ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

კიტ კელოგი – ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება

ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, – აცხადებს კელოგი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი – დაშავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შსს: 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ოფთალმო – ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში მოხვდა.უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პოლიციელმა ამ ინციდენტის შედეგად მხედველობა დაკარგა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა - გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა „გიუვენში“ და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში“, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო - ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეისწავლეს სოკო, რომელიც ადამიანისთვის ცნობილ ყველაზე მწარე ნივთიერებას შეიცავს

მწარე აბედა სოკო Amaropostia stiptica-ს ალბათ ადგილობრივ ბაზარში ვერ ნახავთ, რადგან მას ძალიან, ძალიან საშინელი გემო აქვს.ეს აბედა სოკო იმდენად მწარეა, რომ დამგემოვნებელი ფიზიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების ჯგუფმა მისი მოლეკულური შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტეს. მათი მიზანი პირველ რიგში ის იყო, რომ დაედგინათ, საერთოდ რატომ არსებობს მწარე გემო.კვლევისას, სოკოში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მწარე ნაერთები, რომელთაგან ერთი შეიძლება ყველაზე მწარე ნივთიერება იყოს ადამიანისთვის ცნობილთა შორის. მისი სახელია ოლიგოპორინ D და ააქტიურებს ადამიანის მწარე გემოს რეცეპტორ TAS2R46-ს იმდენად დაბალი კონცენტრაციითაც კი, რომ თუკი ამ ოდენობას ოლიმპიურ საცურაო აუზში გავხსნით, შეიძლება ვერც კი დავაფიქსიროთ.სამი ნაერთი ლაბორატორიაში გაზრდილ გემოს შემგრძნობ უჯრედებზე დატესტეს; აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი ააქტიურებს ადამიანში მწარე გემოს შემგრძნობი 25 ნაირსახეობის რეცეპტორიდან სულ მცირე ერთს.ენაზე არსებულ გემოს რეცეპტორებს შეუძლიათ დაგვარწმუნონ, რომ გადმოვნერწყვოთ განსაკუთრებით მწარე ნივთიერებები — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახეობა მიდრეკილია ასეთი გამოწვევებისკენ, ისწავლოს, რომ ისინი შეიყვაროს.ეს კი მეცნიერებს არწმუნებს, რომ მწარე გემოები არსებობს იმისთვის, რათა არ ვჭამოთ ის, რისი ჭამაც არ შეიძლება. თუმცა, იმდენი გამონაკლისი არსებობს, რომ ეს თეორია სულ უფრო სუსტდება.მაგალითად, მწარე აბედა სოკო გასტრონომიული ინტერესის საგანი არ არის, მაგრამ რეალურად, ის შხამიანი არ არის. შხამასოკო (Amanita phalloides) შეიძლება სასიკვდილო იყოს, მაგრამ ყველა ცნობით, ის საკმაოდ გემრიელია.თუმცა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სოკოების ძირითადი მტაცებლები ადამიანები არ არიან; მათ სხვა მრავალი ხერხემლიანი თუ უხერხემლოც მოიხმარს და მათი რეცეპტორები შეიძლება ისე იყოს მორგებული, რომ ერთმანეთისგან უკეთესად არჩევდნენ შხამიან და არაშხამიან სოკოებს.კიდევ უფრო დამაბნეველი ისაა, რომ ე. წ. გემოს რეცეპტორები ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებშიც არის, მათ შორის, მსხვილ ნაწლავში, კუჭში და კანზეც კი. ისინი ამ ნაწილებში ძლიერ სხვანაირ ფუნქციებს ასრულებენ.„რაც უფრო საფუძვლიანი მონაცემები გვაქვს მწარე ნაერთების სხვადასხვა კლასებზე, გემოს რეცეპტორების ტიპებსა და ვარიანტებზე, უკეთესად შეგვიძლია შევქმნათ საპროგნოზო მოდელები სისტემური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით, რათა გამოვავლინოთ ახალი მწარე ნაერთები და შევძლოთ მწარე გემოს რეცეპტორების შუამავლობით გამოწვეული ეფექტების პროგნოზირება“, — ამბობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბეჰრენსი.მწარე აბედა სოკოს შეიძლება ჩვენთვის პასუხები ჯერ არ აქვს, მაგრამ მისმა საზარელმა გემომ შეიძლება გზა გვიჩვენოს. ის მნიშვნელოვნად ავსებს მწარე გემოების მონაცემთა ბაზებში არსებულ ნაპრალებს, რომლებიც სავსეა მოყვავილე მცენარეთა თუ ქიმიური ლაბორატორიების მოლეკულებით, მაგრამ ძალიან მწირად არის წარმოდგენილი ცხოველური, ბაქტერიული და სოკოვანი მოლეკულები.თუკი მწარე გემოს რეცეპტორების მიზნის დადგენა გვსურს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ მონაცემთა გამრავალფეროვნება უფრო ძველი ნივთიერებებით: ისინი 500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, მოყვავილე მცენარეთა და ადამიანთა ქიმიკოსები კი შედარებით თანამედროვეა — პირველი დაახლოებით 200 მილიონი წლის, მეორე კი რამდენიმე საუკუნის.„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აფართოებს ცოდნას მოლეკულური მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მწარე ნაერთების მოქმედების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფორმაციამ ამ სფეროში შესაძლოა მოგვცეს ახალი ხელსაწყოები სურსათისა და ჯანდაცვის კვლევებში, მაგალითად, შესაგრძნობად მიმზიდველი საკვების შემუშავებაში, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და დანაყრებაზე“, — ამბობს ბეჰრენსი.კვლევა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია leibniz-lsb.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. მომხსენებლის ინფორმაციით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება ასევე, ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომელიც თავის ბუნებით წარმოადგენს გრანტს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის."მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა – ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. სწორედ ამიტომ არის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი განსაკუთრებული და სამაგალითო", - განაცხადა ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა."დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით, სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს  განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა აღნიშნული პრინციპების დასაცავად. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროში გამოცდილი მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალ განზომილებას შეიძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების გასატარებლად. რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო, ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სულ ახლახან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას. "ეს უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად და გამოსაყენებლად. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება ისტორიულ ხელშეკრულებას, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მხრიდან გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას და მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.„მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულმა ურთიერთთანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით, ბოლომდე უნდა ავითვისოთ რეგიონის პოტენციალი და შევასრულოთ ძლიერი, საიმედო დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. ძვირფასო კოლეგავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლებლობა მომეცემა გიმასპინძლოთ საქართველოში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

„გარდიანი“ – დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი სოციალური პლატფორმის ამოქმედებას აპირებს, რომელიც „დიფ სთეითისა“ და მეინსტრიმ მედიის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას შეეწინააღმდეგება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი საკუთარი სოციალური მედიაპლატფორმის ამოქმედებას აპირებს, რომელიც „დიფ სთეითისა“ და მეინსტრიმ მედიის მიერ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გაუწევს წინააღმდეგობას. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.ტრასის თქმით, მისი სოციალური მედია პლატფორმა ზაფხულში ამუშავდება.როგორც „გარდიანი“ წერს, ეს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა ქვეყანაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს შორის ლიდერობა მოიპოვოს.როგორც ბედფორდში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლიზ ტრასმა განაცხადა, მთავრობის მეთაურად დანიშვნის შემდეგ მას ებრძოდა „ელიტა“, რომელიც დიდი ბრიტანეთში რადიკალური ცვლილებების წინააღმდეგი იყო.„ამან მაფიქრებინა, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება არაა საკმარისი და ჩვენ გვჭირდება მედიაქსელი, რომ ხალხთან კომუნიკაცია შევძლოთ, რომ გვქონდეს მოძრაობა, რომელიც მოითხოვს ჩვენი ლიდერების ცვლილებას“, – განაცხადა ტრასმა.„გარდიანია“ ცნობით, თავის გამოსვლაში ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, თუ როგორ ხდება დიდი ბრიტანეთში მეინსტრიმ მედიის მიერ სასურველი თემების ჩახშობა ან წინ წაწევა. ტრასმა დიდი ბრიტანეთი კომუნისტურ რუსეთს შეადარა.„ასეთი რაღაცები საბჭოთა კავშირში ხდებოდა და ახლა ეს ჩვენ თავს ხდება, რაც ეს აბსოლუტურად შოკისმომგვრელია“ – აღნიშნა ლიზ ტრასმა.ტრასის თქმით, ის შექმნის ახალ სოციალურ მედიაპლატფორმას, რომლის ცენზურის ქვეშ მოქცევა შეუძლებელია იქნება და ადამიანები ისაუბრებენ იმ თემებზე, რომლებიც ნამდვილად აწუხებთ.

ბოლო სიახლეები