შაბათი, აპრილი 19, 2025

თეა წულუკიანი – ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს

ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მანდატი ქართველი სამხედროების გასამართლებას არ არის და არც ამის სურვილი არსებობს.

„ჩვენი მიზანი უბრალოდ ვერ იქნება ქართველი სამხედროების გასამართლება, რადგან არც სურვილი გვაქვს ამის და არც მანდატი. ჩვენი მანდატი არის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის კვლევა 2003-2012 წლებსა და 2012-2024 წლებში, ვინაიდან ჩვენი მანდატი ქრონოლოგიურად გაფართოვდა. რაც შეეხება სურვილს, რომ არა „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელისუფლება და მთავრობის იმჟამინდელი შემადგენლობა და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, როგორც დამფუძნებელი ხელმძღვანელობდა, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ დავაში, ქართველი სამხედროების და ქართველი ხალხის, იქ მყოფი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს, სათანადოდ ვერ დავიცავდით.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მე ჯერ კიდევ სტრასბურგში ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში, ომის მესამე დღეს შემოიტანა საჩივარი აგვისტოს ომის თემაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს იყო რამდენიმე ფარატინა ფურცელი. მე მაინც ვერ მომატყუებენ, რა იდო იმ საჩივარში, რადგან ეს საჩივარი ჩემ მიერ დარეგისტრირდა, ანუ წარმოებაში იქნა მიღებული, თავად რომ ეძახიან, 2008 წლის აგვისტოში. ეს მოხდა საღამოს ჟამს, როდესაც ადეიშვილის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან დამირეკა ბატონმა დავით თომაძემ ჩემს მობილურ ტელეფონზე, რაც არასდროს არ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ჩემი ნომერი, ოფიციალური არხებით ვურთიერთობდით, ვინაიდან მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები და თანაც პირად ნომერზე შემოვიდა მისი ზარი. მე მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა და მან რეალურად ტელეფონით შემოიტანა საჩივარი. მეუბნებოდა, რომ ჩვენ გვიბრძანეს, დავტოვოთ იუსტიციის სამინისტრო, რადგან რუსები მოდიან და მიიღეთ საჩივარი, ზეპირად დაარეგისტრირეთ. მე მას ვურჩიე, რომ მეილით მაინც მოესწრო რაღაცის გამოგზავნა და ეს რაღაცა მან სიჩქარეში გამოაგზავნა. რასაც მე მაშინ მივეცი მსვლელობა და ასე დარეგისტრირდა, ეს არის ფაქტი, ისტორიული ფაქტი. ისტორიული მნიშვნელობის არის-მეთქი, ამას კი არ ვამბობ, ისტორიაა, ფაქტია, შემდგარი ფაქტია. ამის შემდეგ, ადეიშვილს, მის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიას ჰქონდა გარკვეული ვადა მიცემული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ როგორც არის რეგლამენტით გათვალისწინებული, უკვე ფორმულარი შეევსოთ და მტკიცებულებები წარმოედგინათ. მათ მართლაც დადგენილ დროში ფორმალური შეავსეს, საკმაოდ მოცულობითი, მაგრამ ეს იყო თხრობა მოვლენების. მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა სად, რა, როდის, რა მოხდა, პრაქტიკულად არაფერი არ იყო.

შემდეგ მოხდა ისე, რომ დავბრუნდი სტრასბურგიდან, ჩავები პოლიტიკაში და დავინიშნე იუსტიციის მინისტრად და უკვე რუსეთის წინააღმდეგ მოპასუხის, მომჩივნის მდგომარეობაში და ჩვენ ხელისუფლებას მოუწია ამ დავის წარმოება. იქ კიდევ ერთხელ ვნახე, რომ სანამ მე სტრასბურგიდან დავბრუნდი, სანამ ოპოზიციაში ვიყავი და სანამ იუსტიციის მინისტრად დავინიშნე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, დრო გავიდა, რამდენიმე წელი გავიდა. 4 წელი გავიდა. ამ 4 წლის მანძილზეც არაფერი არ ჰქონდათ სტრასბურგში შეტანილი. ყველა საქმეში, გამოძიებაა თუ სასამართლო დავაა, დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან ძნელია წლების მერე მტკიცებულებების გროვება და ჩვენ მაინც შევძელით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც დავიცავით ქართული ჯარის და ჯარისკაცის, ოფიცრების ღირსება. ანწუხელიძის გვარს, გმირის გვარს რომ ლაჩრები არიან დღეს ამოფარებულები და უპასუხისმგებლო მავნებლები, აი იმ ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში. სტრასბურგის განაჩენში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტმა ძალებმა აწამეს და მოკლეს სეპარატისტებთან ერთად. ასევე, რატომ ავიწყდებათ, რომ იქ არ იყო მარტო ანწუხელიძე. იქ იყო კახაბერ ხუბულური, იქ იყო უშანგი სოფრომაძე. მათი ღირსება სამართლებრივად ჩვენ დავიცავით რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გორში რომ ბომბი ჩამოვარდა, ის საერთოდ გატანილი იყო.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში ქართული ჯარის სიმართლეს ამტკიცებდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ არც მიღება-ჩაბარება გაფორმებულა, ისე გაატანეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, აშშ-ს ქვეყნიდან ჩამოვარდნილი ისკანდერი. ამის უკან დაბრუნება მოგვიწია და დღემდე მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენი დიდი მეგობრის, აშშ-ის, რომელმაც ეს დიდი მტკიცებულება უკან დაგვიბრუნა. ეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო თავისი დიპლომატიური კორპუსისა და „ქართული ოცნების“ პარტიის ხელშეწყობით. არაერთი მტკიცებულებაა, მაგალითისთვის სააკაშვილის ბრძანება. 10 აგვისტოს, დილით მან გასცა ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ ჯარი გამოსულიყო საომარი მოქმედებების არეალიდან. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ბრძანების დედანი მათ არ შეინახეს. არსად არ არსებობს ეს დედანი. შეიძლება, რომ ომს აწარმოებდე, დედანსაც ანადგურებ იმისა, რომ ჯარი გამოიყვანე. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ სააკაშვილის ამ მავნებლური ქმედებით, რომ თავისივე ბრძანება მან, ან მისმა გარემოცვამ გაანადგურეს, ჩვენ გვიჭირდა იმის მტკიცება, რომ 10 აგვისტოს დილის შემდეგ ქართული ჯარი საერთოდ არაფერ შუაში იყო, იქ არ იმყოფებოდა.

აი ამას ვამტკიცებდით, ქართული ჯარის სიმართლეს, 7 აგვისტოდან მოყოლებული, ომის დასასრულამდე და შემდგომ პერიოდშიც და ჩვენ ეს შევძელით. ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ იქ ეთნიკური წმენდა ჩატარდა, რომ მიტოვებულები იყვნენ, რომ იქ ვინმე ქართველმა კი არ აღმართა მათზე ხელი, რასაც რუსი ამტკიცებდა, არამედ პირიქით. აი, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ჰააგასა და სტრასბურგშიც. სამწუხაროა, რომ ამის გამეორება ამდენი ხნის მერე კვლავ გვიწევს, მაგრამ ეს არის ფაქტი. კომისია ამის მერე შემოდის უკვე პროცესში და ჩვენი მიზანია, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების, სააკაშვილის, კეზერაშვილის, მერაბიშვილის, მისი მოადგილე ჯანაშვილის და სხვა პოლიტიკური პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები