კვირა, აპრილი 13, 2025

მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, “ნაცების” მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს – გია აბაშიძე

მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, “ნაცების” მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, მართლმსაჯულება საკადრის ადგილს მიუჩენს საქართველოს გმირებს უკან უბინძურესი სპეკულაციებით ამოფარებულ არაკაცებს.

“მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, “ნაცების” მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ასეც იქნება, პარლამენტარები მეტ ნაცგარეწარს ამხელენ, ხოლო მართლმსაჯულება საკადრის ადგილს მიუჩენს საქართველოს გმირებს უკან უბინძურესი სპეკულაციებით ამოფარებულ არაკაცებს. აგენტოკრატიის მიერ მხარდაჭერილი უსამშობლო ავაზაკების თავისუფალ სივრცეში ყოფნის დრო იწურება და მათი ტრაგიკომიკური კონვულსიები ამით აიხსნება”, – წერს გია აბაშიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

წინასააღდგომო სამზადისი და კვერცხის ხარისხი ბაზარზე – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა პროდუქტის ხარისხის შესახებ და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს. უწყება საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებსა და ხარისხს ამოწმებს, ხოლო საკვებად უვარგისი კვერცხის რეალიზაციიდან მოხსნას ითხოვს.სეს-მა უკვე 30-ზე მეტი მწარმოებელი შეამოწმა. გამოვლინდა მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები. სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, უვნებელი პროდუქტის ამოცნობის მექანიზმები აქვს მომხმარებელსაც.ფერმაში წარმოებულ ყველა კვერცხს აუცილებლად აწერია ვადა, რომელსაც, პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება, ე.წ. სოფლის კვერცხის შემთხვევაში კი, არსებობს ახალი პროდუქტის ამოცნობის წესები.უვნებლობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია შეძენიდან გამოყენებამდეც.სააღდგომოდ კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია, არ იყოს დარღვეული ნაჭუჭის მთლიანობა და ის უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი ინტოქსიკაციებისა.სწორედ ამიტომ, დღესასწაულის პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება კლინიკებში მიმართვიანობა, როგორც მოწამვლით, ასევე ალერგიული რეაქციებით, რადგან კვერცხი მნიშვნელოვანი ალერგენია.ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სადღესასწაულო კვერცხი შევღებოთ ბუნებრივი საღებავებით და არ გამოვიყენოთ გაურკვეველი წარმომავლობის გამაფერადებლები, რომლებიც, შესაძლოა, ქიმიურად იყოს დაბინძურებული.იმისთვის, რომ აღდგომა დარჩეს მართლაც დღესასწაულად და კვებითი ინტოქსიკაციის გამო არ გავიფუჭოთ განწყობა, მნიშვნელოვანია, დავიცვათ სპეციალისტების რჩევები ამ დღესასწაულის მთავარ სიმბოლოსთან მიმართებით.

“როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს - ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  "გირჩია":"ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

“რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა” – კაია კალასი

უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა."დღეს დილას, სუმში შექმნილი სიტუაცია გულის ამაჩუყებელია. პალმის რტოს დღესასწაულის აღსანიშნად შეკრებილ საზოგადოებას რუსული რაკეტები დახვდათ. ეს კიდევ ერთი ცხადი მაგალითია იმის, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა", - წერს კაია კალასი პლათფორმა "იქსზე".

მარკო რუბიო – აშშ მწუხარებას გამოთქვამს სუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო, ეს არის შეხსენება, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რატომ ხარჯავენ ამდენ ძალისხმევას ომის...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად – დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები

ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე.ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.„დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში - მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები.ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა.ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა:რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით.დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კავშირს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას იქამდე, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის პირობებისა და ვადების შესაბამისად.დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი არის ჩვენს გულებში - დღეს და ყოველ დღე.ევროპა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის გვერდით დგას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბოლო სიახლეები