პარასკევი, აპრილი 11, 2025

მამუკა ხაზარაძე – როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს

სენატორი შაჰინი მართალია. ივანიშვილის პრორუსულმა და პროჩინურმა რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების კონფისკაციით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის პროექტის გადაცემით მათ შეაჩერეს საქართველოს სტრატეგიული განვითარება.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ. მე მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი პროდასავლური ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს“, – წერს ხაზარაძე.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქველმოქმედებისთვის დასჯილი – მოსკოვი ათავისუფლებს რუსული წარმომავლობის ამერიკელ ბალერინას, რომელმაც უკრაინას 36 ევრო შესწირა

პატიმრობიდან გაათავისუფლეს რუსული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა, ქსენია კარელინა, რომელიც რუსეთში „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ციხეში იხდიდა სასჯელს. მოსკოვმა ის უკრაინის ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე 30 ევროზე ოდნავ მეტი თანხის გადარიცხვისთვის დასაჯა.2025 წლის 10 აპრილს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მერილენდის შტატის ენდრიუსის ბაზაზე ჩასული ქსენია კარელინა თავის შეყვარებულს, სამხრეთაფრიკელ მოკრივეს, კრის ვან ჰერდენს ეხვევა რობერტო შმიდტი / სააგენტო „ფრანს პრესი“„ამერიკელი ქსენია კარელინას თვითმფრინავი აშშ-ში ბრუნდება. ერთ წელზე მეტი ხნის წინ ის უსამართლოდ დააპატიმრეს და პრეზიდენტმა ტრამპმა მისი გათავისუფლება შეძლო“, - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ „იქსზე“ (ყოფილი „ტვიტერი“). კარელინას რუსი ადვოკატის თქმით, ბალერინას გათავისუფლება ხუთშაბათს, 10 აპრილს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში პატიმართა გაცვლის ფარგლებში მოხდა. „დიახ, ქსენია კარელინა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს (...) და აბუ დაბი მან უკვე დატოვა“, - განუცხადა ადვოკატმა მიხაილ მუშაილოვმა სააგენტო „ფრანს პრესს“. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინა „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს და 2024 წელს რუსულმა სასამართლომ მას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რადგან 36 ევრო შესწირა საქველმოქმედო ასოციაციას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. ასე რომ, ქსენია კარელინა თავის სახლში რუსეთის ციხეში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდა. 34 წლის მოცეკვავე ეკატერინბურგში გასული წლის თებერვალში დააკავეს, მან დანაშაული აგვისტოში აღიარა და 12 წლით დააპატიმრეს. რუსეთში დაბადებული ბალერინა შეერთებულ შტატებში 2012 წელს გადავიდა და 2021 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მას შემდეგ კარელინა ლოს ანჯელესში ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში ის რუსეთში ოჯახის სანახავად დაბრუნდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და უკრაინის ორგანიზაციებისთვის ფულის აქტიურ შეწირვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა „სამშობლოს ღალატად“ შეაფასა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კარელინას გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთმა არტურ პეტროვის გათავისუფლება მოითხოვა, რომელსაც გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 2023 წელს დააპატიმრეს და ამერიკის სასამართლომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში, კერძოდ კი სამხედრო დანიშნულების ელექტრონული კომპონენტების რუსეთში ექსპორტში დაადანაშაულა.

გიორგი კახიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე – ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და “ქართული ოცნების” ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს...

„ჩვენ მსგავსი არა ერთი რეზოლუცია ვნახეთ, რომელშიც თავმოყრილი არის სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო კონკრეტული ფაქტები. ეს რეზოლუცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას გამოეხმაურა.კახიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ოდირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო და ამის მიუხედავად, ევროსაბჭოში მაინც მიიღება ისეთი რეზოლუციები, სადაც საუბარია ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე, ეს ნიშნავს, ეუთო/ოდირის „დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას“."ამ რეზოლუციაში ვნახეთ, რომ საუბარი არის ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე. ეუთო/ოდირი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ევროპული ინსტიტუცია არჩევნებთან მიმართებაში, ოდირის დასკვნა გვახსოვს, როდესაც მან თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს ნიშნავს შენივე ინსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, მათი დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას. მგონი ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ იმიტომ, რომ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან როდესაც საუბარია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ხელისუფლება არის ლეგიტიმური, ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიღება ზოგადად ევროპულ ინსტიტუციებს აზიანებს და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ძალიან უარყოფით განწყობებს წარმოშობს“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის კრივი-რიჰიდან ჩაერთო.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა ომში ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გაგრძელებას, მათ შორის ჩინელების სიცოცხლის ხარჯზე.„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ჩინეთის სულ მცირე რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ომის გაგრძელებას ჩინელების სიცოცხლის ხარჯზეც კი. პუტინისთვის არ იყო საკმარისი სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან. ახლა ის დანაკარგების კომპენსირებას კიდევ ერთი ერის, ჩინელების ჩართვით ცდილობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, უკრაინამ და პარტნიორებმა ერთად იმუშაონ მოსკოვზე ზეწოლის განსახორციელებლად.ცნობისთვის, 8 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის მხარეს იბრძოდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, დაუწესოს გადასახადები აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუ ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ევროპულ საქონელზე ტარიფები არ შემცირდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, დაუწესოს გადასახადები აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ევროპულ საქონელზე ტარიფები არ შემცირდება.„ჩვენ ვამუშავებთ საპასუხო ზომებს. არსებობს კონტრზომების ფართო სპექტრი იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ევროკავშირი განიხილავს ზომების გამოყენებას ამერიკული მომსახურების კომპანიების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ.„მაგალითად, შეიძლება ციფრული სერვისების სარეკლამო შემოსავლებზე გადასახადის დაწესება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ირაკლი კობახიძე – ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ყველა ძალა, ვინც ცდილობდა, დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ეროვნულ ინტერესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს

ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს PACE-ეს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი რეზოლუცია ნაკლებად საინტერესოა.„თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება PACE-ში ჩვენი საქმიანობის შეჩერების თაობაზე, გამომდინარე იმ აბსოლუტურად არასწორი მიდგომიდან, რომლითაც ძველი რეზოლუცია დამტკიცდა. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მოხდა, მიუხედავად უცხოური ჩარევისა ჩვენს არჩევნებში. თავის დროზე ევროკავშირის ელჩი პირდაპირ აკეთებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს იყო პირდაპირი და უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში. ანალოგიურად, სხვა ჩინოვნიკები, ევროპელი, ამერიკელი ჩინოვნიკები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავამარცხეთ ამ არჩევნებში, ჩვენ არა, პირველ რიგში ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა, დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მათი ჩარევის მიუხედავად საქართველოში გაიმარჯვა საღმა აზრმა, გაიმარჯვა საზოგადოების მტკიცე ნებამ და ქვეყანა აგრძელებს სწორი მიმართულებით განვითარებას. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები