ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

შალვა პაპუაშვილი – ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს

ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვიზიტით იმყოფება.

პაპუაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა გამართა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან.

„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მქონდა მასთან შეხვედრის. ჩვენ მსგავს ფორმატებში ადრეც შევხვედრივართ. რა თქმა უნდა, რეგიონის უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობით დასრულების პერსპექტივაზე და აქ თურქეთს განსაკუთრებული როლი აქვს. ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შუამავლობის გამოცდილება გააჩნია და უკვე გარკვეული როლი შესრულებულიც აქვს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი ქვეყნების პოზიცია, როცა ჩვენს ხალხებსა და რეგიონზე ვფიქრობდით, რომ გარკვეულ მოწოდებებს არ ავყოლოდით ისედაც რთულ რეგიონულ ვითარებაში, რომ მეტი ესკალაცია მოგვეხდინა. დღეს ამაში ყველა რწმუნდება. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის შეფასებებს ვისმენთ. ყველა რწმუნდება იმაში, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

„თურქეთში ივნისში ვიზიტი მექნება და მოხარული ვარ, რომ ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე საუბრის შესაძლებლობა უკვე თურქეთში მექნება. გარდა ამისა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ სამმხრივ ფორმატზე ისაუბრა, რაზეც გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მალე დაფუძნდეს სამმხრივი ფორმატი – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავმჯდომარეების მონაწილეობით. ჩვენ მსგავსი გამოცდილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების დონეზე გვაქვს. ახლა საერთო სურვილია, რომ ეს ფორმატი უფრო მაღლა აიწიოს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზეც შეიქმნას. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია, რომ ამ ფორმატის დაფუძნება რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან სამუშია კითხვაზე, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს მოსკოვში – საერთოდ არ ვიცი პარტიის 40 ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა

ჩვენი პარტიის ლიდერშიპი, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო, ჩვენი პარტიის ყველა, ვინც არის, იკითხეთ სად არიან. რა რუსეთში წარგზავნა? - ასე უპასუხა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან სამუშიამ, შეკითხვას იმის შესახებ, გაემგზავრა თუ არა „ლელოს“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ რომელაშვილი დღეს მოსკოვში. როგორც სამუშიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, მან საერთოდ არ იცის თამარ რომელაშვილი ვინ არის და გავრცელებულ ინფორმაციას სიბინძურის ნიაღვარი უწოდა. მისივე თქმით, პარტიის 40 ათასი წევრიდან, ვინ სად მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. „რა თამარ რომელაშვილი? საერთოდ არ ვიცი. როდესაც ასეთი სიბინძურის ნიაღვარი მოდის, ეს სად იგეგმება იცით? როგორ არის იცით? გაღმით შეედავეო, ზუსტად ეგ სიტუაციაა. ხელისუფლება არის რუსული, ხელისუფლება აკეთებს რუსულ საქმეს და ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც საქართველოსთვის იბრძვის და ქართულ საქმეს აკეთებს, იმას აბრალებთ რუსობას და რუსულ რაღაცებს. მაგრამ ეს ხომ მორიგი სიგიჟეა, არავინ დაიჯერებს. სპეც.მისიით „ლელომ“ გაამგზავრა ადამიანიო, უხერხულია ამაზე საუბარი. ჩვენს პარტიას ჰყავს ათიათასობით წევრი. ამით ცდილობთ რაღაც-რაღაცებს. საერთოდ არ ვიცი პარტიის 40 ათასი წევრიდან ვინ სად გაემგზავრა. პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, ჰყავს პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს მდივანი, პარტიის თავმჯდომარე და მე ვარ პოლიტსაბჭოს წევრი.“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დონალდ ტრამპი – ჩინეთს სურს შეთანხმების დადება, ისინი ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია და უბრალოდ არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას, მაგრამ მიხვდებიან

ჩინეთს შეთანხმების დადება სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე შეფასებით, მათ უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს, მაგრამ მიხვდებიან.„ჩინეთს სურს შეთანხმების დადება. მათ უბრალოდ არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას. იცით, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც მათ ბოლომდე არ იციან – ისინი ამაყი ხალხი არიან. პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მათ არ იციან,  ზუსტად როგორ მიუდგნენ ამას. მაგრამ ისინი მიხვდებიან. ისინი მიხვედრის პროცესში არიან, მაგრამ მათ შეთანხმების დადება სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში!

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ 2:1 დააწინაურა.პირველ ტაიმში „პარი სენ-ჟერმენი“ უტევდა, მაგრამ ანგარიში „ასტონ ვილამ“ 35-ე წუთზე როჯერსის მიერ გატანილი გოლით გახსნა. 39-ე წუთზე წონასწორობა დეზირე დუემ შესანიშნავი გოლით აღადგინა.კვარაცხელიამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე, გამოიჩინა თავი – ცრუ მოძრაობებით მცველი ჩამოიშორა და ახლო კუთხეში ეფექტური გოლის გაიტანა.

“არცერთი საერთაშორისო მაღალი დონის ინსტიტუტი არ დარჩენილა, რომელმაც საქართველო, მართლმსაჯულებიდან დაწყებული, კორუფციასთან და დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, გაცილებით უფრო წინ არ დააყენა, ვიდრე მთელი რიგი...

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყველა საერთაშორისო დონის ინსტიტუტი საქართველოს მართლმსაჯულებიდან დაწყებული, კორუფციასთან და დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით დამთავრებული, მთელ რიგ ევროკავშირის ქვეყნებზე წინ აყენებს.როგორც ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ასეთ მოცემულობაში, უკრაინაც და ევროკავშირის სივრცეში ყველა პოსტის მქონე ადამიანი საქართველოს ომში ჩართვას აძალებდა."არცერთი საერთაშორისო მაღალი დონის ინსტიტუტი არ დარჩენილა, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩათვლით, რომელმაც საქართველო ყველა მიმართულებით - მართლმსაჯულებიდან დაწყებული, კორუფციასთან და დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით დააყენა გაცილებით უფრო წინ, ვიდრე მთელი რიგი ევროკავშირის ქვეყნები, აღარ ვამბობ უკვე კანდიდატ ქვეყნებზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ ასრულებ მთავარ მოთხოვნებს, რის გამოც თქვენი საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო კურსს და ზოგადად, არ ემთხვევა გარკვეულ საკითხებს. თქვენ ამის გამო ევროპის კურსიდან გადაუხვიეთ და გადახვედით რუსეთის კურსზე, ეს არის ხომ მთავარი თემა? პირველი საკითხი, საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა - რა უნდათ ჩვენგან? დაიწყო ომი და ერთხმად გვაძალებდნენ ამ ომში ჩართვას უკრაინაც და ყველა ადამიანი, ვისაც რაღაც პოსტი უკავია ევროკავშირის სივრცეში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თაზო დათუნაშვილი – ქვეყანა ახლაც რუსეთისგან გათავისუფლების პროცესშია და ამის ოფიციალური კომუნიკაციიდან ამოღება ნიშნავს, რომ გაქვს მცდელობა, წაშალო საქართველოს მეხსიერება

ქვეყანა ახლაც რუსეთისგან გათავისუფლების პროცესშია და ეს ამოიღო ოფიციალური კომუნიკაციიდან ნიშნავს, რომ შენ გაქვს მცდელობა, წაშალო საქართველოს მეხსიერება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„შეგახსენებთ, საქართველოს მეხსიერების წაშლას ცდილობდა საბჭოთა რუსეთი, რუსეთის იმპერია. საქართველოს მეხსიერების წაშლა იყო მაგალითად, ავტოკეფალიის დარღვევა, ქართული ენა გამქრალიყო კონსტიტუციიდან. ახლა ეს ფრაზაც, უცხო ქვეყნის აგენტები, შემდეგ ამის გამართლების მცდელობა და უარეს სიბინძურეში მოხვედრაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როდესაც ის სვავს ტოლობის ნიშანს ევროკავშირსა და მაშინდელ რუსეთს შორის. ევროკავშირს რაღაც უცნაურ სახელებს ეძახის, არც მინდა, გავიმეორო ეს სისულელე და შემდეგ ამას აიგივებს „კაგებე“-სთან. ეს არის ბოროტება“, – განაცხადა დათუნაშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს მოვლენათა იმ სცენარით განვითარებას, როცა ყველას არ მიეცა მემორიალთან მისვლის საშუალება, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს ხელისუფალს ეძახის, არ აქვს უნარი, არც პოლიტიკური ვაჟკაცობა და პოლიტიკური მცდელობაც კი, ამ დღეს პირდაპირ თქვას, რომ ეს იყო დღე, როდესაც რუსეთმა ქართველების სისხლი დაღვარა, როდესაც ქართველებმა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაიაზრეს, რომ რუსეთი მტერია და ეს იყო დღე, როდესაც საქართველომ დაიწყო რეალური გათავისუფლება რუსეთიდან, ხოლო ამის თქმის უნარი ვისაც არ აქვს და საკუთარ თავს ხელისუფალს ეძახის, ის არ არის რამე ფორმით მზად, რომ პატივი მიაგოს 9 აპრილის დაღუპულებს.„როგორ ფიქრობთ, ეს არის რეალურად ის პოლიტიკური სვლა, რომლის შემდგომ გაფორმება უნდა იყოს, რაღაც ვიზუალიზაცია 9 აპრილის გმირების მემორიალის შემკობა?“, – განაცხადა დათუნაშვილმა.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა დღეს რუსთაველზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ 36 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენების თანამონაწილეები იყვნენ და დამოუკიდებლობას იცავდნენ, თუმცა მემორიალთან მისვლის საშუალება მათაც არ მიეცათ, რაზეც დათუნაშვილმა განაცხადა, რომ არ უნახავს არცერთი ადამიანი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ პროვოკაციისთვის იყვნენ მისული და დედას იგინებოდნენ აქციის მონაწილეთა მიმართულებით.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ ესახება მოვლენათა განვითარება მიმდინარე აქციების ფონზე იმ მიზნების მისაღწევად, რაც ოპოზიციას აქვს და პირველ რიგში, ახალი არჩევნების დანიშვნას, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მოვლენები უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ქვეყანა დადგეს სწორ რელსებზე, დაბრუნდეს იმ რელსებზე, რომელ რელსებზე დადგომაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, ეს მოქალაქეების 86%-ს, ანუ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს და ოპოზიციის გეგმა არის მწყობრი, აშკარად პრორუსული, ანტიქართული ხელისუფლების იზოლაცია საერთაშორისო თვალსაზრისით და ხანგრძლივი, მძლავრი, მწვავე პროტესტი.შეკითხვაზე, როგორ გაიგო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გზავნილი, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა კონტაქტები, დიალოგი და რომ ის პრემიერ-მინისტრთან გეგმავს კომუნიკაციას, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მან, როგორც ერთმა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსმა, გაიგო, როგორც მეორე საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის ნათქვამი, რომ პოლიტიკური პროცესი შეუძლებელია, არსებობდეს იმის გარეშე, რომ პოლიტიკურად გადაიჭრას რაღაც საკითხები და დღეს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, არის ახალი არჩევნები.

ბოლო სიახლეები