კვირა, აპრილი 13, 2025

„ევროკავშირმა იმ პრინციპებს შეაქცია ზურგი, რომლებსაც ოდესღაც იცავდა“ – ეკა სეფაშვილი Eagleeyeexplore-თან ინტერვიუში

„ევროკავშირმა იმ პრინციპებს შეაქცია ზურგი, რომლებსაც ოდესღაც იცავდა“ ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eagleeyeexplore-ი ინტერვიუს „ხალხის ძალის“ წევრთან ეკა სეფაშვილთან.

ინტერვიუში საუბარი ისეთ აქტუალურ თემებს შეეხო, როგორებიცაა ევროკავშირის მხრიდან ქმედებები საქართველოს მიმართ, საპარლამენტო არჩევნების მიმართ ოპოზიციის ბოიკოტი, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, აშშ-თან ურთიერთობა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში საქართველო მზარდ საერთაშორისო ზეწოლას შეეჯახა, რომელიც ომში ჩაბმას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეწოლა თავიდან საზოგადოებისგან დამალული იყო, მმართველმა გუნდმა ამის შესახებ შესანიშნავად იცოდა. ამ ზეწოლის დიდი ნაწილი ოპოზიციისგან მოდიოდა, რომელიც უცხოურ ინტერესებს ემსახურება და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, უცხოური მხარდაჭერის მეშვეობით ოპოზიციამ მოუწოდა საქართველოს ისეთი ნაბიჯებისკენ, რომლებიც პირდაპირ ჩააბამდა მას ომში. ეს იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება და უკრაინაში ქართველი მეომრების გაგზავნა.

„ჩვენ ამ ზომების წინააღმდეგ გამოვედით, რადგან ვთვლიდით, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნებოდა და სამხედრო კონფლიქტს რუსეთთან გარდაუვალად გააძლიერებდა. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს მხარი დაუჭირა, მათ შორის, ფინანსურსაც. რუსეთის წინააღმდეგ ორმაგი სანქციების შემოღება უფრო დააზიანებდა საქართველოს, ვიდრე რუსეთს“, – აღნიშნა სეფაშვილმა და დასძინა, რომ ზოგიერთი გამოთვლებით ერთმხრივმა სანქციებმა შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ით დაცემა გამოიწვიოს.

სეფაშვილის თქმით, იმ დროს საზოგადოებისთვის რთული გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები. ამის გამო, „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღიად მოეყოლა საზოგადოებისთვის იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც საქართველო შეეჯახა.

„როდესაც ჩვენ ხალხს ჩვენი გადაწყვეტილებები დავუსაბუთეთ, მათ აღიარეს, რომ მთავრობა პასუხისმგებლობიანად მოქმედებდა“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მან დატოვა „ქართული ოცნება“ და 9 კოლეგასთან ერთად დააარსა პარტია „ხალხის ძალა“, რომლის მიზანიც უცხოური გავლენის გამოაშკარავებაა და ხალხისთვის სიმართლის მოყოლაა იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ კიდევ უფრო გაამძაფრონ სიტუაცია რუსეთთან.

„არჩევნების შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი საპარლამენტო ჯგუფი შევქმენით. ეს აუცილებელი იყო, რადგან ზოგიერთმა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა თავისი ადგილის დაკავებაზე. როგორც დამოუკიდებელი ჯგუფი, ჩვენ მიზნად ვისახავთ, ვიყოთ კონსტრუქციული ოპოზიცია და მხარი დავუჭიროთ სტაბილურობას, პასუხისმგებლობას და ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

წინასააღდგომო სამზადისი და კვერცხის ხარისხი ბაზარზე – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა პროდუქტის ხარისხის შესახებ და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. უწყება საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებსა და ხარისხს ამოწმებს, ხოლო საკვებად უვარგისი კვერცხის რეალიზაციიდან მოხსნას ითხოვს.სეს-მა უკვე 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმა. გამოვლინდა მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები. სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, უვნებელი პროდუქტის ამოცნობის მექანიზმები აქვს მომხმარებელსაც.ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად აწერია ვადა, რომელსაც, პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება, ე.წ. სოფლის კვერცხის შემთხვევაში კი, არსებობს ახალი პროდუქტის ამოცნობის წესები.უვნებლობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია შეძენიდან გამოყენებამდეც.სააღდგომოდ კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია, არ იყოს დარღვეული ნაჭუჭის მთლიანობა და ის უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი ინტოქსიკაციებისა.სწორედ ამიტომ, დღესასწაულის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება კლინიკებში მიმართვიანობა, როგორც მოწამვლით, ასევე ალერგიული რეაქციებით, რადგან კვერცხი მნიშვნელოვანი ალერგენია.ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სადღესასწაულო კვერცხი შევღებოთ ბუნებრივი საღებავებით და არ გამოვიყენოთ გაურკვეველი წარმომავლობის გამაფერადებლები, რომლებიც, შესაძლოა, ქიმიურად იყოს დაბინძურებული.იმისთვის, რომ აღდგომა დარჩეს მართლაც დღესასწაულად და კვებითი ინტოქსიკაციის გამო არ გავიფუჭოთ განწყობა, მნიშვნელოვანია, დავიცვათ სპეციალისტების რჩევები ამ დღესასწაულის მთავარ სიმბოლოსთან მიმართებით.

“როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს - ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  "გირჩია":"ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

“რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა” – კაია კალასი

უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა."დღეს დილას, სუმში შექმნილი სიტუაცია გულის ამაჩუყებელია. პალმის რტოს დღესასწაულის აღსანიშნად შეკრებილ საზოგადოებას რუსული რაკეტები დახვდათ. ეს კიდევ ერთი ცხადი მაგალითია იმის, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა", - წერს კაია კალასი პლათფორმა "იქსზე".

მარკო რუბიო – აშშ მწუხარებას გამოთქვამს სუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო, ეს არის შეხსენება, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რატომ ხარჯავენ ამდენ ძალისხმევას ომის...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად – დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები

ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე.ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.„დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში - მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები.ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა.ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა:რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით.დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კავშირს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას იქამდე, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის პირობებისა და ვადების შესაბამისად.დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი არის ჩვენს გულებში - დღეს და ყოველ დღე.ევროპა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის გვერდით დგას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბოლო სიახლეები