შაბათი, აპრილი 19, 2025

თაზო დათუნაშვილი – ქვეყანა ახლაც რუსეთისგან გათავისუფლების პროცესშია და ამის ოფიციალური კომუნიკაციიდან ამოღება ნიშნავს, რომ გაქვს მცდელობა, წაშალო საქართველოს მეხსიერება

ქვეყანა ახლაც რუსეთისგან გათავისუფლების პროცესშია და ეს ამოიღო ოფიციალური კომუნიკაციიდან ნიშნავს, რომ შენ გაქვს მცდელობა, წაშალო საქართველოს მეხსიერება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„შეგახსენებთ, საქართველოს მეხსიერების წაშლას ცდილობდა საბჭოთა რუსეთი, რუსეთის იმპერია. საქართველოს მეხსიერების წაშლა იყო მაგალითად, ავტოკეფალიის დარღვევა, ქართული ენა გამქრალიყო კონსტიტუციიდან. ახლა ეს ფრაზაც, უცხო ქვეყნის აგენტები, შემდეგ ამის გამართლების მცდელობა და უარეს სიბინძურეში მოხვედრაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როდესაც ის სვავს ტოლობის ნიშანს ევროკავშირსა და მაშინდელ რუსეთს შორის. ევროკავშირს რაღაც უცნაურ სახელებს ეძახის, არც მინდა, გავიმეორო ეს სისულელე და შემდეგ ამას აიგივებს „კაგებე“-სთან. ეს არის ბოროტება“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს მოვლენათა იმ სცენარით განვითარებას, როცა ყველას არ მიეცა მემორიალთან მისვლის საშუალება, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს ხელისუფალს ეძახის, არ აქვს უნარი, არც პოლიტიკური ვაჟკაცობა და პოლიტიკური მცდელობაც კი, ამ დღეს პირდაპირ თქვას, რომ ეს იყო დღე, როდესაც რუსეთმა ქართველების სისხლი დაღვარა, როდესაც ქართველებმა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაიაზრეს, რომ რუსეთი მტერია და ეს იყო დღე, როდესაც საქართველომ დაიწყო რეალური გათავისუფლება რუსეთიდან, ხოლო ამის თქმის უნარი ვისაც არ აქვს და საკუთარ თავს ხელისუფალს ეძახის, ის არ არის რამე ფორმით მზად, რომ პატივი მიაგოს 9 აპრილის დაღუპულებს.

„როგორ ფიქრობთ, ეს არის რეალურად ის პოლიტიკური სვლა, რომლის შემდგომ გაფორმება უნდა იყოს, რაღაც ვიზუალიზაცია 9 აპრილის გმირების მემორიალის შემკობა?“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა დღეს რუსთაველზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ 36 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენების თანამონაწილეები იყვნენ და დამოუკიდებლობას იცავდნენ, თუმცა მემორიალთან მისვლის საშუალება მათაც არ მიეცათ, რაზეც დათუნაშვილმა განაცხადა, რომ არ უნახავს არცერთი ადამიანი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ პროვოკაციისთვის იყვნენ მისული და დედას იგინებოდნენ აქციის მონაწილეთა მიმართულებით.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ ესახება მოვლენათა განვითარება მიმდინარე აქციების ფონზე იმ მიზნების მისაღწევად, რაც ოპოზიციას აქვს და პირველ რიგში, ახალი არჩევნების დანიშვნას, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მოვლენები უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ქვეყანა დადგეს სწორ რელსებზე, დაბრუნდეს იმ რელსებზე, რომელ რელსებზე დადგომაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, ეს მოქალაქეების 86%-ს, ანუ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს და ოპოზიციის გეგმა არის მწყობრი, აშკარად პრორუსული, ანტიქართული ხელისუფლების იზოლაცია საერთაშორისო თვალსაზრისით და ხანგრძლივი, მძლავრი, მწვავე პროტესტი.

შეკითხვაზე, როგორ გაიგო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გზავნილი, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა კონტაქტები, დიალოგი და რომ ის პრემიერ-მინისტრთან გეგმავს კომუნიკაციას, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მან, როგორც ერთმა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსმა, გაიგო, როგორც მეორე საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის ნათქვამი, რომ პოლიტიკური პროცესი შეუძლებელია, არსებობდეს იმის გარეშე, რომ პოლიტიკურად გადაიჭრას რაღაც საკითხები და დღეს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, არის ახალი არჩევნები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები