სამშაბათი, მაისი 6, 2025

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად აუღოს ალღო სამართალმცოდნეობას

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩემი ცხოვრების 10 წელზე მეტი მაკავშირებს. ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღე არაერთ პროექტსა და კონფერენციაში. ფაკულტეტის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით, კარიერული განვითარება დავიწყე თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, შემდეგ კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლაშა ძაგანიშვილი აცხადებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაშა ძაგანიშვილმა წარმატებით დაასრულა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, 2020 წლიდან კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობს.

„დღეის მდგომარეობით, ვფლობ სამ პროფესიას და მათგან, სწორედ სამართალია ის სფერო, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩემზე. იმისთვის, რომ იაზროვნო სამართლებრივად, მარტივი სულაც არ არის, მაგრამ ბევრი შრომა და საკუთარ თავთან მუშაობა ყველა წარმატებას ეტაპობრივად მოიტანს. ზოგადი განათლებიდან გზა კვალიფიციურ იურისტობამდე ათასი თავსატეხითაა სავსე, შესაბამისად, მხოლოდ დაუღალავი შრომა არაფერს მოგიტანს, თუ არ გეყოლება მაღალი დონის მასწავლებელი. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდე, სად მიიღო ცოდნა, სად დაგხვდება კვალიფიციურ იურისტთა გუნდი, რომლებიც შეეცდებიან გაქციონ მაღალი დონის იურისტად. სად, თუ არა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

სტუდენტი, რომელიც პირველ ნაბიჯს გადადგამს იმ რთული და მეტად მნიშვნელოვანი პროფესიისკენ, რასაც იურისტობა ჰქვია, თავდაპირველად ძალიან გაუჭირდება იმის გაცნობიერება, თუ „სად მოხვდა“, სწორედ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მისცემს შესაძლებლობას მარტივად აუღოს ალღო სამართალმცოდნეობას. ამასთან, წაიღოს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება უნივერსიტეტიდან, ვინაიდან ამ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობენ მაღალი დონის იურისტები, რომლებიც იკავებენ ან იკავებდნენ საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. მაგალითად: სამივე ინსტანციის მოსამართლეები, პროკურორები, ნოტარიუსები, ადვოკატები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერები.

იმისთვის, რომ იაზროვნო სამართლებრივად, აუცილებელია ბევრი სამეცნიერო ნაშრომის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სხვადასხვა სტატიების გაცნობა, მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად დაუღალავად მუშაობა. ამ ყველაფერს კი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით გასცემენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ეს, ის გარემოა, სადაც არ იკარგება კარგი სტუდენტი. შესაბამისად, ფაკულტეტი აქტიურად ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც. ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, გამევლო სტაჟირებები, წამეკითხა საჯარო ლექციები და დავსაქმებულიყავი სასურველ პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ ჩემ თვალწინ არაერთმა სტუდენტმა დაიკავა მენეჯერული თანამდებობა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორში და ამავე ფაკულტეტზეც დაიწყეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, რაც უპირობოდ ფაკულტეტის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ის უდიდესი სკოლაა, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ პირველკურსელი სტუდენტი, ოთხ წელიწადში კარგ იურისტად ჩამოყალიბდეს. მადლობა ჩემს ალმა მატერს“, – აცხადებს ლაშა ძაგანიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება.6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.ლოცვები, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი.

16 მაისს „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაისს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონას ყველა დროის ვარსკვლავები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდებიან.უკვე ცნობილია, რომ კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ რონალდინიო, მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.„ვფიქრობ, სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი - საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები გაიხსენონ“, - განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პაატა მანჯგალაძე -ხალხისთვის, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის, რეესტრი გავაკეთოთ

საზოგადოებაში გაბნეულია ბრაზი, ამიტომ მისი აკუმულირებისა და მიზნისკენ მიმართვისთვის საზოგადოებაში აქტიური ადამიანების რეესტრის შექმნაა საჭირო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.„ავხსნი, რასაც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა. ამ პროტესტმა დაანახა, რომ საზოგადოებაში ბრაზი არის გაბნეული. ის , რომ ახლა 3 000 ადამიანი გამოდის, არ ნიშნავს იმას, რომ 200 000 ადამიანი, რომელიც გამოდიოდა არ თანაუგრძნობს ამას. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ „გაბნეულ პროტესტს“ რაღაც მიზანი მივცეთ და ამის კარგი საშუალება იქნება თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებასთან ერთად რაღაც ისეთის შეთავაზებას ...ერთ-ერთი ქმედება, რაც განხილული იყო არის, რომ მარტო თბილისში არ არის ნეგატიური მუხტი და ბრაზი, რეგიონებშიც არის, ამის აკუმულაცია მათ შორის, რეგიონებშიც გავაკეთოთ. ხალხი, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის რეესტრი გავაჩინოთ, რომ კონკრეტულ დღეს შევძლოთ ამ ხალხის კონკრეტულ აქციაზე მოხმობა. საქართველოს ვისაც აინტერესებს, იმ ხალხის გაერთიანება და კონკრეტულ დღეს, კონკრეტული პროტესტის დაფიქსირება შევძლოთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიქტორ ორბანი – არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი იუწყება, აღნიშნულის შესახებ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინამ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწია „ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას მოიწონებს.„ზელენსკის სურს, უნგრეთში ხედავდეს უკრაინის მიმართ მეგობრულ მთავრობას. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე არიან ზელენსკის მეგობრები“, – აღნიშნა ორბანმა.მისივე თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდება.„არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გაკოტრებას გამოიწვევს.ამასთან, ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი აზრი უკრაინის გაწევრიანების შესახებ ხმის მიცემით.შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.

ვლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დოიაშვილზე საუბრისას.მისივე თქმით, აღნიშნულიდანაც ჩანს მათი დამოკიდებულება და თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებული სახელმწიფოს ინტერესები.„მინდა დოისაც და ყველას წარმატებები ვუსურვო. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთში დასის შესარჩევად კასტინგი ჰქონდა და ბეიჯინგში სპექტაკლი უნდა დადგას.

ბოლო სიახლეები