პარასკევი, აპრილი 18, 2025

ირაკლი კობახიძე – ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, ერთიანობის სიმბოლოა, ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.

კობახიძის თქმით, ქართული ენა თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც „კაცი უნდა ექომაგებოდეს“. სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა. ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტაძრებში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება (გალობა), რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე „ვაი, რა კარგი საჩინოს" მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა სხვა ტაძრებშიც.დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – არანაირი ერთობა არ არსებობს, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს დაუფიქრებლად მისცეს ხმა

არანაირი ერთობა არ არსებობს. ერთობის საჭიროება, მგონი, მოგონილია. გასაგებია, რომ განსხვავებული ბელადების პარტიები ვერ გაერთიანდებიან, რადგან ყველას თავის ეგო აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ე.წ. პროდასავლურ პარტიებს ხმა ისე მისცეს, რომ არც კი დაფიქრდნენ.„რატომ ატყუებდნენ ის ე.წ. პროდასავლური 4-5-9-25 პარტიები თავის ამომრჩეველს, რატომ ლაპარაკობდნენ რაღაც ძლიერ კოორდინაციებზე და სალომეს ლიდერობაზე, როცა სინამდვილეში ყველას ესმოდა, რომ, კულუარულად, ხან ვის ლანძღავდნენ და ხან ვის, ეს უკვე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, ამომრჩევლები დროზე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა 4-5-9-25 პარტიებს ხმა მისცეს ისე, რომ არც კი დაფიქრდნენ.მგონი, სიტყვა კოორდინაციაც გაუფასურდა, რადგან, როცა უნდათ, რომ არაფერი თქვან, ამბობენ, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და კომუნიკაცია გვაქვს. ეს სიტყვები ისე გაუფასურდა, რომ არაფერს აღარ ნიშნავს. არ მგონია, რომ ასეთი სიტყვებით შედგენილი ფრაზები რამეს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ არ იციან, რა გააკეთონ და ამას ღიად ვერ ამბობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს ყველაფერი რუსთაველის პროტესტზე დგას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა და ეს ვისაც ესმის, „რაღაცნაირ გრაფიკს“ შეადგენს.„გელა მთხოვდა დამეწერა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველზე ყოველსაღამოური პროტესტის შენარჩუნება, კაი ხანია, მე ვიკიდებდი, რადგან, შეიძლება შეცდომით, მაგრამ მაინც მაქვს განცდა, ვისაც ეს არ ესმის ან ესმის, მაგრამ ვერ ახერხებს, დამატებით ახსნასაც დიდი აზრი არ აქვს, რადგან გელა ჩასვეს 12 დღით. გალიდან რუსებს გამოქცეულ ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, „კაპეზეზე“ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბიჭვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ. რუსთაველის პროტესტზე დგას დღეს ყველაფერი – ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში.ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინა ადამიანების წამებამ, დაპატიმრებამ, ცილისწამებამ, უსამართლობამ, ფორმიანი თუ უფორმო „ტიტუშკების“ თარეშმა, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ახალ-ახალი რეპრესიული „კანონები“, რომლებსაც „იღებს“ რეჟიმი, ვერ ტეხს წინააღმდეგობის სულისკვეთებას, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით, რათა საქართველო გახდეს დასავლური სტრუქტურების თანასწორი წევრი, თანმდევი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის დონით, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ 12-წლიანმა რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაყვარა ოკუპანტი, ვერ აგვირია თავგზა და ისევ გვესმის, სადაა სიკეთე და სად – ბოროტება, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ მომავალთან მიმართებაში ასეთ სრულ გაურკვევლობაშიც კი, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ვერავინ ბედავს ღიად ტრ..ის თამაშს და რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ გარედან არ მოდის რეჟიმის აღიარებების კასკადი და ივანიშვილის „შნირებს“ უწევთ აქეთ-იქეთ წოწიალი, ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ სანქციები არათუ არ წყდება, არამედ სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამ პროცესში, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ ზოგადად პროტესტი არ ჩაკვდა, რასაც ძალიან სწრაფი ტემპით მოჰყვება სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განეიტრალება, გაცილებით მეტი ძალადობა და გაცილებით მეტი დაკავებები, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დგას იმ ხალხზე, ვინც საღამოობით დგას რუსთაველზე.არ არის აუცილებელი ყოველდღე იქ ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ. ეს თუ მოახერხა ასობით ადამიანმა, მოახერხებს ათასიც და ათობით ათასიც. დეკემბრის დასაწყისში, დილის 06:00-სკენ რომ იწყებდნენ ხოლმე დარბევას და მსვლელობით გავდიოდით რუსთაველიდან, ათასობით ვყვიროდით – ბოლომდე. ეს „ბოლომდე!“ იყო ყველანაირი დათქმების გარეშე (ასე თუ მოხდება, ისე თუ მოხდება). ჰოდა, ჯერ არ გავსულვართ ბოლოში ბოლომდე“, – წერს ჯაფარიძე.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სააღდგომოდ საქველმოქმედო ღონისძიებები დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველ დღესასწაულზე ატარებს საქველმოქმედო აქციებს და რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე - მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.„გვიახლოვდება სინათლის, იმედისა და განახლების დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო საქველმოქმედო აქციათა ციკლი. პირველი ღონისძიება უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონში გავმართეთ, სადაც სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადავეცით. ქველმოქმედება მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის. უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი კავშირისა და ერთობის გამოხატულება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი დიდი დღესასწაულის დროს, როგორიცაა აღდგომა, რომელიც მორწმუნეებისთვის სინათლის ბნელზე გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ მხრივ, ვცდილობთ სინათლე სხვის ცხოვრებაშიც შევიტანოთ - გავუზიაროთ სიკეთე და სითბო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხარებინა უსინათლო ბავშვები, რომლებიც გვაგრძნობინებენ, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სულიერებას და რაოდენ მშვენიერია მათი გულებით დანახული სამყარო“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის - „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე, წეროვანში, სოციალურად დაუცველ ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტი, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ. ღონისძიებათა ციკლი სააღდგომოდ განახლდა და თვის ბოლომდე გასტანს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ხარისხით, მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებით არ იზომება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და გვეამაყება, რომ წლების განმავლობაში ვზრუნავთ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე. ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ მხარდაჭერას, სითბოსა და მათ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ეს არის გზავნილი, რომ თითოეული ბენეფიციარი იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომ ისინი მარტონი არ არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მენეჯერს, რატი გურგენიძეს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოხალისეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც უშურველი შემოწირულობით, შრომითა და სიყვარულით ამ საქმეს გვერდში დაუდგა. ეს სიკეთეა აღდგომის ჭეშმარიტი არსის გამოხატულებაა“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

გია ვოლსკი – საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს

საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „ამ მოგონილი თემების უკან ბოროტი გეგმა და სტრატეგიაა“.„დიდ ბრიტანეთში დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება. აქეთ ზურაბ ადეიშვილია, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, რათა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გონება აურიონ. ამის უკან ბოროტი გეგმა და სტრატეგიაა, რაც საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, რომელიც მათი მორჩილი იქნება. ზოგადად, ჩვენს ოპოზიციას მარიონეტიზმი სჭირს. ეს არის დაავადება, რომელიც განუკურნებელია. საქართველოს მიმართ ეს რეალობაა, მაგრამ მაინც წინ ვართ და ეკონომიკური ზრდა არ შემცირებულა. სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს. კეზერაშვილი და ადეიშვილი თავიდან ბოლომდე სისხლში იყვნენ გასვრილები. მათ არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვეს. კეზერაშვილი მულტიმილიონერი ასე გახდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები