ორშაბათი, აპრილი 14, 2025

გთხოვთ გავავრცელოთ-5 დღის ელიას ბარათელს ვილმსის სიმსივნე დაუდგინდა – მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია და მკურნალობა

5 დღის ელიას ბარათელს ვილმსის სიმსივნე დაუდგინდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია და მკურნალობა, რომლის სახსრები ოჯახს არ აქვს.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:

თბს ბანკი – GE51TB7895045068100034

საქართველოს ბანკი – GE52BG0000000570815095

მიმღები: დავით ბარათელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ფაინენშელ თაიმსი“ – ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონების და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი

ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონებისა და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისრებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მომავალ კვირას გაემართებიან მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე, ახალი ინსტრუქციები მიიღეს.გამოცემის წყაროს თქმით, ეს ზომები ასახავს იმას, რაც გამოიყენება უკრაინასა და ჩინეთში მოგზაურობისთვის, სადაც სტანდარტული კომპიუტერული კომპლექტების ჩატანა შეუძლებელია რუსული ან ჩინური ჯაშუშობის საფრთხის გამო.„ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება, შეაღწიოს კომისიის სისტემებში“, – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.ოფიციალური პირების თქმით, ინსტრუქციები ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, მოიცავს რეკომენდაციას, გამორთონ ტელეფონები საზღვარზე და მოათავსონ სპეციალურ შეფუთვაში, რათა დაიცვან ისინი ჯაშუშობისგან.

სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას მიმართა – ტელევიზორში რომ დავინახე, რა უბედურება ტრიალებდა, გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველ კადრებს...

მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, შემოვედი და გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის საკითხთან დაკავშირებით.მანამდე სოზარ სუბარმა გახარიას ჰკითხა, ახსოვდა თუ არა, ბრძანებებს საიდანაც გასცემდა, იმ ოთახში ვინ იყვნენ მასთან ერთად და იყო თუ არა მასთან ლომჯარია, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ არ ახსოვს.„სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ლომჯარიას და მის მოადგილეს, ბურჯანაძეს ასეთი ამნეზია არ აქვთ, და თუ არ აქვთ, მაშინ ისინი გაიხსენებენ, რომ აქციის დაშლა როდესაც გადაწყვიტეთ, მე პირადად გითხარით, გიორგი, ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას, სრულიად საკმარისი ძალა არის, რათა გაზით, წყლის ჭავლით დავშალოთ, თუ ამის გამოყენება აუცილებელია, რეზინის ტყვიები არ გავარდეს-მეთქი. თქვენ დაშლის ბრძანება გაეცით. კი არ გითქვამთ, რომ რეზინის ტყვია გავარდეს, უბრალოდ, საერთოდ არ გიხსენებიათ რამე კონკრეტული. რადგანაც დაშლის ბრძანება იყო გაცემული, როგორც ჩანს, ავტომატურად იგულისხმებოდა ესეც, ასე იქნებოდით შეთანხმებული. იმ ოთახიდან, ზემოდან კარგად არ ჩანდა, მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, შემოვედი და გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“, – მიმართა სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას.

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა – ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ხალხს თვალები

ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ოპერაციის მართვისას და ყველაფრის გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, მათ შორის ტყვიების გამოყენებაზე, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს პასუხობს.წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია ახლა კონკრეტულ პოლიციელებს აბრალებს, რომ მათ ბრძანების გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვიები.„ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და მაპატიეთ, ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან სხვა არაფერი მომხდარა ამ წუთში, გარდა იმისა, რომ თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე მათ ითავხედეს და თვალები დასთხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო – თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს, ინტერვიუში ყველგან ამბობთ, მე გავეცი ეს ბრძანება და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. მე პირადად, ვეღარ გავიგე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.ამასთან, წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა: „ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ხალხს თვალები“.

პეტრე ცისკარიშვილი – გიორგი გახარია არის პარლამენტარი, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ

გიორგი გახარია არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას აქვს იმედი, რომ აიკრძალება ყველა პარტია, მათ შორის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა სურთ, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ მათი ოპოზიციური გაერთიანება დარჩეს.„გიორგი გახარია თავად იღებს გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას უბრალოდ მინდა, შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს კაცი არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმედი აქვს, ყველა პარტია აიკრძალება. პირველ რიგში ჩვენს პარტიას ერჩიან, „ნაციონალურ მოძრაობას“. მის კანონგარეშე გამოცხადებას აპირებენ და ჩვენი საბუთების ჩამორთმევას, თორემ იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებს, გასაგებია, რომ ვერ გააუქმებენ. ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებებენ, თვითონ რაღაცნაირად უნდა, რომ გადარჩეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ მხოლოდ თვითონ იყოს რეგისტრირებული, როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია. ამის იმედი აქვთ ამ ადამიანებს, რაც თავისთავად არის აბსურდი. ჯერ ერთი, ასე არ ხდება დიქტატურულ რეჟიმებში და მეორეც, ასე რომც მოხდეს, არანაირი ოპოზიციური ხმები მათ სასარგებლოდ ნამდვილად, არ წავა“,- აღნიშნა ცისკარიშვილმა.მისივე თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია არის ცირკი. ცისკარიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ.„პირველივე დღიდან, არაერთი კომენტარი გაკეთდა, რომ ეს არის ცირკი, ეს არის პიარისთვის, მხოლოდ. იმას ემსახურება, რომ არამხოლოდ პოლიტიკური პიარული ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ორგანიზაციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ ჩამოართვან საბუთები, გააუქმონ, კანონგარეშედ გამოაცხადონ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ. არანაირი წესდება და იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება, ბეჭდური სხვადასხვა მასალა და საბუთები არაფერს არ ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც არის საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარებისა და პროგრესის იდეა. ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების, ჩვენი უსაფრთხოების იდეა და ეკონომიკური წარმატების იდეა, რასაც ემსახურებოდა მიშა სააკაშვილი, მისი ადმინისტრაცია, რა დიდ წარმატებებსაც იმ ცხრა წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია, ეს იდეა აუცილებლად მოვა საქართველოში და თავის სიტყვას ჯერ კიდევ იტყვის. საბუთებს ჩამოართმევენ თუ არ ჩამოართმევენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის მეასეხარისხოვანი“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი გახარია – 20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე

20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.გახარიას თქმით, არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია.„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ იმ ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, თითქოს პოლიციელს რაღაც დავაბრალე. არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას, ბრძანებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი. ამას ყოველთვის ვამბობდი. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად სრული უფლება ჰქონდათ, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში. ეს არის და ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო სიახლეები