მანდატის საკითხი ძალიან მარტივია, თუ მანდატის სრულფასოვანი აღიარება არ მოხდება, ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება, რადგან არანაირ ლოგიკურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ განზომილებაში არ წერია ის, რომ ქვეყნის მანდატებს ან შეზღუდულად ცნობ, ან დროებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთოდ გაუგებარი იყო.
„შესაბამისად, თუ მათ სურვილი აქვთ და ითვალისწინებენ განაწესს, ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ“, – განაცხადა სამხარაძემ.