კვირა, აპრილი 13, 2025

შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. – ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს.

პოლიციამ შ.ყ. ბათუმში, ხოლო მ.ზ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს დატოვების მცდელობისას დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს - ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  "გირჩია":"ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

“რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა” – კაია კალასი

უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა."დღეს დილას, სუმში შექმნილი სიტუაცია გულის ამაჩუყებელია. პალმის რტოს დღესასწაულის აღსანიშნად შეკრებილ საზოგადოებას რუსული რაკეტები დახვდათ. ეს კიდევ ერთი ცხადი მაგალითია იმის, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმებს ამძაფრებს. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა", - წერს კაია კალასი პლათფორმა "იქსზე".

მარკო რუბიო – აშშ მწუხარებას გამოთქვამს სუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო, ეს არის შეხსენება, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რატომ ხარჯავენ ამდენ ძალისხმევას ომის...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად – დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები

ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე.ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.„დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში - მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები.ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა.ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა:რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით.დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კავშირს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას იქამდე, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის პირობებისა და ვადების შესაბამისად.დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი არის ჩვენს გულებში - დღეს და ყოველ დღე.ევროპა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის გვერდით დგას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ირაკლი ბათიაშვილი 9 აპრილის მემორიალზე: არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის – ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის

„ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც იქ მოხდა, როცა ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. მე პირდაპირ ჩამქოლეს, ჩამჩეხეს, ჯერ ცხედრებში ვიყავი, მერე მორგში აღმოვჩნდი და ბოლოს რეანიმაციაში. თუმცა, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განმარტა ბათიაშვილმა.ირაკლი ბათიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის.„არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის. ჩვენ, ვინც ვართ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“, მის წარმომადგენლებსაც კი არ გვაქვს ამის უფლება, რომ განვსაზღვროთ ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა. ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის, რომ მივიდეს ნებისმიერი ადამიანი და პატივი მიაგოს 9 აპრილს გარდაცვლილებს. ამის გაკეთება არის ყოვლად უზნეო აქტი“, - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.

ბოლო სიახლეები