ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

“როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს – ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.

ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  “გირჩია”:

“ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,”- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშობლო არ უნდა გაეყიდა.„ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას, მინიმუმ, სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ, რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო გიორგი გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც.

ქეთი დოლიძე – დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი

დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი, - ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.აღნიშნულის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო".შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ "საპროტესტო მანიფესტი" გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ირაკლი კობახიძე – 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიკურია, რადგან ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის

ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პარლამენტში დამტკიცების გადავადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს გადავადება თავისი არსით ტექნიკურია.„რეალურად, საუბარია ორ-სამ თვეზე. გადავადების მიზეზი იყო ის, რომ ორჯერ გახანგრძლივდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი. მანამდე, თუ პარლამენტის დადგენილებით, კომისიას უნდა გამოეძიებინა 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის მანდატი 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა. შესაბამისად, კომისიას საკუთარი სამუშაოს წარსამართად დასჭირდება მეტი დრო, ამიტომ ეს ყველაფერი გადადის ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე.  აქედან გამომდინარე, პარლამენტს დასკვნის დამტკიცება შეეძლება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო კვირაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ჟურნალისტის კითხვას, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მაღალ შედეგს აჩვენებს, ხომ არ გაართულებს ეს ამ პარტიების აკრძალვას, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ეს, შესაძლოა, იყოს, ერთი შეხედვით, ერთადერთი არსებითი საკითხი, რასთანაც დაკავშირებულია ვადის გადაწევა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია.„ყველამ ვიცით, რაც არის, ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე. ჯამში, მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო

კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.„პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ მე არ მაქვს კომპეტენცია, 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, მინიმალური მოთხოვნა გვაქვს, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ...

არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.პრემიერის თქმით, მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას.„ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი, მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ გვაქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური, ოღონდ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ, არ იქნება უცხოური აგენტურა. მეტი მოთხოვნა ხომ არ გვაქვს, ეს არის ერთგვარი მინიმალური მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა დავაყენოთ.არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მცირე პოლიტიკურ პარტიებს, არის ერთი-ორი პატარა პარტია, რომელიც შეიძლება, გარედან არ იმართება, მაგრამ რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ პარტიას, იცით, როგორ გადანაწილდა არჩევნებზე შედეგები, 54% ავიღეთ ჩვენ, 38% იმ ოთხმა პარტიამ და 8% დანარჩენმა. იმ 8%-ში შეიძლება ზოგი ასეთი სუბიექტი შეიძლება იყოს, ზოგი ისეთი, მაგრამ რაც შეეხება 38%-ს, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის უცხოური აგენტურა. რომელიც ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხო ძალას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკის ახალი ხელისუფლება უწოდებს „დიფ სთეითს“ და .შ. ამიტომ არათუ პრობლემაა მათი არშესვლა საკრებულოებში ან დიდი დოზით არშესვლა, პირიქით, ეს არის ერთგვარი შანსი იმისა, ეს აგენტურული ოპოზიცია ჩანაცვლდეს პერსპექტივაში ისეთი ოპოზიციით, რომელიც, სულ მცირე, საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგება.კომპეტენციას და სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ – მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იდეალური ხელისუფლება, დემოკრატიის კანონია, რომ არ შეიძლება, რომელიმე ხელისუფლება იღებდეს 65,-70%-ს. ბუნებრივად არსებობს ოპოზიციური ნიშა. ასეთია დემოკრატიის ბუნება. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელსაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. მართალია, ეს შეიძლება, ვერ ესწრება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ რისი პირობაც შეგვიძლია, მივცეთ საზოგადოებას, არის ის, რომ არჩევნებამდე აუცილებლად გავამზადებთ სარჩელს და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პროცედურებს, წესით, არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებადია ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები