ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

რობერტ ფიცო – კაია კალასისგან მუქარა უპატივცემულობაა, მე ვეწინააღმდეგები ამას, წავალ მოსკოვში 9 მაისს, არავის შეუძლია, მიკარნახოს, სად შემიძლია ან არ შემიძლია მოგზაურობა

მე ვარ სლოვაკეთის, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, არავის შეუძლია, მიკარნახოს, სად შემიძლია ან არ შემიძლია მოგზაურობა, მე წავალ მოსკოვში და პატივს მივაგებ წითელი არმიის ათასობით ჯარისკაცს, რომლებიც დაიღუპნენ სლოვაკეთის განთავისუფლებისას, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

ფიცო ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 9 მაისის აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ“.

როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „კალასისგან გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა“.

„ქალბატონი კალასისგან უპატივცემულობაა გაფრთხილება და მუქარა, მე ვეწინააღმდეგები ამას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, აფრთხილებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში, მაისში, გამარჯვების დღის აღსანიშნ ღონისძიებაში. მე წავალ მოსკოვში 9 მაისს. არ ვიცი, არის თუ არა ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟის ფორმა ან სიგნალი, რომ დავისჯები მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ? მაგრამ ვიცი, რომ ახლა 2025 წელია და არა 1939. ქალბატონი კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით, როგორ არ დაეთმო სათანადო ყურადღება სლოვაკეთში სისხლის სამართლის ოპოზიციის წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების საკითხს.

ქალბატონო კალას, მინდა გაცნობოთ, მე ვარ სლოვაკეთის, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი. არავის შეუძლია, მიკარნახოს, სად შემიძლია ან არ შემიძლია მოგზაურობა. მე წავალ მოსკოვში და პატივს მივაგებ წითელი არმიის ათასობით ჯარისკაცს, რომლებიც დაიღუპნენ სლოვაკეთის განთავისუფლებისას, ისევე, როგორც ნაცისტური ტერორის სხვა მილიონობით მსხვერპლს. მინდა შეგახსენოთ, მე ვარ ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ევროკავშირში, ვინც თანმიმდევრულად საუბრობს უკრაინაში მშვიდობის საჭიროებაზე და არ უჭერს მხარს ამ უაზრო ომის გაგრძელებას. ქალბატონი კალასის სიტყვები უპატივცემულობაა და მე მკაცრად ვეწინააღმდეგები“, – წერს ფიცო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია – გახარია პარლამენტში ვერ დაბრუნდება, რადგან ჯერჯერობით იქიდან არ გასულა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტიების და მოქალაქეების პირობების შესრულების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია.გვარამიას თქმით, მისთვის მეასეხარისხოვანია, რა ჭორებს ავრცელებს გიორგი გახარია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გამორიცხულია, თუ არ შესრულდა ის პირობები, რომლებიც დაყენებული გვაქვს პარტიებსაც, იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც პროტესტის ნიშნად, 130 დღეზე მეტია, დგანან რუსთაველზე – ახალი არჩევნები ახალი პირობებით, პატომრების თავისუფლება. ჩემთვის მეასეხარისხოვანია გიორგი გახარიას აზრი, რაზეა ის დარწმუნებული და რა ჭორებს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცები აპირებენ პარლამენტში შესვლას, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ის პარლამენტში ვერ დაბრუნდება იმ უბრალო მიზეზით, რომ ჯერჯერობით იქიდან არ გასულა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ 14 აპრილს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა: „მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა“.

დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ, უწყების გადაწყვეტილებით, დავით დოიაშვილი, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.სამინისტრო განმარტავს, რომ თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო."ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი" არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შსს: 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ოფთალმო – ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში მოხვდა.უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პოლიციელმა ამ ინციდენტის შედეგად მხედველობა დაკარგა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა - გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა „გიუვენში“ და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში“, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო - ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეისწავლეს სოკო, რომელიც ადამიანისთვის ცნობილ ყველაზე მწარე ნივთიერებას შეიცავს

მწარე აბედა სოკო Amaropostia stiptica-ს ალბათ ადგილობრივ ბაზარში ვერ ნახავთ, რადგან მას ძალიან, ძალიან საშინელი გემო აქვს.ეს აბედა სოკო იმდენად მწარეა, რომ დამგემოვნებელი ფიზიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების ჯგუფმა მისი მოლეკულური შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტეს. მათი მიზანი პირველ რიგში ის იყო, რომ დაედგინათ, საერთოდ რატომ არსებობს მწარე გემო.კვლევისას, სოკოში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მწარე ნაერთები, რომელთაგან ერთი შეიძლება ყველაზე მწარე ნივთიერება იყოს ადამიანისთვის ცნობილთა შორის. მისი სახელია ოლიგოპორინ D და ააქტიურებს ადამიანის მწარე გემოს რეცეპტორ TAS2R46-ს იმდენად დაბალი კონცენტრაციითაც კი, რომ თუკი ამ ოდენობას ოლიმპიურ საცურაო აუზში გავხსნით, შეიძლება ვერც კი დავაფიქსიროთ.სამი ნაერთი ლაბორატორიაში გაზრდილ გემოს შემგრძნობ უჯრედებზე დატესტეს; აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი ააქტიურებს ადამიანში მწარე გემოს შემგრძნობი 25 ნაირსახეობის რეცეპტორიდან სულ მცირე ერთს.ენაზე არსებულ გემოს რეცეპტორებს შეუძლიათ დაგვარწმუნონ, რომ გადმოვნერწყვოთ განსაკუთრებით მწარე ნივთიერებები — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახეობა მიდრეკილია ასეთი გამოწვევებისკენ, ისწავლოს, რომ ისინი შეიყვაროს.ეს კი მეცნიერებს არწმუნებს, რომ მწარე გემოები არსებობს იმისთვის, რათა არ ვჭამოთ ის, რისი ჭამაც არ შეიძლება. თუმცა, იმდენი გამონაკლისი არსებობს, რომ ეს თეორია სულ უფრო სუსტდება.მაგალითად, მწარე აბედა სოკო გასტრონომიული ინტერესის საგანი არ არის, მაგრამ რეალურად, ის შხამიანი არ არის. შხამასოკო (Amanita phalloides) შეიძლება სასიკვდილო იყოს, მაგრამ ყველა ცნობით, ის საკმაოდ გემრიელია.თუმცა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სოკოების ძირითადი მტაცებლები ადამიანები არ არიან; მათ სხვა მრავალი ხერხემლიანი თუ უხერხემლოც მოიხმარს და მათი რეცეპტორები შეიძლება ისე იყოს მორგებული, რომ ერთმანეთისგან უკეთესად არჩევდნენ შხამიან და არაშხამიან სოკოებს.კიდევ უფრო დამაბნეველი ისაა, რომ ე. წ. გემოს რეცეპტორები ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებშიც არის, მათ შორის, მსხვილ ნაწლავში, კუჭში და კანზეც კი. ისინი ამ ნაწილებში ძლიერ სხვანაირ ფუნქციებს ასრულებენ.„რაც უფრო საფუძვლიანი მონაცემები გვაქვს მწარე ნაერთების სხვადასხვა კლასებზე, გემოს რეცეპტორების ტიპებსა და ვარიანტებზე, უკეთესად შეგვიძლია შევქმნათ საპროგნოზო მოდელები სისტემური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით, რათა გამოვავლინოთ ახალი მწარე ნაერთები და შევძლოთ მწარე გემოს რეცეპტორების შუამავლობით გამოწვეული ეფექტების პროგნოზირება“, — ამბობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბეჰრენსი.მწარე აბედა სოკოს შეიძლება ჩვენთვის პასუხები ჯერ არ აქვს, მაგრამ მისმა საზარელმა გემომ შეიძლება გზა გვიჩვენოს. ის მნიშვნელოვნად ავსებს მწარე გემოების მონაცემთა ბაზებში არსებულ ნაპრალებს, რომლებიც სავსეა მოყვავილე მცენარეთა თუ ქიმიური ლაბორატორიების მოლეკულებით, მაგრამ ძალიან მწირად არის წარმოდგენილი ცხოველური, ბაქტერიული და სოკოვანი მოლეკულები.თუკი მწარე გემოს რეცეპტორების მიზნის დადგენა გვსურს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ მონაცემთა გამრავალფეროვნება უფრო ძველი ნივთიერებებით: ისინი 500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, მოყვავილე მცენარეთა და ადამიანთა ქიმიკოსები კი შედარებით თანამედროვეა — პირველი დაახლოებით 200 მილიონი წლის, მეორე კი რამდენიმე საუკუნის.„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აფართოებს ცოდნას მოლეკულური მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მწარე ნაერთების მოქმედების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფორმაციამ ამ სფეროში შესაძლოა მოგვცეს ახალი ხელსაწყოები სურსათისა და ჯანდაცვის კვლევებში, მაგალითად, შესაგრძნობად მიმზიდველი საკვების შემუშავებაში, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და დანაყრებაზე“, — ამბობს ბეჰრენსი.კვლევა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია leibniz-lsb.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. მომხსენებლის ინფორმაციით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება ასევე, ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომელიც თავის ბუნებით წარმოადგენს გრანტს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები