სამშაბათი, აპრილი 8, 2025

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფუნქციონირებდეს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი

ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 20 წელია, ქვეყანას არ ღირსებია ღირსეული პრეზიდენტი და ახლა არის სრულიად განსხვავებული ვითარება.

„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფუნქციონირებდეს სწორად, კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და იყოს ჯანსაღი ურთიერთობები პრეზიდენტსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის. დღეს გვაქვს ასეთი ვითარება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

2025 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6%-ს (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო მარტის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულებაა დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.„ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ აშშ-სთვის.„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზადაა კარგი გარიგებისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.კითხვაზე, როდის შესთავაზა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფები აშშ-ს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთავაზება გაკეთდა „გაცილებით ადრე“, ვიდრე დონალდ ტრამპი ტარიფებს დააწესებდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ურჩევნია შეთანხმების მოლაპარაკებების გზით მიღწევა, მზადაა, ითამაშოს მკაცრად.

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოთერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმთან“ ხშირად საუბრობს სხვადასხვა თემებზე. ის ახლა, უახლეს წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება.„ის რაზეც ვსაუბრობ და სრულდება უკვე მეც მაშინებს. ომი გარდაუვალია, თუმცა საქართველო დაცულია, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩვენზე, ფინანსურად ძალიან ცუდად აისახება.ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვები ჰყავს, იყავით ძალიან ფრთხილად. ნუ დატოვებთ ბავშვებს მარტო და უყურადღებოდ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, აფეთქება მოხდება.რაც შეეხება პირველ ქალს, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგდა პაპიძეს... თუ ჰგონია ვინმეს, რომ მას შეიწყალებენ უახლოეს მომავალში, ეს არ იქნება და არ მოხდება. სამწუხაროდ, მე ერთი რაღაცის მეშინია, რომ მან ცუდად არ დაასრულოს...“- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა. მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ისრაელის ომს ღაზაში და ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს.მანამდე, თეთრ სახლში დაგეგმილი იყო პრესკონფერენცია, რომელიც „სიენენის“ ინფორმაციით, გაუქმდა.ეკონომიკის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა ორ ლიდერს შორის იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან, რომელიც ახალ სატარიფო პოლიტიკას შეეხება.

საჯარო სამსახური ასეთია, ცვლილებები ხდება მუდმივად, თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცები და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, საჭიროების შემთხვევაში ხდება განახლება – ლევან დავითაშვილი საკადრო ცვლილებებზე

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა, რაც გარკვეულწილად საკადრო ცვლილების გადაწყვეტილების მოტივატორი იყო, რათა გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო.როგორც დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, გრიგოლ ლილუაშვილი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა საჯარო სამსახურში ცვლილებები ხდება მუდმივად და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა."ბატონი გრიგოლი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის ძალიან გამორჩეული და ღირსეული ადამიანია. ამავდროულად, ის არის პროფესიონალი. მისი დამსახურება დიდ წილად არის ის, რომ ჩვენ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში შევინარჩუნეთ სტაბილურობა. მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით ჩვენ არ გვქონია განსაკუთრებული პრობლემები და საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იყო, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხითაც, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია ასახული.ზოგადად, საჯარო სამსახური ასეთია, ცვლილებები ხდება მუდმივად. თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცები და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა განახლება. ეს განახლებაც ბუნებრივი პროცესია, გარკვეული ცვლილებები არის ყოველთვის იმისთვის, რომ პროცესი უკეთესად გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, განახლებას, ვფიქრობ, რომ თავისი საფუძველი აქვს. რადგანაც ოქტომბერში ვადა გასდიოდა არსებულ ხელმძღვანელს, გარკვეულწილად, ეს იყო გადაწყვეტილების მოტივატორი, რომ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნოს და გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. შესაბამისად, ეს გადაცემის პროცესი შესრულდეს ისე, რომ სამსახურის ინტერესები არ დაზიანდეს. პირიქით, როგორც ბატონმა ანრიმ თქვა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად. ბოლო წლები განმავლობაში ვხედავთ, რომ ასეც ხდება. მუდმივი გაუმჯობესება გვაქვს, ეს არის სამსახური, რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ ჩვენი მოქალაქეები, რადგან მას ჩვენი უსაფრთხოება აბარია და აქედან გამომდინარე, ეს გაუმჯობესება მთლიანად ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესშია. ბატონი ანრიც არის გამორჩეული პროფესიონალი და შესაბამისად, მე დიდ იმედი მაქვს, რომ წარმატებით გააგრძელებს მუშაობას ახალ პოზიციაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო სიახლეები