ორშაბათი, აპრილი 14, 2025

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, რეჟიმი შეტევას ახორციელებს არამარტო ეროვნულ ღირსებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებზე.

„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – წერს სააკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა.თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

„20 ივნისზე დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ – ირაკლი კუპრაძე

„20 ივნისზე დამნაშავეა "ქართული ოცნება", დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა ცინიკურად ილაპარაკოს, რომ თურმე, ის პასუხისმგებელია ზოგადად. პასუხისმგებლობის აღება მაშინ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, არ არის კარგი ამბავი, ამით ვერავის ვერ მოხიბლავს გიორგი გახარია," - ეს განცხადება „ღამის კურიერის" ეთერში „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ ფარსია და პროპაგანდისტულ მიზნებს ისახავს.„მე ვნახე იქ რაღაც კეკლუცი წულუკიანსა და გახარიას შორის, რომელიც საერთოდ არ იწვევს სიმპათიას, - ერთმანეთს ეკეკლუცებიან, თან ვითომ ექიშპებიან... ეს ყველაფერი, ჩემთვის მხოლოდ შოუა რამდენიმე კრიტერიუმის გამო. პირველი: უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არის ფარსი და სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ უნდოდათ სამართლებრივი პროცესის წარმოება, არსებობს სასამართლო და პროკურატურა. გამოეძიებინათ ყველა საქმე, რომელიც განიხილეს; მეორე: მათ ეს ყველაფერი სჭირდებათ პროპაგანდისთვის და უკვე მეორეჯერ, ასე ახანგრძლივებენ კომისიის მუშაობას. ამ დროს, 6%-ით გაიზარდა ბავშვთა შორის შიმშილიანობა. დღეს 400 000 ბავშვი ითხოვს საკვებს. ამ პირობებში, მას სჭირდება, რომ გახარიას განვიხილავდეთ დღეს მე და თქვენ," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ტრაგედია საბერძნეთში – სამუშაოდ წასულ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა

ტრაგედია სანტორინზე სამუშაოდ წასულ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა.შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.საქმის მასალების მიხედვით, 59 წლის ქალი სასტუმროში ოთახებს ალაგებდა. როგორც ირკვევა, კონკრეტულ სასტუმროში კედელზე მიმაგრებული საწოლი იყო, რომელიც მოულოდნელად ჩამოიხსნა და ზედ დაეცა.ქალი კისერში გადატყდა და უმძიმესი დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი – ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას, ომს როცა იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მოგება, არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც 20-ჯერ დიდია...

ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. ომს როცა იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას განაცხადა.ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა, ესაუბრა თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის Patriot-ის სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ზელენსკი მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას.„არ ვიცი, ის მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. როცა ომს იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, არა? არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც თქვენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმედოვნებთ, რომ ვიღაც რაკეტებს მოგცემთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არიან პასუხისმგებლები.

4 წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას პატარას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.დათა წიქორიძეს ერთი კვირის წინ დაუდგინდა მწვავე ეპილეფსია, მას აქვს კუნთოვანი მასის გალევა, ასევე ცელიაკიისა და მუკოვისციდოზის ნიშნები, აქვს კრუნჩხვები და თავის ძლიერი ტკივილები.დათა წიქორიძეს სჭირდება კვლევებისა და მკურნალობის თურქეთში გაგრძელება, დიაგნოზისთვის საჭიროა კუნთის ბიოფსია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:თიბისი ბანკი: GE49TB7132845063300014საქართველოს ბანკი: GE28BG0000000603488910მიმღები: მარია წიქორიძე - დედა.

ბოლო სიახლეები