სამშაბათი, აპრილი 15, 2025

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები – ირაკლი კობახიძე

ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მას აქვს ობიექტური შეფასება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯეფრი საქსი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

„ჯეფრი საქსი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი გზავნილებიც – ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე.„34 დღის წინ უკრაინამ დადებითი პასუხი გასცა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. უკვე 34 დღეა, გრძელდება რუსეთის აშკარა უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლაც – ისევე როგორც წლების განმავლობაში – პუტინი ფოკუსირებულია ომის გაგრძელებაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები საკუთარ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს.„ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – მათ იქ, მოსკოვში ახლა არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულნი არიან – ომს“, – დასძინა ზელენსკიმ.

„დასრულდა ისტორია…“ – ტრაგედია ქეთი ქველაძის ოჯახში

ტიკ-ტოკერ ქეთი ქველაძეს დედა გარდაეცვალა.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.„დასრულდა ისტორია… წავიდა დედამისთან… არ ვიცი რატო ვკვდები ახლა მე მამიკოს ვუწმენდი საფლავს თურმე დედაჩემის სამარეს ვთხრიდი… 21:07 წუთზე დამირეკეს პოლიციიდან დედაშენი აღარ არისო… განა როდის იყო მაგრამ რატო ამ სააღდგომოდ !? ის ყოველ წელს აღდომას ელოდებოდა უყვარდა სასაფლაოებზე სიარული და საჭმლის მოგროვება… იმედია იმ ცხოვრებაში მაინც იქნება ბედნიერი მის ძაღლებთან ერთად“, - წერს ქეთი ქველაძე.

ეკა ბესელია – დღეს ბევრი ღია მუქარა იყო, პირდაპირი მინიშნებები, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს, სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს – გახარიას კი მეტი...

დღეს ბევრი ღია მუქარა იყო. პირდაპირი მინიშნებები იყო, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს. დღევანდელი სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს გახარიას მიმართ. არ მალავდნენ ცინიკური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მის მიმართ აგრესიას. ღიად ჩანდა, რომ კომისიას არანაირი ობიექტური კვლევის სურვილი მას არ აქვს“,- განაცხადა ბესელიამ.ამასთან, ბესელიამ უშუალოდ გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე და იქ გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ დააკლდა და გახარიასგან მეტის მოლოდინი ჰქონდა.„მგონია, რომ დღეს გახარიას მეტი შეეძლო, მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა. ბევრი რამ აქვს გახარიას სათქმელი. ყველაფერზე, რაზეც მას პასუხებს სთხოვდნენ, ათმაგად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“.თვალები დათხარეს კი არა ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, დალეწილი აქვთ თავ-ყბა. გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო. მგონია, რომ მას უფრო ძლიერად შეეძლო ამ ტრიბუნის გამოყენება დღეს. ბევრი რამ უფრო მწვავედ ეთქვა, ბევრი რამ უკან შეებრუნებინა და არ მიეცა იმდენის უფლება, რამდენიც მისცეს იქ მსხდომებმა საკუთარ თავს“, - განაცხადა ბესელიამ.

პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა.თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

„20 ივნისზე დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ – ირაკლი კუპრაძე

„20 ივნისზე დამნაშავეა "ქართული ოცნება", დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა ცინიკურად ილაპარაკოს, რომ თურმე, ის პასუხისმგებელია ზოგადად. პასუხისმგებლობის აღება მაშინ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, არ არის კარგი ამბავი, ამით ვერავის ვერ მოხიბლავს გიორგი გახარია," - ეს განცხადება „ღამის კურიერის" ეთერში „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ ფარსია და პროპაგანდისტულ მიზნებს ისახავს.„მე ვნახე იქ რაღაც კეკლუცი წულუკიანსა და გახარიას შორის, რომელიც საერთოდ არ იწვევს სიმპათიას, - ერთმანეთს ეკეკლუცებიან, თან ვითომ ექიშპებიან... ეს ყველაფერი, ჩემთვის მხოლოდ შოუა რამდენიმე კრიტერიუმის გამო. პირველი: უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არის ფარსი და სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ უნდოდათ სამართლებრივი პროცესის წარმოება, არსებობს სასამართლო და პროკურატურა. გამოეძიებინათ ყველა საქმე, რომელიც განიხილეს; მეორე: მათ ეს ყველაფერი სჭირდებათ პროპაგანდისთვის და უკვე მეორეჯერ, ასე ახანგრძლივებენ კომისიის მუშაობას. ამ დროს, 6%-ით გაიზარდა ბავშვთა შორის შიმშილიანობა. დღეს 400 000 ბავშვი ითხოვს საკვებს. ამ პირობებში, მას სჭირდება, რომ გახარიას განვიხილავდეთ დღეს მე და თქვენ," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ბოლო სიახლეები