მისაღწევად. პრეზიდენტიც ღრმად არის ჩართული ამ პროცესში. მან თავის სავაჭრო გუნდს ნათლად განუცხადა, რომ სურს პირადად დაამტკიცოს ყველა ეს შეთანხმება. როგორც უკვე მოისმინეთ ადმინისტრაციის არაერთი წარმომადგენლისგან, ბევრ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ გვაქვს 15-ზე მეტი გარიგება, დოკუმენტი, წინადადება, რომლებიც აქტიურად განიხილება. როგორც ვიხილეთ, 75-ზე მეტმა ქვეყანამ მოგვმართა. ასე რომ, ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ჩვენ ეს კარგად გვესმის. გვჯერა, რომ შეგვიძლია ძალიან მალე გამოვაცხადოთ რამდენიმე შეთანხმება“, – აღნიშნა ლევიტმა.

ამასთან, ლევიტმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბურთი ჩინეთის მხარესაა და მან უნდა დადოს აშშ-თან შეთანხმება.

„პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით, თუმცა მაქვს დამატებითი განცხადება, რომელიც მან ახლახან გამიზიარა. ბურთი ჩინეთის მხარესაა. ჩინეთმა უნდა დადოს ჩვენთან შეთანხმება. ჩვენ არ გვჭირდება მათთან შეთანხმების დადება. არანაირი განსხვავება არ არის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, გარდა იმისა, რომ ისინი გაცილებით დიდები არიან. ჩინეთს სურს ის, რაც ჩვენ გვაქვს, რაც ყველა ქვეყანას სურს – ამერიკელი მომხმარებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ ჩვენი ფული სჭირდებათ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ნათლად განაცხადა, რომ იგი ღიაა ჩინეთთან შეთანხმებისთვის, მაგრამ ჩინეთმა უნდა დადოს შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, ​​​​​​​​​​​​​​​​- აღნიშნა ლევიტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან წულაძე – დათო დოიაშვილის გათავისუფლება არის ძალიან დიდი უსამართლობა, დიდი უგუნურება და დანაშაული ქართული კულტურის წინაშე

ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან დიდი უგუნურება და დანაშაული ქართული კულტურის წინაშე, - ასე ეხმაურება რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა) “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.ლევან წულაძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კულტურის სფეროს პასუხი შეიძლება იყოს „აღშფოთება და პროტესტი“.„არსებობს პოლიტიკა და არსებობს კიდევ ქართული თეატრის მომავალი. დავით დოიაშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ქართული თეატრი წინ მიჰყავდა, საუკეთესო რეჟისორი იყო ქართველ რეჟისორებს შორის. მისი ასე გადაგდება იმიტომ, რომ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს, ეს არის დანაშაული ქართული კულტურის წინაშე. პოლიტიკა შეიცვლება, გაივლის ყველაფერი, მაგრამ კულტურის დაღუპვა და მკვლელობა არ შეიძლება“, - განაცხადა ლევან წულაძემ.კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო".შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ "საპროტესტო მანიფესტი" გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ირაკლი კობახიძე – შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშობლო არ უნდა გაეყიდა.„ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას, მინიმუმ, სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ, რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო გიორგი გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც.

ქეთი დოლიძე – დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი

დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი, - ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.აღნიშნულის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო".შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ "საპროტესტო მანიფესტი" გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ირაკლი კობახიძე – 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიკურია, რადგან ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის

ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პარლამენტში დამტკიცების გადავადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს გადავადება თავისი არსით ტექნიკურია.„რეალურად, საუბარია ორ-სამ თვეზე. გადავადების მიზეზი იყო ის, რომ ორჯერ გახანგრძლივდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი. მანამდე, თუ პარლამენტის დადგენილებით, კომისიას უნდა გამოეძიებინა 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის მანდატი 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა. შესაბამისად, კომისიას საკუთარი სამუშაოს წარსამართად დასჭირდება მეტი დრო, ამიტომ ეს ყველაფერი გადადის ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე.  აქედან გამომდინარე, პარლამენტს დასკვნის დამტკიცება შეეძლება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო კვირაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ჟურნალისტის კითხვას, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მაღალ შედეგს აჩვენებს, ხომ არ გაართულებს ეს ამ პარტიების აკრძალვას, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ეს, შესაძლოა, იყოს, ერთი შეხედვით, ერთადერთი არსებითი საკითხი, რასთანაც დაკავშირებულია ვადის გადაწევა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია.„ყველამ ვიცით, რაც არის, ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე. ჯამში, მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო

კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.„პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ მე არ მაქვს კომპეტენცია, 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები