ორშაბათი, აპრილი 7, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში მზადაა, თავისი ინტერესების დასაცავად დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პროპორციული საპასუხო ზომები მიიღოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთნ, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

„ბიბისის“ ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის და გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, კირ სტარმერი ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. სტარმერმა მათთან საუბრისას „ხაზი გაუსვა, რომ იგი კვლავაც განაგრძობს მოქმედებას ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა. მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ისრაელის ომს ღაზაში და ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს.მანამდე, თეთრ სახლში დაგეგმილი იყო პრესკონფერენცია, რომელიც „სიენენის“ ინფორმაციით, გაუქმდა.ეკონომიკის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა ორ ლიდერს შორის იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან, რომელიც ახალ სატარიფო პოლიტიკას შეეხება.

საჯარო სამსახური ასეთია, ცვლილებები ხდება მუდმივად, თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცები და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, საჭიროების შემთხვევაში ხდება განახლება – ლევან დავითაშვილი საკადრო ცვლილებებზე

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა, რაც გარკვეულწილად საკადრო ცვლილების გადაწყვეტილების მოტივატორი იყო, რათა გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო.როგორც დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, გრიგოლ ლილუაშვილი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა საჯარო სამსახურში ცვლილებები ხდება მუდმივად და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა."ბატონი გრიგოლი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის ძალიან გამორჩეული და ღირსეული ადამიანია. ამავდროულად, ის არის პროფესიონალი. მისი დამსახურება დიდ წილად არის ის, რომ ჩვენ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში შევინარჩუნეთ სტაბილურობა. მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით ჩვენ არ გვქონია განსაკუთრებული პრობლემები და საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იყო, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხითაც, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია ასახული.ზოგადად, საჯარო სამსახური ასეთია, ცვლილებები ხდება მუდმივად. თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცები და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა განახლება. ეს განახლებაც ბუნებრივი პროცესია, გარკვეული ცვლილებები არის ყოველთვის იმისთვის, რომ პროცესი უკეთესად გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, განახლებას, ვფიქრობ, რომ თავისი საფუძველი აქვს. რადგანაც ოქტომბერში ვადა გასდიოდა არსებულ ხელმძღვანელს, გარკვეულწილად, ეს იყო გადაწყვეტილების მოტივატორი, რომ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნოს და გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. შესაბამისად, ეს გადაცემის პროცესი შესრულდეს ისე, რომ სამსახურის ინტერესები არ დაზიანდეს. პირიქით, როგორც ბატონმა ანრიმ თქვა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად. ბოლო წლები განმავლობაში ვხედავთ, რომ ასეც ხდება. მუდმივი გაუმჯობესება გვაქვს, ეს არის სამსახური, რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ ჩვენი მოქალაქეები, რადგან მას ჩვენი უსაფრთხოება აბარია და აქედან გამომდინარე, ეს გაუმჯობესება მთლიანად ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესშია. ბატონი ანრიც არის გამორჩეული პროფესიონალი და შესაბამისად, მე დიდ იმედი მაქვს, რომ წარმატებით გააგრძელებს მუშაობას ახალ პოზიციაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

21 წლის გოგოს, რომელიც მტკვარში გადავარდა, მე-7 დღეა ეძებენ

21 წლის გოგოს, რომელიც მტკვარში გადავარდა, მე-7 დღეა ეძებენ.გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის აიტაჯ მამედოვა 1-ელი აპრილის ღამეს მტკვარში გადავარდა.უბედური შემთხვევა მშვიდობის ხიდთან მოხდა.21 წლის აიტაჯის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურია ჩართული.

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს უკვე მას

სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს სალომე ზურაბიშვილს.„დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად, რადგან თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, –    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს.„საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო.ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი საოცარი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო და დღევანდელ დღეს, 2000 წელზე მეტი ხნის წინ, მოესმინა გაბრიელ მთავარანგელოზის განმაცვიფრებელი სიტყვები:„გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის …. აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს…და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა … და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი … და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;“(ლუკა 1; 28,31-32,46-47,49,50);ღვთისმშობელმა განაქარვა ევას შეცოდება და ცრემლი, და ნუგეშად ექცა მთელ კაცობრიობას.ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით და ხარების მადლით უფალმა მშვიდობით აკურთხოს, დალოცოს და გაახაროს საქართველო, თითოეული თქვენგანი და მთელი მსოფლიო.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“, – ნათქვამია ილია მეორის მილოცვაში.

ბოლო სიახლეები