ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძე იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი

ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა.

„7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში შვიდი წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაატა ბურჭულაძე –  დილის ოთხ საათზე გავაჟღერებთ ჩაწერილ ზარებს, რათა ზარებით გაიღვიძოს საქართველომ

დღეს ჩვენ ჩავთვალეთ, რომ განსაკუთრებულად აღგვენიშნა 9 აპრილი, რადგან საქართველოს თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლი და ეს მოპოვებული თავისუფლება, დიდი საფრთხის ქვეშ არის, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ისტორიაში არის, როგორც დიდი გამარჯვების, ასევე გლოვის დღე.„დღეს საქართველოს ისტორიაში არის, როგორც დიდი გამარჯვების, ასევე გლოვის დღე. ამის ახსნა არ გჭირდებათ არცერთს, რადგან ვინც აქ ხართ, ყველამ იცით, რა დღეა 9 აპრილი. დღეს ჩვენ ჩავთვალეთ, რომ განსაკუთრებულად აღგვენიშნა 9 აპრილი, რადგან ეს სისხლი, რაც იყო დაღვრილი საქართველოს თავისუფლებისთვის, ეს მოპოვებული თავისუფლება, დიდი საფრთხის ქვეშ არის. დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ თავისუფლებას, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ამ ადგილას ამ დღეს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.ამასთან, მან შეკრებილებს გეგმა გააცნო.„მოკლედ გეტყვით, როგორ წარიმართება დღევანდელი დღე. ვისაც სურვილი აქვს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ფიზიკურად შეძლებს ღამის გათენებას, წავიდეს და დილით მოვიდეს. დილითაც საჭიროა აქ ყველას ყოფნა. იცით, რომ დღევანდელი დღე ძალიან დატვირთულია, აქ არიან ჩვენი „სინდისის პატიმრების“ მშობლები. ეს ის ხალხია, ვისი შვილებიც ჩვენს თავისუფლებას ციხეში იცავენ, ეს ის ხალხია, რომელთაც აღზარდეს ნამდვილი პატრიოტები, მათი გამოსვლა არის ჩვენს აქტივობაზე გამოკიდებული, ისინი აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ჩვენთან არის უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქი, რომელმაც მოგვცა კურთხევა, ზუსტად დილის 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშუეთის ეკლესიაში, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა, შეიძლება, ვერ შეძლონ ზარების დარეკვა. დიდი მადლობა პატრიარქს და რადგან მისი კურთხევაა, ჩვენ ჩაწერილ ზარებს მაინც გავუშვებთ, რომ გაიღვიძოს საქართველომ.ყველას დაგირიგდებათ სანთლები, მობრძანდება სასულიერო პირი, აღვავლენთ პანაშვიდს, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად. გარდა ამისა, ერთად ვილოცებთ. ლოცვების შემდეგ ჩვენ დავდებთ ფიცს. მოკლე შინაარსი ამ ფიცის არის, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ერთმანეთს, ვიქნებით ერთად, სანამ საქართველოს თავისუფლებას, ევროპულ მომავალს არ მივაღწევთ. მეორე ნაწილი ჩვენი შეხვედრის არის, ის, რომ 9 აპრილი, რომელიც 1991 წელს შედგა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და 12:30 საათზე ჩვენ მოვისმენთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას.ასე რომ, ბატონებო, სანამ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა. ვიყოთ ყოველთვის მხნედ, ვიცოდეთ, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენია საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ. 

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ ჩინეთისთვის 104%-იან ტარიფებს ხვალიდან აამოქმედებს

აშშ ჩინეთისთვის 104%-იან ტარიფებს ხვალიდან აამოქმედებს. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებების განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს.მისივე თქმით, ტრამპს ექნება „ინდივიდუალური, მორგებული“  მიდგომა თითოეული ქვეყნისადმი, რაც შეიძლება მოიცავდეს ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა საგარეო დახმარება ან ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა.თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, მოლაპარაკებები დაეფუძნება „ამერიკის საჭიროებებს“.მისივე თქმით, ტარიფების გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო.ლევიტის განცხადებით, ამჟამად თითქმის 70 ქვეყანა არის თეთრ სახლთან მოლაპარაკებების პროცესში.ამასთან, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ტრამპს „სჯერა, რომ ჩინეთს შეთანხმების დადება სურს“.ლევიტის თქმით, ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომები შეცდომა იყო და სწორედ ამიტომ აწესებენ მათ მიმართ 104%-იან ტარიფებს.კეროლაინ ლევიტის განმარტებით, ჩინეთი თუ დაუკავშირდება ვაშინგტონს, ტრამპი იქნება „არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი“, მაგრამ იმუშავებს ამერიკის ინტერესებისთვის. მისივე განცხადებით, მხოლოდ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს ტარიფების განაკვეთების შემცირება.ბრიფინგზე ლევიტს ჰკითხეს, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს, რომლებსაც შეეხოთ 10%-იანი „საბაზისო“ ტარიფის განაკვეთი, მოლაპარაკებები აწარმოონ უფრო დაბალი გადასახადის შესახებ. ლევიტი პასუხობს, რომ ამ საკითხს პრეზიდენტს მიანდობს, მაგრამ ტარიფები გრაფიკის მიხედვით ამოქმედდება.

გიორგი გახარია – 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ – როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე...

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.გიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის.„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა.თუმცა, ამდენი წლის შემდეგაც, ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ. ამის ხილვა ყველაზე ნაკლებად მოუნდებოდათ მათ, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს.ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მერაბ კოსტავას ანდერძად დატოვებულ სიტყვებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, რადგან მთავარი ბრძოლა თავისუფლების მოპოვების შემდეგ მის შესანარჩუნებლად იწყება.მათ წინაშე ყველანი ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ვიბრძოლოთ ნამდვილი მშვიდობისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ ეროვნული მოძრაობის მიერ დაწყებული საქმე”, - წერს გიორგი გახარია.

მიხეილ ყაველაშვილი – 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა, უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც სიცოცხლე შესწირა, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია, ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია, 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია, ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.სამ ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულისტკივილითა და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია – 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას.ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება, როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის! თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა! დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის!“, – წერს ყაველაშილი.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობას და მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი, დღეს ტკივილის და სიხარულის...

ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობას და მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი, დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება, სისუსტისა და მოდუნების უფლება.„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ პირველი რესპუბლიკის 26 მაისი დააკავშირა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ეროვნული ბრძოლის მთავარ დღესთან.1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი პირველ რიგში უდიდესი ტრაგედია იყო, ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით, დასახიჩრებითა და ტერორით. სწორედ ამიტომ აირჩია ეს დღე ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოსთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის უკვდავსაყოფად. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს.ყველა ტკივილი და ყველა სიხარული, ყოველი მარცხი თუ ყოველი გამარჯვება, შეცდომა და სწორი ნაბიჯი, გონიერება თუ უგუნურება, ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე, ათწლეულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით გუშინ და საით მივყავართ მომავალს.საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითმყოფადობა და უნიკალური იდენტობა, არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი.ამ მრწამსს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპიროდ იქცევა. სიბრძნე, გონიერება, მოთმინება, ძალის შეფასება და გაბედულება – ნიჭთა ეს ჩამონათვალი ღმერთმა ყველას არ მიანიჭა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება.ვისი გზაა მართებული და უკეთესი, ამას წყვეტს ქართველი ხალხი პირდაპირი დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება. ჩვენ არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება.ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, ჩვენს მცდელობას და ჩვენს მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი. დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია.დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები