“ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა მცდელობა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე ახალ არჩევნებზე ისაუბროს”, – ასე აფასებს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ეუთოს წევრი 37 ქვეყნის განცხადებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ამხელს.
მისი შეფასებით, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სანქციებით ცდილობს “ოცნება” დიალოგის მაგიდასთან მიიყვანონ.ეს განცხადება ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში იმის გამო, რომ გერმანელმა ელჩმა წაიკითხა, რომლის ტექსტიც შეთანხმებული იყო 37 დანარჩენ სახელმწიფოსთან. ბრიტანეთის მთავრობასაც გადაზიარებული ჰქონდა. ანუ, ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესებში არის ჩართული, რასაც სანქციები ჰქვია არის ძალიან აქტიური და ცდილობს, რომ “ქართული ოცნება”, როგორმე დიალოგის მაგიდასთან მიიყვანოს და დანიშნონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ანუ, ყველა მათი მცდელობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების არის მიმართული ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე იქნებ შეძლოს და ისაუბროს ახალ არჩევნებზე”, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.